LIFE

როგორ გავხდეთ ინსტაგრამის ვარსკვლავები

როგორ გავხდეთ ინსტაგრამის ვარსკვლავები

იმის მიუხედავად, რომ საქართველოში სოციალურ ქსელებს შორის ფეისბუქი პირველობას არ თმობს, ინსტაგრამიც ყოველდღიურად აძლიერებს თავის პოზიციებს.

სოციალური ქსელის მთავარი დანიშნულება ადამიანთა ინდივიდუალურობის, შესაძლებლობების, ვიზუალური თუ ინტერესთა სფეროების განსაკუთრებულობის წარმოჩენაა. ჩვენ, ყველანი, იმ სოციალურ სამყაროში, რომელშიც ვარსებობთ, საკუთარ თავებს, მეტად თუ ნაკლებად, სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით წარმოვაჩენთ. ამ აქტივობებს კი ძირითადად, იმიტომ ვახორციელებთ, რომ ამ სამყაროს დახმარებით, ვცდილობთ, გავიცნოთ და დავუმეგობრდეთ ახალ და ჩვენთვის საინტერესო ადამიანებს, რაც, დამეთანხმებით, სირთულეს არ წარმოადგენს.

ფეისბუქსა და ზოგადად, სოციალურ ქსელში მოქცევის რამდენიმე ოქროს წესი უკვე გაგიზიარეთ, თუმცა, არაფერი გვითქვამს უშუალოდ ინსტაგრამსა და იმ მეთოდებზე, რაც საშუალებას გვაძლევს ძალიან ბევრი ”ფოლოუერი” გავიჩინოთ, წარვუდგინოთ უამრავ ადამიანს საკუთარი თავი და გავუზიაროთ მსოფლიოს ჩვენი შთაბეჭდილებები.

გთავაზობთ ინსტაგრამის ვარსკვლავობის რამდენიმე უტყუარ მეთოდს:

1. იყავით თანმიმდევრულები

როგორ გავხდეთ ინსტაგრამის ვარსკვლავები

როცა საქმე სოციალურ ქსელს ეხება, განსაკუთრებით კი ინსტაგრამს, მნიშვნელოვანია იყოთ თანმიმდევრულები, რათა მოიპოვოთ #ინსტაცნობადობა. გასაოცარი არ არის, რომ ადამიანების ყურადღებას იქცევს ისეთი გვერდები, რომლებიც ზომიერად და თანმიმდევრულად აქტიურობენ. არასოდეს ყავს ბევრი დაინტერესებული მხარე ისეთ ადამიანებს, რომლებიც რამდენიმე თვეში ერთხელ პოსტავენ თავიანთ გვერდებზე.

არ დაგავიწყდეთ ერთი ოქროს წესიც - ზომიერება ყველაფერში საჭიროა!

2. გამოხატეთ მხარდაჭერა

როგორ გავხდეთ ინსტაგრამის ვარსკვლავები

იმისთვის, რომ ინსტაგრამზე სხვებისთვის შესამჩნევი გახდეთ, აუცილებელია სხვების მიმართ მხარდაჭერა და ინტერესი გამოხატოთ. გახსოვდეთ, რომ ის, რასაც ან ვისაც მხარდაჭერას უცხადებთ, ნამდვილად უნდა მოგწონდეთ და ერიდეთ პიროვნული სარგებლისთვის ნებისმიერ ქმედებას. გამოხატეთ სხვების მიმართ მხარდაჭერა პოზიტიური კომენტარებით ან მხოლოდ მოწონებით შემოიფარგლეთ.

3. იპოვეთ თქვენი საყვარელი ფილტრი

როგორ გავხდეთ ინსტაგრამის ვარსკვლავები

ყველას გვაქვს ინსტაგრამზე ჩვენი საყვარელი ფილტრი, რომელიც ჩვენი ფოტოების უმრავლესობას მოვარგეთ და ვფიქრობთ, რომ ძალიანაც სწორად. თუ მათ შორის ხართ, ვისაც თავისი საყვარელი ფილტრი ჯერ არ აღმოუჩენია, მაშინ, დაუყონებლივ გააკეთე არჩევანი!

