ჰოროსკოპი

სხვადასხვა ქვეყნების სამეფო ოჯახების რომელი ქალია შენი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული? - იპოვე კავშირი სამეფო შტოსთან

სხვადასხვა ქვეყნების სამეფო ოჯახების რომელი ქალია შენი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული? - იპოვე კავშირი სამეფო შტოსთან

1. ვერძი - დიდი ბრიტანეთის იორკის პრინცესა ეუხენია

პრინცესა ეუხენია 23 მარტსაა დაბადებული და როგორც ყველა ვერძი, აქტიური, კომუნიკაბელური ადამიანია. ის ინგლისურ ლიტერატურასა და ხელოვნების ისტორიას სწავლობდა. ამჟამად ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ორთოპედიულ კლინიკას ხელმძღვანელობს. ასევე დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით. არის აქტივისტი, იცავს ცხოველთა უფლებებს და იბრძვის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ. როგორც ვხედავთ, დანარჩენი ვერძების მსგავსად, მისი ინტერესის სფერო მხოლოდ ერთი დარგით არ შემოიფარგლება და ბევრი სხვადასხვა, განსხვავებული საქმითაა დაკავებული.

სხვადასხვა ქვეყნების სამეფო ოჯახების რომელი ქალია შენი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული? - იპოვე კავშირი სამეფო შტოსთან

2. კურო - დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელიზაბეტ მეორე

დედოფალს დაბადების დღე 21 აპრილს აქვს. ის მთელს მსოფლიოში საზოგადოების დიდი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობს. თავისი საქმიანობის ძირითად ნაწილს ქველმოქმედებას უძღვნის და სხვა დანარჩენი კუროების მსგავსად საოცრად მზრუნველი ადმიანია.

სხვადასხვა ქვეყნების სამეფო ოჯახების რომელი ქალია შენი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული? - იპოვე კავშირი სამეფო შტოსთან

3. ტყუპები - შვედეთის პრინცესა მადელაინი

პრინცესა მადელაინის დაბადების დღე 10 ივნისსაა. ის სოციალურ მეცნიერებებს, ინგლისურ ენას, ასევე არქიტექტურასა და დიზაინს სწავლობდა. შესაბამისად სხვადასხვა მიმართულებით აქვს განათლება და დანარჩენი ტყუპების მსგავსად, ძალიან საინტერესო ადამიანია. ასევე სწავლობდა ხელოვნების ისტორიას, ეთნოლოგიას და სამართლის ისტორიას. თავის ცოდნასა და გამოცდილებას პრინცესა ქველმოქმედებისთვის იყენებს. მუშაობს მსოფლიო ბავშვთა ფონდში და თავისი წვლილი შეაქვს გოგონებზე სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ადამიანებზე ზრუნვა, ეს ტყუპების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.

სხვადასხვა ქვეყნების სამეფო ოჯახების რომელი ქალია შენი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული? - იპოვე კავშირი სამეფო შტოსთან

4. კირჩხიბი - შვედეთის პრინცესა ვიქტორია

მისი დაბადების დღე 14 ივლისსაა. სხვა კირჩხიბების მსგავსად, პრინცესა ვიქტორიაც ხშირად იღებს იმპულსურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ინტუიციითაა ნაკარნახევი. პრინცესა ვიქტორიამ ისწავლა დიზაინი და ასევე იელის უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებებისა და ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. ის ასევე სწავლობდა საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებას, დიპლომატიას, სოციალურ მეცნიერებებს. მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. დაქორწინდა პრინც დენიელზე და წყვილს ორი შვილი ჰყავს. როგორც ყველა კირჩხიბისთვის, მისთვისაც ოჯახი პრიორიტეტულია და მასზე ზრუნვას დიდ დროს უთმობს.

სხვადასხვა ქვეყნების სამეფო ოჯახების რომელი ქალია შენი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული? - იპოვე კავშირი სამეფო შტოსთან

5. ლომი - ნორვეგიის პრინცესა, მეტე

პრინცესას დაბადების დღე 19 აგვისტოს აქვს. დაქორწინებულია ნორვეგიის პრინც ჰააკონზე და წყვილს სამი შვილი ჰყავს. ის სწავლობდა ქიმიასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს და საოცრად ჭკვიანი ადამიანის რეპუტაცია აქვს. თავს ლიდერად მიიჩნევს და აქვს კიდეც ლომის ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი ლიდერის უნარი. 

სხვადასხვა ქვეყნების სამეფო ოჯახების რომელი ქალია შენი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული? - იპოვე კავშირი სამეფო შტოსთან

6. ქალწული - ესპანეთის დედოფალი ლეტიცია

დედოფალ ლეტიციას დაბადების დღე 15 სექტემბერს აქვს. ის სტუდენტობის პერიოდში ტელეწამყვანად მუშაობდა. ლეტიციას ყოველ ნაბიჯზე და თუნდაც მის სტილში იგრძნობა ქალწულებისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თვისება - დეტალებზე ორიენტირებულობა.

