SEX

8 მიზეზი იმისა, რატომ უნდა დაიწყო დილა სექსით

8 მიზეზი იმისა, რატომ უნდა დაიწყო დილა სექსით

კარგად გამოძინებული ხარ და წინ დასვენების დღეები გელოდება – ხომ არ ფიქრობ, კარგი იდეა იქნებოდა, დილა სექსით დაგეწყო?

8 მიზეზი იმისა, რატომ უნდა დაიწყო დილა სექსით

8. დიახ, სექსი დღის დაწყების საუკეთესო საშუალებაა. ამბობენ კიდეც – დილას როგორც დაიწყებ, მთელ დღესაც ისე გაატარებო. დადებითი ემოციით გაღვიძება ნამდვილად დაგეხმარება, მომდევნო 24 საათის განმავლობაში კარგი განწყობა შეინარჩუნო. თანაც ცნობილია, რომ დილით სექსით დაკავება ადამიანს ოპტიმისტურ განწყობაზე აყენებს: ამ დროს ორგანიზმი „ჩახუტების ჰორმონს“ – ოქსიტოცინს გამოიმუშავებს, რომელიც პარტნიორის მიმართ სიახლოვის გრძნობას უფრო აღვივებს და თბილი ემოციები მთელი დღის განმავლობაში მიჰყვება. სულ ცოტა, სამსახურისკენ მიმავალ გზას მაინც გაიხალისებ. :)

8 მიზეზი იმისა, რატომ უნდა დაიწყო დილა სექსით

7. სიზარმაცის საპატიო მიზეზი გაქვს: ახალგაღვიძებულ მდგომარეობაში არავის აქვს იმის ენერგია, საწოლში აკრობატული ილეთები აკეთოს, ამიტომაც საკუთარ თავს უფლებას ვაძლევთ, უპირატესობა „ზარმაც“ პოზებს მივანიჭოთ.

8 მიზეზი იმისა, რატომ უნდა დაიწყო დილა სექსით

6. არავინ გაგაკრიტიკებს, ცოტა ხანს ლოგინში თუ იკოტრიალებ და გაღვიძებისთანავე არ წამოხტები.

8 მიზეზი იმისა, რატომ უნდა დაიწყო დილა სექსით

5. თანაც, ხომ შეიძლება, დღის ბოლოს ორივე ისეთი დაღლილები იყოთ, სექსის თავი აღარც გქონდეთ, ამ შემთხვევაში კი – გეგმა შესრულებულად ჩაგეთვლება!

8 მიზეზი იმისა, რატომ უნდა დაიწყო დილა სექსით

4. სამსახურში დაგვიანების შიში ნუ გექნება: უბრალოდ, მაღვიძარას დაპაუზების ნაცვლად, გამოფხიზლდი და ის დრო სექსს მოახმარე, შემდეგ შხაპი პარტნიორთან ერთად მიიღე. საუზმის მირთმევაც გაგიადვილდება – ახალგაღვიძებულზე ჭამა ყველას გვეზარება, სექსის შემდეგ კი ყველაფერს მადიანად გადასანსლავ და სამსახურისკენ მხნედ გაემართები.

8 მიზეზი იმისა, რატომ უნდა დაიწყო დილა სექსით

3. დილის სექსი ჯანმრთელობისთვისაც ძალიან სასარგებლოა: ამ დროს ორგანიზმი ანტისხეულებს გამოიმუშავებს, რომლებიც იმუნიტეტს აძლიერებს და ნაკლები შანსია, გრიპი ან სხვა რომელიმე ინფექცია გადაგედოს.

8 მიზეზი იმისა, რატომ უნდა დაიწყო დილა სექსით

2. სექსი დილით უფრო ხანგრძლივი და ხარისხიანია: მამაკაცის ორგანიზმში ტესტოსტერონის დონე დილით გაცილებით მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ადვილად ახერხებს აღგზნებას, არამედ ამ მდგომარეობას უფრო დიდხანს ინარჩუნებს.

8 მიზეზი იმისა, რატომ უნდა დაიწყო დილა სექსით

1. ბოლოს და ბოლოს, ყველა ასე იქცევა: ცოტა ვაზვიადებთ, მაგრამ გამოკითხული ადამიანების მთელი 34% აცხადებს, რომ სექსით დაკავებას დილის საათებში ამჯობინებს. რატომ უნდა იჯდე სამსახურში დაბღვერილი და მძინარე სახით, როდესაც თანამშრომლების 1/3-ს სახე ბედნიერებისგან უბრწყინავს, რადგან, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ დილის თავგადასავლებს იხსენებს?



<a href="http://www.cosmo.ru/sex-love/sex/8-prichin-pochashche-nachinat-utro-s-seksa/">http://www.cosmo.ru</a>