10 ფილმი თვითმფრინავში საყურებლად იმისთვის, რომ მგზავრობა სასიამოვნო გახდეს
- 09.06.2019
მგზავრობა დამღლელი და რთული პროცესია. ადამიანები სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ იმისთვის, რომ ყოველივე უფრო სასიამოვნო გახდეს. გეტყვით, რომ ფილმებს განსაკუთრებული ძალა აქვთ. მათი საშუალებით თვითმფრინავში დრო ისე გავა, ვერც მიხვდებით. ასე რომ, თუ მორიგ მოგზაურობას გეგმავთ, ეს სტატია თქვენთვისაა, რადგანაც თვითმფრინავში საყურებლად 10 საუკეთესო ფილმი უნდა გირჩიოთ.
1. „თქვენთვის წერილია“/You've Got Mail (1998) - მეგ რაიანისა და ტომ ჰენკსის მონაწილეობით ეს შესანიშნავი მელოდრამა მგზავრობის სიმძიმეს დაგავიწყებთ და სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ.
2. „ყურადღების ცენტრში“/Spotlight (2015) - ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ იბრძვის ადამიანთა ჯგუფი საერთო მიზნის მისაღწევად. ამ ფილმზე ბევრი საუბარი შეიძლება. ის დაგაფიქრებთ და გარდა იმისა, რომ დროს გაიყვანთ, ამავდროულად, შესაძლოა, ცხოვრების შეცვლაც მოგანდომოთ.
3. „პატარძალი პრინცესა“/The Princess Bride (1987) - შესაძლოა, ეს ფილმი უკვე იმდენჯერ გაქვთ ნანახი, რომ ყველა ფრაზა ზეპირად იცით, მაგრამ ეს ის ფილმია, რომელიც, როგორც წესი, არასოდეს ბეზრდებათ.
4. „მუსიკა და ლირიკა“/Music and Lyrics (2007) - ამაღელვებელი სიყვარულის ამბავი და ისტორია ადამიანების განსაკუთრებული კავშირის შესახებ, რომელიც სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ.
5. „ძვირფასო თეთრკანიანებო“/Dear White People (2014) - ეს დამაფიქრებელი ფილმი აბსოლუტურად დაგავიწყებთ მგზავრობის უსიამოვნებას და განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც ფრენის ეშინია.
6. „მატილდა“/Matilda (1996) - ეს არის ფილმი ოჯახზე, მეგობრობაზე და სიყვარულზე, რომელმაც შეუძლებელია დადებითი ემოციებით არ დაგმუხტოთ.
7. „ჩემი დიდი ბერძნული ქორწილი“/My Big Fat Greek Wedding (2002) - ძალიან სასაცილო ფილმი, რომელიც სავსეა სახალისო დიალოგებითა და სცენებით. მისი თანხლებით თვითმფრინავით მგზავრობა მხიარული თავგადასავალი იქნება.
8. „შრეკი“/Shrek (2001) - ეს სათავგადასავლო ანიმაცია მხოლოდ ბავშვებისთვის არაა. მისი ყურება უფროსებსაც მოსწონთ და თუ აქამდე არ გინახავთ, გირჩევთ მომდევნო მგზავრობისას სწორედ შრეკი ჩაირთოთ და გვერწმუნეთ, მგზავრობასთან დაკავშირებული უსიამოვნებები დაგავიწყდებათ.
9. „ტიტანების გახსენება“/Remember the Titans (2000) - კიდევ ერთი ფილმი, სასიამოვნო ფრენისთვის. ზოგიერთი ამ ფილმს სპორტის შესახებ გადაღებულ საუკეთესო სურათადაც მიიჩნევს.
10. „სტივ ჯობსი“/Steve Jobs (2015) - ფილმით ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ, რომელიც შემდეგ შესაძლოა ცხოვრებაში გამოგადგეთ და რაც მთავარია, ფრენის სირთულეს შეგიმსუბუქებთ.
თემები: რჩევები ქალებს, ურთიერთობა, ქალები, რჩევები, ფილმები, მსახიობები, თვითმფრინავი, მგზავრობა
<a href="https://www.glamour.com">https://www.glamour.com</a>