LIFE

5 ნიშანი იმისა, რომ დროა, სხვა კარიერაზე იფიქრო

5 ნიშანი იმისა, რომ დროა, სხვა კარიერაზე იფიქრო

ხომ არ ფიქრობ, რომ ახალი კარიერის შენების დროა?

ახალი წლის დადგომასთან ერთად, ბევრ რამეს ვაანალიზებთ და ხშირად დიდ ცვლილებებსაც ვგეგმავთ. გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას და 5 მინიშნებას, რომელიც გეუბნება, რომ დროა, ახალ კარიერაზე დაიწყო ფიქრი:

5 ნიშანი იმისა, რომ დროა, სხვა კარიერაზე იფიქრო

5. თუ მიხვდი, რომ წრეზე მოძრაობ: თუ 2016 წელს თვალი გადაავლე და აღმოაჩინე, რომ უამრავი საქმის მიუხედავად, წლის ბოლო და წლის დასაწყისი, ახალი პერსპექტივების მხრივ, დიდად არ განსხვავდება, ვერ განვითარდი და, სავარაუდოდ, იგივე წრეზე წახვალ, დროა, ცვლილებაზე იფიქრო. „მოსაწყენი სტაბილურობა“ მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ განვითარების პერსპექტივას 2017 წლიდან მაინც ხედავ. განიხილე ყველა არსებული გამოწვევა და გადაწყვიტე, რომელი მათგანი გთავაზობს უკეთეს მომავალს!

5 ნიშანი იმისა, რომ დროა, სხვა კარიერაზე იფიქრო

4. თუ კარიერა „ჩვევად“ გექცა: თუ შენი საქმიანობა უინტერესო რუტინას დაემსგავსა და გამიზნულ ნაბიჯებს აღარ დგამ იმისთვის, რაც შენთვის მართლაც მნიშვნელოვანია, გაიხსენე, რა ოცნებები და მიზნები გამოძრავებდა, ამ სამსახურს რომ იწყებდი: ყველაფერი დავიწყებას მიეცა? – მაშინ დროა, სიმამაცე მოიკრიბო და სიახლეზე იფიქრო. ამაში საშიში არაფერია – პროფესიონალები კარიერულ მიმართულებას გამუდმებით იცვლიან. წარმოიდგინე, რისი კეთება გინდა 10 წლის შემდეგ და ახალი წლიდან მასზე მუშაობას შეუდექი.

5 ნიშანი იმისა, რომ დროა, სხვა კარიერაზე იფიქრო

3. თუ ყველაფერმა დაგღალა: ნებისმიერმა შრომისმოყვარე პროფესიონალმა იცის, რას ნიშნავს დაღლა. თუმცა ამ სიტყვას აქვს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ახსნა: შეიძლება გარკვეულ პერიოდში გადაღლილობა და სტრესი იგრძნო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მუშაობა გსიამოვნებდეს და მიიჩნევდე, რომ შენი საქმე ამად ღირს. და თუ გრძნობ, რომ სამსახური არავითარ მოტივაციას აღარ გთავაზობს, გამოიფიტე და ამ ყველაფერმა მართლაც დაგღალა, ეს უკვე სხვა საქმეა. გაიაზრე, მომავალი წლიდან რისი კეთება მოგანიჭებს სიამოვნებას და სამომავლო კარიერაც სწორედ შენს ძლიერ მხარეებზე ააწყვე.

5 ნიშანი იმისა, რომ დროა, სხვა კარიერაზე იფიქრო

2. თუ სამსახურთან კულტურული თანხვედრა არ გაქვს: ორგანიზაციული კულტურა ძალიან ძლიერი სტრუქტურაა, რომელსაც ჩვენზე გავლენის მოხდენა შეუძლია როგორც დადებით, ასევე უარყოფით კონტექსტში. ამ კულტურის შეცვლა და განახლება ორგანიზაციის ლიდერებს ნამდვილად ხელეწიფებათ, თუმცა, თუ ხვდები, რომ ის შენს იდეებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება, გადაწყვიტე, მისი შეცვლა და განვითარება შეგიძლია თუ უმჯობესია, იქაურობას გაეცალო.

ახალი სამსახურის არჩევისას კი მხოლოდ შენი მოვალეობების გარკვევით ნუ შემოიფარგლები: იკითხე, რას აფასებენ იქ ყველაზე მეტად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები და რა სახის შიდა და გარე კომუნიკაციებს ამყარებენ. კვლევებმა დაადასტურა, რომ ადამიანებს კარიერული წარმატების შანსი უფრო მეტად იმ კომპანიებში ეძლევათ, რომლის ორგანიზაციულ კულტურასთანაც მეტი თანხვედრა აქვთ.

5 ნიშანი იმისა, რომ დროა, სხვა კარიერაზე იფიქრო

1. თუ გეუბნებიან, რომ ეს შენი საქმე არ არის: თუ შენთვის კომპეტენტური, ახლობელი და ღირებული ადამიანები აღნიშნავენ, რომ სამსახური არ შეგეფერება, მართლაც ღირს, დაფიქრდე და ყველაფერი აწონ-დაწონო. ჰკითხე, რა გარემოში გხედავენ ყველაზე მეტად და როგორ ფიქრობენ, სად გამოიყენებ ყველაზე უკეთ შენს ძლიერ მხარეებს. შემდეგ იმ სფეროში მოღვაწე ადამიანები გაიცანი და თავიანთი საქმიანობის შესახებ გამოჰკითხე, რადგანაც ფურცელზე გაწერილი სამსახურებრივი მოვალეობები, პრაქტიკისგან განსხვავებით, სულ სხვაგვარად გამოიყურება.

ზოგადად, როდესაც ცვლილებისა და განვითარების პერსპექტივები გესახება, ყოველთვის აქტიურად უნდა იმოქმედო. თანაც იფიქრე არა მხოლოდ იმაზე, სად ხედავ საკუთარ თავს 5 წლის შემდეგ, არამედ იმაზეც, თავად რა ცვლილებების მოტანა შეგიძლია ახალი სამუშაო გარემოსთვის.



<a href="http://www.forbes.com/sites/rebeccanewton/2016/12/16/5-signs-its-time-rethink-your-career-and-how-to-do-it/#7bc2b2995a06">http://www.forbes.com</a>