ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც შეუძლიათ სცენაზე მაშინაც თამამად იმღერონ, როცა მუსიკის არაფერი გაეგებათ
- 26.05.2019
1. ვერძი - ვერძს არ ეშინია რისკზე წასვლის და მაშინაც კი, როცა მუსიკის არაფერი გაეგება, მიკროფონს ხელიდან ვერ გამოსტაცებთ. მართალია, შეიძლება ყურების დახშობა მოგინდეთ, მაგრამ მისი გამბედაობა მაინც დასაფასებელია. ვერძს არ უყვარს მოწყენილობა და გართობისთვისაა დაბადებული. ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები კარაოკე ბარში თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობენ.
2. ქალწული - საერთოდ, ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით საუკეთესო მომღერლები იბადებიან, მაგრამ თუ მუსიკალური სმენა არ აქვთ, ეს ვერ აფერხებთ და მეგობრების წრეში თამამად მღერიან. თქვენ კი ისღა დაგრჩენიათ, მოთმინება გამოიჩინოთ.
3. კურო - მუსიკის გარეშე კუროებს ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. მუსიკა მათი სულის ნაწილია და მათ გრძნობებს ყველაზე მძაფრად ეხება. ისინი გამბედავები არიან და არასოდეს ერიდებიან ძალების მოსინჯვას მომღერლის კარიერაში. ბევრს მუშაობენ ვოკალის გასაუმჯობესებლად, რასაც, როგორც წესი, დადებითი შედეგი აქვს ხოლმე.
4. თევზები - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები საოცრად შემოქმედებითები არიან და როგორც წესი, ბევრი მუსიკოსი იბადება თევზების ნიშნით. ისინი ამაყობენ თავიანთი ნიჭით და ბედნიერები არიან, როცა შესაძლებლობა ეძლევათ საზოგადოებას აჩვენონ ტალანტი.
5. კირჩხიბი - მგრძნობიარე კირჩხიბებს მუსიკასთან განსაკუთრებული კავშირი აქვთ. ისინი ცდილობენ ყველანაირ მუსიკალურ საკრავზე დაკვრა ისწავლონ და ამას მთელი მონდომებით აკეთებენ. მუსიკასთან მათ ღრმა ემოციური კავშირი აქვთ. მერე რა, თუ ზოგიერთ მათგანს მუსიკალური სმენა არ აქვს, ისინი მაინც მღერიან, ყველგან და ყოველთვის.
თემები: სიმღერა, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია