რატომ ხართ კოღოების თავდასხმის ობიექტი? – 5 მთავარი მიზეზი
- 09.06.2019
ზოგიერთი ადამიანი კოღოების განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტია და ამას თავისი მიზეზები აქვს. შესაძლოა, სწორედ თქვენ ხართ ის, ვინც კოღოებს იზიდავს, მაშინ როცა თქვენ გვერდით მყოფს არც კი იმჩნევენ.
ვნახოთ 5 მიზეზი, რის გამო კოღოები ხშირად გკბენენ.
1. მძიმედ სუნთქვა - ჭარბწონიანი ადამიანები და ორსულები ამოისუნთქავენ უფრო მეტ კარბონის დიოქსიდს, რაც კოღოებს იზიდავს.
2. ვარჯიში - კოღოებს უყვართ რძის მჟავა, რომელსაც ოფლი შეიცავს. ვარჯიშის დროს კი ოფლი გამოყოფა. დიდი ალბათობით ასეთ დროს კოღოების თავდასხმის ობიექტი ხდებით.
3. ლუდი - კვლევამ აჩვენა, რომ ლუდის მირთმევის დროს კოღოებს იზიდავთ და მათი თავდასხმის ობიექტი ხდებით.
4. სისხლი - ადამიანები, რომლებსაც I ჯგუფის სისხლი აქვთ უფრო მეტ კოღოებს იზიდავენ.
5. ორსულობა - მალარიის გადამტან კოღოებს ორსულები იზიდავენ, ამიტომაც მათ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ.
თემები: რჩევები, ზაფხული, კოღო
<a href="https://www.businessinsider.com">https://www.businessinsider.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია