LIFE

ნამდვილია სიყვარული, როცა ორი ადამიანი წარმოუდგენელი პრობლემების დროსაც კი არ ნებდება - ფსიქოლოგის დასკვნა

ნამდვილია სიყვარული, როცა ორი ადამიანი წარმოუდგენელი პრობლემების დროსაც კი არ ნებდება - ფსიქოლოგის დასკვნა

როცა ადამიანი შეყვარებულია, მას არ შეუძლია უბრალოდ დანებდეს და საყვარელი ადამიანი პირველივე უთანხმოების, პირველივე პრობლემის შემდეგ მიატოვოს. შეყვარებულ ადამიანს არ შეუძლია მარტივად ადგეს და წავიდეს, წავიდეს მხოლოდ იმიტომ, რომ პრობლემის მოგვარება დაეზარა. შეყვარებულმა ადამიანმა იცის კომპრომისის ფასი. შეყვარებულ ადამიანს არ ეზარება ბრძოლა, ჩხუბი სიყვარულისთვის.

როცა ადამიანი ნამდვილად შეყვარებულია, ის საოცრად მზრუნველი ხდება, შეუძლია დაჯდეს თავისი პარტნიორის პირისპირ და დაუღლელად ისაუბროს პრობლემაზე, ეძებოს მისი მოგვარების გზები. ნამდვილად შეყვარებული ადამიანი არ ერიდება გრძნობებისა და ემოციების გამოხატვას. ის აუცილებლად აძლევს რომატიკულ პარტნიორს აზრის გამოთქმის საშუალებას, აუცილებლად მთელი გულისყურით მოუსმენს მას, რადგანაც იცის, რომ ეს ერთადერთი გზაა გამოსავლის საპოვნელად.

ნამდვილია სიყვარული, როცა ორი ადამიანი წარმოუდგენელი პრობლემების დროსაც კი არ ნებდება - ფსიქოლოგის დასკვნა

როცა ადამიანი ნამდვილად გიყვარს, მისგან წასვლა არ შეგიძლია, პირიქით, ასეთ დროს მთელი ძალით იბრძვი ურთიერთობის გადასარჩენად. არ დანებდები სანამ ყველაფერს არ ცდი, მთელ შენს ძალას არ გამოიყენებ პრობლემის დასაძლევად.

ნუ იტყვი, რომ შეყვარებული ხარ, თუ არ ცდილობ მის გამო საკუთარ თავში რაიმის შეცვლას, თუ მიზერული კომპრომისის გაწევაც არ შეგიძლია ურთიერთობის გადასარჩენად. ნუ იტყვი, რომ შეყვარებული ხარ, თუ პირველივე პრობლემის გაჩენის დროს ამბობ, რომ ურთიერთობა დამთავრდა. შენ არ გიყვარს პარტნიორი, თუ მის გვერდით არ ხარ როგორც კარგ, ასევე ცუდ მომენტებში.

ნამდვილია სიყვარული, როცა ორი ადამიანი წარმოუდგენელი პრობლემების დროსაც კი არ ნებდება - ფსიქოლოგის დასკვნა

ნუ იტყვი, რომ გიყვარს, თუ მის გვერდით არ ხარ, როცა ყველაზე მეტად სჭირდები, როცა ის უბრალოდ ავადაა და შენ არ მიდიხარ მასთან, რათა ექიმთან წაიყვანო. ნუ იტყვი, რომ გიყვარს, თუ მის გვერდით არ ხარ, როცა დეპრესია სტანჯავს, შენ კი იმის თქმაც არ შეგიძლია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როცა ნამდვილად შეყვარებული ხარ, შენ უბრალოდ არ მისცემ საყვარელ ადამიანს რთულ მომენტში მარტო ყოფნის უფლებას იმიტომ, რომ ნამდვილი სიყვარული სხვა რამეა, თქვენ გუნდი ხართ და არა ოპონენტები.

ნამდვილია სიყვარული, როცა ორი ადამიანი წარმოუდგენელი პრობლემების დროსაც კი არ ნებდება - ფსიქოლოგის დასკვნა

ყოველთვის ყველაფერი კარგად ვერ იქნება. სიყვარულის გზა არ არის მხოლოდ ბედნიერი წუთებით სავსე, აქ ბევრ დაბრკოლებას გადააწყდებით. მაგრამ ნამდვილი სიყვარული, ჯანსაღი ურთიერთობა ერთმანეთის მხარდაჭერას გულისხმობს, გულისხმობს იმას, რომ არასოდეს არ უნდა დანებდეთ და ერთმანეთისთვის, სიყვარულისთვის იბრძოლოთ.

ნამდვილია სიყვარული, როცა ორი ადამიანი წარმოუდგენელი პრობლემების დროსაც კი არ ნებდება - ფსიქოლოგის დასკვნა

ნამდვილად შეყვარებული ადამიანები პატივს სცემენ ერთმანეთს. ისინი არავის და არაფერს მისცემენ მათ შორის ჩადგომის ნებას. იმიტომ, რომ ნამდვილი სიყვარული ნებისმიერ უთანხმოებაზე უფრო ძლიერია, იმიტომ რომ ნამდვილად შეყვარებულ ადამიანებს უბრალოდ ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება უერთმანეთოდ.

ფსიქოლოგი მერი რაიტი



<a href="https://thepowerofsilence.co">https://thepowerofsilence.co</a>