Perris Monte Carlo ექსკლუზიურად "ლუტეციასა" და „არომატეკასგან“ - ძვირფასი სუნამოების ერთობლიობა
- 24.12.2019
Perris Monte Carlo არა უბრალოდ ძვირფასი სუნამოების ერთობლიობაა, არამედ მისი თითოეული არომატი ხელოვნების ნიმუში და სურნელოვანი შემოქმედებაა.
1981 წელს Michele Perris-ის მიერ შექმნილმა საოჯახო ბიზნესმა მალევე დაიკავა მოწინავე ადგილი პარფიუმერულ სამყაროში და ღირსეული კონკურენცია გაუწია მსოფლიოში ცნობილ ნიშ ბრენდებს.
Perris Monte Carlo-ს ბრენდს კრეატიული დირექტორის Gian Luca Perris-ის განსაკუთრებული, ინდივიდუალური ხელწერის გარდა, გამოარჩევს უიშვიათესი, ყველაზე ძვირადღირებული და არასტანდარტული ინგრედიენტები.
„ჩვეულებრივად ვმოგზაურობ და ვაგროვებ ინგრედიენტებს, მოგონებებსა და ემოციებს Perris-ის თითოეული არომატისთვის„ , - გვითხრა Gian Luca Perris-მა საქართველოში სტუმრობისას.
დიახ,Gian Luca Perris თავად მონაწილეობს ყოველი არომატის შექმნაში, მათი დიზაინის შემუშავებასა და ფოტოების გადაღებაშიც კი.
პარფიუმერულ მაღაიზათა ქსელი ლუტეცია და არომატეკა უკვე მეორე წელია საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს Perris Monte Carlo-ს და ანებივრებს მისი ძვირფასი სუნამოებით ჩვენს მომხმარებელს.
თემები: ლუტეცია
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია