დიდი ხნის სურვილი, Origins-ის ბრენდი საქართველოშიც ყოფილიყო წარმოდგენილი, მომხმარებლებს ლუტეციამ აუსრულა.

ეს არის ორგანული ინგრედიენტებისა და 100% ბუნებრივი ეთერზეთებისგან შექმნილი პროდუქცია, რომელიც მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების მიერ საუკეთესოდ იქნა აღიარებული და უამრავი სერთიფიკატით დადასტურებული.

პროდუქცია არ შეიცავს პარაბენებს, ფტალატებს, პროპილენგლიკოლს, მინერალურ ზეთებს, ვაზელინს, პარაფინს, დიეტანოლამინს, პოლიეთილენის ნაწილაკებს და ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს ( გარდა თაფლისა და ფუტკრის ცვილის, რომელიც მიღებულია უსაფრთხო მეთოდით).


ბრენდმა გამოჩენისთანავე მოიპოვა უამრავი მომხმარებლის ნდობა და სიყვარული.


ეს Origins-ია და მას საქართველოში ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ლუტეცია.