LIFE

ჰოლივუდის ექვსი, ყველაზე გავლენიანი ოჯახი

ჰოლივუდის ექვსი, ყველაზე გავლენიანი ოჯახი

ზოგიერთი ადამიანი მარტო აღწევს წარმატებას, ზოგიერთს კი ზურგს გავლენიანი ოჯახი უმაგრებს, რომელსაც წარმატებულ ადამიანებთან მყარი კავშირები აქვს, რაც საქმეს უფრო ამარტივებს, ჰოლივუდში ცხოვრობენ ოჯახები, რომელთა მრავალი თაობა წარმატებული იყო და რომლებმაც დიდი გავლენა მოიპოვეს. სწორედ ასეთ, ჰოლივუდის ყველაზე გავლენიან ოჯახებზე უნდა მოგიყვეთ:

1. კარდაშიან-ჯენერ-ვესტების ოჯახი - შეგვიძლია ყოველგვარი დაეჭვების გარეშე ვთქვათ, რომ ამ ოჯახს უდიდესი გავლენა აქვს საზოგადოებაზე აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ეს ოჯახური კლანი დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. ოჯახის მეგავარსკვლავების სია ძალიან გრძელია - კიმ, ქლოე და კორტნი კარდაშიანები, ქაილი და ქენდალ ჯენერები.

ჰოლივუდის ექვსი, ყველაზე გავლენიანი ოჯახი

მათი მშობლები, კრისი და კეტლინი (ადრე ბრიუსი) 1980-იანი წლების ჰოლივუდში სარგებლობდნენ პოპულარობით და ახლა მათი გავლენა და პოპულარობა კიდევ უფრო გაზრდილია. ამ ოჯახის წევრებს ჰყავთ გავლენიანი რომანტიკული პარტნიორები. უნდა გამოვყოთ კიმ კარდაშიანი, რომლის ქმარიც პოპულარული რეპერი, ქენიე უესტია. წყვილმა ახალი, გავლენიანი, ვესტების დინასტია შექმნა.


2. კოპოლების ოჯახი

კოპოლების ოჯახის წევრები ცნობილები არიან თავიანთი სამსახიობო, სარეჟისორო ნიჭითა და მუსიკის ექსპერტობის შესაძლებლობით. განსაკუთრებით აღსანიშნავია რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა, რომლის მშობლები და ნათესავებიც მუსიკოსები და კომპოზიტორები არიან.

ჰოლივუდის ექვსი, ყველაზე გავლენიანი ოჯახი

ფრენსისის შვილები, ცოლი და ოჯახის სხვა წევრები ცნობილი კინოდოკუმენტალისტები, რეჟისორები და მსახიობები არიან. ფრენსისის ძმას, ავგუსტს, სამი ვაჟი ჰყავს, ერთ-ერთი მათგანი კი, ნიკოლას ქეიჯია. დღევანელ ჰოლივუდში კოპოლების ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კლანია.


3. შინებისა და ესტევეზების ოჯახი


მარტინ შინი ირლანდიური და ესპანური იმიგრანტების ოჯახის 10 შვილიან ოჯახში ერთ-ერთია და მან შეძლო სუპერვარსკვლავი გამხდარიყო. მარტინის ნამდვილი სახელია რამონ ანტონიო ხერარდო ესტევეზი, თუმცა ამ სახელს არ იყენებს, რადგანაც თვლის, რომ მის იმიჯს და კარიერას მარტინ შინი უფრო შეესაბამება და უფრო მარტივად გამოსათქმელ-დასამახსოვრებელია.

ჰოლივუდის ექვსი, ყველაზე გავლენიანი ოჯახი

მარტინის შვილებსაც წარმატებული სამსახიობო კარიერა აქვთ. ზოგიერთი მათგანის გვარი შინია, ზოგმაც კი არჩია, რომ ესტევეზი ყოფილიყო.


4. ოზბორნების ოჯახი

კიდევ ერთი გავლენიანი ოჯახური კლანი ჰოლივუდში. სანამ კარდაშიანების შესახებ რეალითი შოუ მომზადდებოდა, მანამდე რეალითი შოუ სწორედ ამ ოჯახზე გადაიღეს.

ჰოლივუდის ექვსი, ყველაზე გავლენიანი ოჯახი

თავდაპირველად, საზოგადოების ინტერესი პოპულარული როკ-მუსიკოსის, ოზი ოზბორნის მიმართ იყო, თუმცა რეალით შოუში გამოჩნდა, რომ მას ძალიან საინტერესო და ექსცენტრიკული ოჯახი ჰყავს, განსაკუთრებული პოპულარობა კი, კელი ოზბობრნმა მოიპოვა. დღეს ოჯახის ყველა წევრი სუპერპოპულარულია.


5. ჰოუნებისა და ჰადსონების ოჯახი

ჰოუნებისა და ჰადსონების ოჯახური კლანის წარმატების ისტორია 70-იან წლებში, მსახიობმა გოლდი ჰოუნმა დაიწყო. მან მეორე ქმრისგან, მუსიკოს ბილ ჰადსონისგან ორი შვილი გააჩინა, ოლივერ და ქეით ჰადსონები.

ჰოლივუდის ექვსი, ყველაზე გავლენიანი ოჯახი

ქეითს სუპერწარმატებული მსახიობის კარიერა აქვს, ხოლო ოლივერი სატელევიზიო საქმიანობას ეწევა. გოლდის თავისი პარტნიორისგან, კურტ რასელისგან ჰყავს ვაჟი უაიტ რასელი, რომელიც ჰოკეის პროფესიონალი მოთამაშე იყო, თუმცა ჰოკეის თავი დაანება და მანაც სამსახიობო კარიერას მიჰყო ხელი.


6. სმიტებისა და პინკეტების ოჯახი

ჯედა პანკიტსა და უილ სმიტს დაქორწინებამდეც წარმატებული კარიერა ჰქონდათ, თუმცა დაქორწინების შემდეგ მათ ძლიერი და გავლენიანი ოჯახური კლანი შექმნეს.

ჰოლივუდის ექვსი, ყველაზე გავლენიანი ოჯახი

ჯედა პანკიტ სმიტი გარდა მსახიობისა, არის ფსიქოლოგი, ის ადამიანებს საკუთარი რწმენის განმტკიცებასა და მოტივაციის ამაღლებაში ეხმარება. ჯედასა და უილის შვილებს, ჯეიდენს, ვილოუსა და ტრეის წარმატებული მუსიკოსის, მსახიობისა და Dj-ის კარიერა აქვთ.



<a href="https://herbeauty.co">https://herbeauty.co</a>