იხალისეთ და გაერთეთ ამით, მოარგეთ საყავრელი ფილტრი სხვადასხვა შინაარსის ფოტოს. როგორც წესი, ფილტრები ჩვენს სიყვარულს თავიანთი კეთილი საქმით მოიპოვებენ ხოლმე, ისინი ხომ იმაზე მშვენიერს წარმოგვაჩენენ, ვიდრე თავად ორიგინალ ფოტოში ვართ!

4. არ ეცადოთ კმაყოფილი დარჩეს ყველა

როგორ გავხდეთ ინსტაგრამის ვარსკვლავები

ერთ-ერთი შეცდომა, რომელსაც ადამიანები ინსტაგრამზე პოპულარობის მოტივით უშვებენ, ყველასგან დადებითი დამოკიდებულების მოპოვების მცდელობაა. თუმცა, კარგად დაფიქრდით, საერთოდ არის თუ არა შესაძლებელი ის, რომ თქვენ ირგვლივ არსებულ ყველა ადამიანს მოსწოდეთ?

რა თქმა უნდა, შეუძლებელია! ამიტომ, ნუ იფიქრებთ ამ საკითხზე და იაქტიურეთ იმდენად, რამდენადაც საჭიროდ თვლით. თუნდაც ამით სხვები შეწუხდნენ!

5. გახადეთ თქვენი გარეგნობა სხვათა ინსპირაციის წყარო

როგორ გავხდეთ ინსტაგრამის ვარსკვლავები

თავდაპირველად, უმნიშვნელოა ის, თუ რამდენად კარგი პროფილი გვაქვს. დროთა განმავლობაში, ამის გამოსწორება შესაძლებელია. მთავარია, მოტივირებულები ვიყოთ, რომ განვათავსოთ ისეთი ფოტოები, რაც სხვების ინსპირაციის წყაროდ იქცევა. ბუნებრივია, ამ მეთოდის გამოყენება დღეში რამდენჯერმე და სულაც ყოველდღიურად, საჭირო არ არის.

6. წარმოაჩინეთ საკუთარი თავი სხვადასხვა კუთხით

როგორ გავხდეთ ინსტაგრამის ვარსკვლავები

ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ ინსტაგრამის ვარსკვლავებად იქცეთ, საკუთარი თავის მრავალი კუთხით წარმოჩენაა. ეს გულისხმობს, როგორც შენს პიროვნებას სხვადასხვა ამპლუაში, ასევე თითქმის ყველა პოპულარული ქსელით სარგებლობასაც. მაგალითად, ფეისბუქი, ტვიტერი, თამბლერი, პინტერესტი, სნეფჩატი და ა.შ. შესაძლოა, ამაში აზრს საერთოდ ვერ ხედავდეთ, მაგრამ ეს დაგეხმარებათ ყველა სოციალური ჯგუფისთვის ცნობილი გახდეთ. ასევე არის შანსი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობდეს სხვადასხვა სოციალური მედიით და საერთო ჯამში ”ფოლოუერთა” დიდ რაოდენობას მიიღებთ.

7. სანამ სელფს ატვირთავთ, დარწმუნდით, რომ ღირს

როგორ გავხდეთ ინსტაგრამის ვარსკვლავები

კარგი სელფი, ინსტაგრამზე პოპულარობის გარანტია. თუმცა, თუ მათი დიდი მოყვარული არ ხართ, არც ამით დაშავდება რამე. ეს მეთოდი ძალიან ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის, ვისაც სელფების გადაღება მოსწონს და ამით სიამოვნებასაც იღებს. სცადეთ გადაიღოთ ისეთი სელფები, რომლებიც არავის დარჩება შეუმჩნეველი! რამდენიმე ჰეშტეგიც და თქვენი ლაიქების რაოდენობაც წარმატებით გაიზრდება!



<a href="http://bit.ly/2jz4Ma6">http://bit.ly</a>