თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში სოციალურ ქსელს განსაკუთრებული როლი დაეკისრა - ინფორმაციის სწრაფად გაცვლის შესაძლებლობის გარდა, ის იქცა სივრცედ, რომელმაც არაერთი ნიჭიერი, საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრების მქონე, მანამდე ბევრისთვის უცნობი ადამიანები ფართო მასებს გააცნო.

სოციალურ ქსელში, საინტერესო ადამიანების ბიოგრაფია თუ საქმიანობა რომ „ვირუსულად“ ვრცელდება და გავრცელების მასშტაბი, როგორც წესი, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს ხოლმე, ამის თვალსაჩინო მაგალითი ქალთა დღესთან დაკავშირებით, პარფიუმერული ქსელის „ლუტეციას“ მიერ ორგანიზებული კამპანია სახელწოდებით - „გაუზიარე ემოცია“ გახდა.

სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებამ გაიცნო რვა ქალბატონი, რომლებიც პირადი გამოცდილების გათვალისწინებით გვიყვებიან - როგორ უნდა გავუმკლავდეთ ყოველდღიურ გამოწვევებს და საკუთარი საქმიანობით გვაჩვენებენ, როგორ დავანგრიოთ საზოგადოებაში დამკვიდრებული გარკვეული სტერეოტიპები.

სტერეოტიპი, რომ მაგალითად, ქალი არ შეიძლება ერთდროულად იყოს დედაც, პროფესიით დიპლომატიც, პარაშუტისტიც და პილოტიც - დაანგრია აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ნათია მამაიაშვილმა, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის დასრულებისა და საერთაშორისო ურთიერთობებში მიღებული განათლების შემდეგ მიხვდა, რომ ბედნიერებას ვერ იპოვი, თუ პროფესიული განვითარება ბავშვობის ოცნებებს გადაგავიწყებს. ამიტომაც, ერთ დღესაც, კარიბის კუნძულებზე, ძლიერი ქარის დროს, ჯერ პარაშუტით გადმოხტა და მიხვდა, რომ პროფესიით დიპლომატს დიდ ავიაციაშიც შეეძლო საკუთარი ღირსეული ადგილის დამკვიდრება. მან ეს მოახერხა და უკვე 10 წელია აშშ-ში, უმაღლესი დონის პილოტების ჩამონათვალშია.

სტერეოტიპი, რომ თითქოს ქალს არ შეეფერება, ან მისი ფიზიკური მონაცემები ვერ გაუმკლავდება ისეთ რთულ და დამღლელ საქმიანობას, როგორიც ტაქსის მართვაა, დაამსხვრია 63 წლის ელენე მენთეშაშვილმაც - ის უკვე 15 წელია ავტომობილზე დამაგრებული ტაქსის ბანერით მართავს საჭეს და თბილისში მგზავრებს ემსახურება. მისი ყოველდღიური საქმიანობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ცნება - სუსტი სქესი, უბრალოდ, არ არსებობს.

ან, როგორ შეიძლება არ ჩათვალო, რომ „სუსტი სქესი“ მხოლოდ დრომოჭმული ფრაზა და სტერეოტიპია, როდესაც ფეხბურთის მოედანზე ხედავ ახალგაზრდა, მოტივირებულ გოგოს - 13 წლის ასაკში რომ უთხრეს, სქესის გამო ვერასდროს გახდებოდა წარმატებული ფეხბურთელი, თუმცა დღეს უკვე ბელორუსიის ჩემპიონატის გამარჯვებულის სტატუსს ატარებს. ნინო პასიკაშვილმა წარმატებით ითამაშა უკრაინისა და თურქეთის ჩემპიონატებზეც, ამჯერად კი, მეგობრებთან ერთად, ბევრს ვარჯიშობს, რომ ევროპის ჩემპიონატზეც ყველას აჩვენოს მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი.

საკუთარი შესაძლებლობებით უკვე დიდი ხანია ბევრს აოცებს ავტობუსის მძღოლი ანა გიორგაძე. როგორც ის იხსენებს, თავდაპირველად, მგზავრები თვალებში შიშს ვერ მალავდნენ, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის უზარმაზარ საჭესთან მას ხედავდნენ, თუმცა ახლა უკვე ანა ლოტკინზე მცხოვრებთათვის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და მის მიმართ განსაკუთრებულ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ.

სოციალური ქსელი მოიცვა 36 წლის მეღვინე ქალის, ქეთო ნინიძის ცხოვრების სტილმაც, რომელიც ახლა მარტვილში ცხოვრობს და დასავლეთ საქართველოს იშვიათი ჯიშის ღვინოებს აწარმოებს. მასაც აქვს ჯერ კიდევ აუხდენელი ოცნება - კარგად გამოიკვლიოს ღვინის ჯერ კიდევ უცნობი და შეუსწავლელი ჯიშები და ისინი არამხოლოდ საქართველოში, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ღვინის მოყვარულებს გააცნოს.

თავდაპირველად, გარშემომყოფთათვის საკუთარი გეგმების სისწორეში დასარწმუნებულად დიდი ძალისხმევა და ენერგია დახარჯა ახლა უკვე წარმატებულმა ფერმერმა ნინო ზამბახიძემ. საქმიანობის დასაწყისში, მასაც არწმუნებდნენ, რომ ქალს ფერმერთა წრეში საკუთარი ადგილის დამკვიდრება გაუძნელდებოდა, თუმცა ასეთი შეძახილი სულაც არ აღმოჩნდა ნინოსთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი.

ვერც ელენე ლოლაძე შეაფერხა სტერეოტიპულმა ბარიერებმა თუ კლიშეებმა გამხდარიყო წარმატებული ახალგაზრდა კინგბოქსიორი, ისევე როგორც ბაიკერი ნანა მამუკაშვილი ვერ შეაშინა გარემომ და ახლა უფრო გაბედულად მართავს როგორც მოტოციკლეტს, ასევე, სასწრაფო დახმარების ავტომობილსაც.

რვა უნიკალურმა ქალბატონმა, რომელთა ისტორიამ, შესაძლოა, არაერთ მოქალაქეს მეტი მოტივაცია და ძალა შემატა საკუთარი ოცნებების ახდენის გზაზე უფრო გაბედულები იყვნენ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა - სწორედ მოტივაციით, თავდაუზოგავი შრომით, საკუთარი მიზნისკენ სწრაფვითა და საქმის სიყვარულითაა შესაძლებელი დამსახურებული, გრანდიოზული წარმატების მიღწევა და რაც მთავარია, სტერეოტიპებისა თუ კლიშეებისგან თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბება. ამაში კი ნათიას, ელენეს, ნინოს, ანასა თუ მათ მსგავსად სხვა გაბედული ადამიანების როლი - განსაკუთრებულია

იმისთვის კი, რომ ისინი არამხოლოდ გავიცნოთ, ჩვენი ყურადღებით დავაფასოთ კიდეც, პარფიუმერულმა ქსელმა “ლუტეციამ” გადაწყვიტა მომხმარებლებთან ერთად რვავე ქალბატონს 8 მარტი განსაკუთრებული ფორმით მიულოცოს.

კერძოდ, 6-7 მარტს თითოეულ თქვენგანს, შესაძლებლობა გაქვთ, ლუტეციას 3 მაღაზიიდან (პეკინი, სითი მოლი, ისთოფოინთი ) გაუგზავნოთ მათ წერილი და ასე გამოხატოთ თქვენი ემოციები განსაკუთრებული ისტორიის მქონე ამ გაბედული ქალბატონების მიმართ