ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობრად მიიჩნევა, მაგრამ რისი თქმა შეგვიძლია კატების შესახებ? კვლევის თანახმად, კატის მიხედვით მისი მფლობელის შესახებ ბევრი საინტერესო ფაქტის გაგებაა შესაძლებელი.
უფრო დეტალურად გავეცნოთ ახალ კვლევას ფისოსმოყვარულების შესახებ, რომელსაც საკმაოდ საინტერესო დასკვნა აქვს.
1. ცხოველები ადამიანის ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენენ
გარდა იმისა, რომ კატებს აქვთ შესანიშნავი უნარი ადამიანს დაეხმარონ სტრესის დაძლევაში, სირთულეებიდან გამოსავლის პოვნაში, ასევე მათი საშუალებით მფლობელის პიროვნული მახასიათებლების შესახებაც შეგვიძლია ბევრის გაგება.
ადამიანები, როგორც წესი, არჩევანს აკეთებენ იმ ცხოველებზე, რომლებიც მათი ცხოვრების სტილსა და ჩვევებს შეესაბამებიან.
2. ყოველივე კვლევითაა დადასტურებული
იდეა იმისა, რომ ერთმანეთისთვის ძაღლები და მათი მფლობელები შეედარებინა, პირველად ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორს, სამუელ გოსლინგს გაუჩნდა. თუმცა მაშინ საუბარი იყო მხოლოდ ძაღლებსა და მათ მფლობელებზე, კვლევა არ ითვალისწინებდა კატებს.
შემდეგ კეროლის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ანდრეა გოასტელომ, გადაწყვიტა კვლევის ჩატარება, რომელიც მიეძღვნა კატებისა და ძაღლების მათ პატრონებთან შედარებას. კვლევის მთავარი იდეა იყო იმის გაგება, თუ რა კავშირია ადამიანურ მახასიათებლებსა და მათ ცხოველებს შორის.
3. განსხვავება ფისოსმოყვარულებსა და ძაღლების მოყვარულ ადამიანებს შორის
კვლევაში დაახლოებით 600 სტუდენტი იყო ჩართული და სპეციალისტები ყოველივეს 16 ფსიქოლოგიური ფაქტორის მიხედვით იკვლევდნენ. ამ ფაქტორებს შორის იყო ემოციური სტაბილურობა, დომინაციის სურვილი, სითბოს გამოხატვის სურვილი სხვებისადმი და ა.შ. შედეგად კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც ძაღლები უყვართ, არიან უფრო კომუნიკაბელურები, ხოლო ფისოსმოყვარულები უფრო მგრძნობიარე და შემოქმედებითები.
არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც მკვლევარებმა ფისოსმოყვარულებში აღმოაჩინეს - მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მგრძნობიარე ადამიანები არიან, ისინი ყოველთვის შეუპოვრად იბრძვიან თავიანთი ინტერესებისთვის და იცავენ საკუთარ პოზიციას.
4. ინტელექტი
ალბათ, ყველაზე საინტერესო რამ, რაც კვლევამ აჩვენა, არის ის, რომ კატების მოყვარულები ძაღლების მოყვარულებზე უფრო ჭკვიანები და ინტელექტუალები არიან.
5. სიყვარული არის გასაღები
თუმცა ყველაფრის მიუხედავად, არ აქვს მნიშვნელობა ფისოსმოყვარული ხართ, ძაღლები გიყვართ, თუ სახლში თევზების დიდი აკვარიუმი გაქვთ, ეს ცხოველებთან თქვენს დიდ კავშირზე მიუთითებს და ადამიანი, რომელსაც ცხოველები უყვარს ყოველთვის სანდო და საიმედოა. მას შეუძლია რთულ მომენტში გვერდით დაგიდგეთ და დახმარების ხელი გამოგიწოდოთ.
თემები: თავდაჯერებულობა, რჩევები, კატები, ფისო
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>