სხვადასხვა ქვეყნების სამეფო ოჯახების რომელი ქალია შენი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული? - იპოვე კავშირი სამეფო შტოსთან

7. სასწორი - ლედი მარინა შარლოტ ალექსანდრა კეტრინ ჰელენ უინძორი

მისი დაბადების დღე 30 სექტემბერსაა. სამეფო ოჯახის ამ წარმომადგენელს განსაკუთრებული ინტერესი აქვს დიპლომატიის მიმართ და ეს საქმე კარგადაც გამოსდის. სასწორები კი, როგორც ასტროლოგები ამბობენ, საუკეთესო დიპლომატები არიან.

სხვადასხვა ქვეყნების სამეფო ოჯახების რომელი ქალია შენი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული? - იპოვე კავშირი სამეფო შტოსთან

8. მორიელი - ბელგიის პრინცესა ელიზაბეტი

პრინცესა ელიზაბეტი 25 ოქტომბერსაა დაბადებული და შესაბამისად, მისი ზოდიაქოს ნიშანი მორიელია. მან განხსნა ბავშვებისთვის კლინიკა, ჩართულია სხვადასხვა კვლევებში, მუშაობს მოხალისედ შშმ პირებთან, ეხმარება უსახლკაროებს და დაკავებული საქველმოქმედო საქმიანობით. მას სხვებისთვის დახმარების გაწევა დიდ სიამოვნებას ანიჭებს, რაც მორიელების ერთ-ერთი მახასიათებელია.

სხვადასხვა ქვეყნების სამეფო ოჯახების რომელი ქალია შენი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული? - იპოვე კავშირი სამეფო შტოსთან

9. მშვილდოსანი - ესპანეთის ინფანტა, ლუგოს ჰერცოგინია, ელენა.

ელენას დაბადების დღე 20 დეკემბერს აქვს. ის სოციოლოგიითა და ინგლისური ლიტერატურითაა დაინტერესებული. დაქორწინდა და ქორწინებიდან ორ წელიწადში ქმარს გაშორდა. ჰყავს ორი შვილი. ელენა ესპანეთს საზღვრებს მიღმა წარადგენს. ძალიან უყვარს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა და დროის უმეტეს ნაწილ მოგზაურობას უთმობს, რაც მშვილდოსნისთვის დამახასიათებელი მთავარი ნიშანია.

სხვადასხვა ქვეყნების სამეფო ოჯახების რომელი ქალია შენი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული? - იპოვე კავშირი სამეფო შტოსთან

10. თხის რქა - ქეით მიდლტონი

პრინც უილიამის ცოლს დაბადების დღე 9 იანვარს აქვს. როგორც ყველა თხის რქა, ისიც ოჯახზეა ორიენტირებული. ჰყავს სამი შვილი და დიდ დროს მათზე ზრუნვას უთმობს. ასევე, ჩართულია ფსიქოქიკურად დაავადებულ ბავშვთა მკურნალობის პროცესში და ზრუნავს მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებზე.

სხვადასხვა ქვეყნების სამეფო ოჯახების რომელი ქალია შენი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული? - იპოვე კავშირი სამეფო შტოსთან

11. მერწყული - დანიის პრინცესა მერი

ის 5 თებერვალსაა დაბადებული. როდესაც მერი სიდნეიში იურისპრუდენციას სწავლობდა, ერთ-ერთ პაბში მომავალი ქმარი, დანიის პრინცი გაიცნო, თუმცა მაშინ წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ის პრინცი იყო. მერის ავსტრალიის მოქალაქეობაზე უარის თქმა მოუწია, რათა დანიის მოქალაქეობა მიეღო, თუმცა სიყვარულის გამო დათმობაზე წავიდა, ამით კი დანიელთა გული მოიგო. როგორც ასტროლოგები ამბობენ, საყვარელი ადამიანების გამო მსხვერპლშეწირვა მერწყულების მთავარი მახასიათებელია.

სხვადასხვა ქვეყნების სამეფო ოჯახების რომელი ქალია შენი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული? - იპოვე კავშირი სამეფო შტოსთან

12. თევზები - კენტის ჰერცოგინია, კეტრინი

კეტრინის დაბადების დღე 22 თებერვალსაა. ის სამეფო ოჯახში არ დაბადებულა, თუმცა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი ჰერცოგ ედვარდზე დაქორწინების შემდეგ გახდა. მისი ქორწილი განხილვის საგანი გახდა და ბევრის კრიტიკა დაიმსახურა, რადგანაც ქორწილი პატარა და მოკრძალებული იყო. თავის წოდებას და გავლენას ჰერცოგინია ქველმოქმედებისთვის იყენებს. ის ცდილობს უბრალო ადამიანებივით იცხოვროს, რაც თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა მთავარი მახასიათებელია.

სხვადასხვა ქვეყნების სამეფო ოჯახების რომელი ქალია შენი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული? - იპოვე კავშირი სამეფო შტოსთან



<a href="https://www.yourtango.com/" target="_blank">https://www.yourtango.com/</a>