LIFE

ექვსი გაკვეთილი ჩინელი ფილოსოფოსის, ლაო ძისგან, რომელიც ბედნიერებას გაპოვნინებთ

ექვსი გაკვეთილი ჩინელი ფილოსოფოსის, ლაო ძისგან, რომელიც ბედნიერებას გაპოვნინებთ

უძველეს ჩინელ ფილოსოფოსთა შორის ლაო ძი ყველაზე პოპულარულია და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ ფილოსოფოსად ითვლება. ის ჩვ.წ.აღ-მდე 601 წელს დაიბადა და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფილოსოფოსად რჩება.

ვნახოთ, ექვსი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ლაო ძისგან, რომლებიც ცხოვრებაში აუცილებლად გამოგვადგება.

1. გამოიყენე შესაძლებლობა - სიახლე მაშინ შემოდის, როცა ამისთვის მზად ხართ და როცა საკუთარ თავს ცვლილებების უფლებას აძლევთ, როცა იყენებთ შესაძლებლობებს. როცა იღებთ იმას, რასაც ცხოვრება გთავაზობთ.

ექვსი გაკვეთილი ჩინელი ფილოსოფოსის, ლაო ძისგან, რომელიც ბედნიერებას გაპოვნინებთ

2. ბოროტებას მხოლოდ სიკეთით დაამარცხებთ - ხშირად ვხვდებით კეთილისა და ბოროტის დაპირისპირებას, ვხვდებით როგორც კეთილ, ასევე ბოროტ ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდ ბოროტებასთან გაქვთ საქმე, ის სიკეთეზე ვერასოდეს გაიმარჯვებს. ამიტომაც, იყავით კეთილი გარშემომყოფების მიმართ. გაეცით სიკეთე, სითბო და სიყვარული და ამით დაიცავით როგორც საკუთარი თავი, ასევე სხვები ბოროტებისგან.

ექვსი გაკვეთილი ჩინელი ფილოსოფოსის, ლაო ძისგან, რომელიც ბედნიერებას გაპოვნინებთ

3. ცვლილებები გარდაუვალია - დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება. მცენარეები იზრდებიან და კვდებიან, მზე ამოდის და ჩადის, სწორედ ასეა თქვენს ცხოვრებაშიც, ერთ დღეს შეიძლება ყველაფერი გარდაიქმნას. ჩვენ ადამიანები ვართ და აუცილებლად მოვკვდებით და მაშინ, როცა გააცნობიერებთ, რომ ცვლილებები გარდაუვალია და თქვენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ, აღმოაჩენთ, რომ უხილავი შიშები სადღაც გაქრება და ცხოვრებისგან ბედნიერების მიღებას შეძლებთ.

ექვსი გაკვეთილი ჩინელი ფილოსოფოსის, ლაო ძისგან, რომელიც ბედნიერებას გაპოვნინებთ

4. ეგო განადგურებთ - შეცდომას უშვებთ, თუ საკუთარ თავს არ აძლევთ უფლებას იყოთ ის, ვინც სინამდვილეში ხართ. გარდა ამისა, თუ ცდილობთ სხვების გაკონტროლებას, ამით რეალურად დიდი ალბათობით საკუთარ თავზეც დაკარგავთ კონტროლს. თუ ცხოვრებაში ნამდვილი ბედნიერების პოვნა გსურთ, აუცილებლად უნდა მოიშოროთ ეგო, რომელიც უკან გექაჩებათ და თავისუფლად ცხოვრებაში ხელს გიშლით.

ექვსი გაკვეთილი ჩინელი ფილოსოფოსის, ლაო ძისგან, რომელიც ბედნიერებას გაპოვნინებთ

5. აღიარო, რომ ბევრი რამ არ იცი, ეს დიდი ძალაა - ზოგიერთ ადამიანს სჯერა, რომ ყველაფერი იცის. ასეთი ადამიანები უგულებელყოფენ იმ ფაქტს, რომ ბევრი რამ არ იციან და საკუთარ თავს ცოდნის მიღების შესაძლებლობას ართმევენ. აღიარო ის, რომ რაღაცები არ იცი, დიდ ძალას გაძლევს, გაძლევს შესაძლებლობას იმისას, რომ ისწავლო ის, რაც არ იცი. ეს ბრძენ ადამიანად გაქცევს.

ექვსი გაკვეთილი ჩინელი ფილოსოფოსის, ლაო ძისგან, რომელიც ბედნიერებას გაპოვნინებთ


6. ყოველთვის იყავით ის, ვინც სინამდვილეში ხართ - თუ დარდობთ იმაზე, რას იტყვის ხალხი და ცდილობთ, ისე იცხოვროთ, როგორც საზოგადოება გკარნახობთ, ეს საზოგადოების ტყვედ გაქცევთ. ნამდვილ ბედნიერებას მაშინ იპოვნით, როცა იქნებით ის, ვინც, სინამდვილეში ხართ, როცა მოიქცევით ისე, როგორც გსურთ, როცა გააკეთებთ იმ საქმეს, რომელიც ბედნიერებას განიჭებთ.

ექვსი გაკვეთილი ჩინელი ფილოსოფოსის, ლაო ძისგან, რომელიც ბედნიერებას გაპოვნინებთ



<a href="https://thepowerofsilence.co">https://thepowerofsilence.co</a>