როგორ გამოიყურება ადრიანა ლიმას 101 წლის ბებია? – “ის ჩემი ცხოვრების და ღიმილის მიზეზია“
- 13.04.2020
ულამაზესი ბრაზილიელი სუპერმომდელი, ადრიანა ლიმა თავის ინტერვიუებში ყოველთვის საუბრობს ხოლმე გენეტიკაზე და მომხიბვლელობასაც გენებს უკავშირებს.
ასევე მოდელს არაერთხელ უთქვამს, რომ აპირებს 150 წელი იცოცხლოს. ამის თქმის საფუძველს კი თავისი ბებია აძლევს, რომელიც დღეს 101 წლის გახდა და თავს შესანიშნავად გრძნობს.
აღსანიშნავია, რომ ლიმა კარანტინის შემდეგ სოციალურ ქსელებში კიდევ უფრო აქტიური გახდა და ხშირად აქვეყნებს პოსტებსა და სთორებს. განსაკუთრებით ის „ინსტაგრამზე“ აქტიურობს, რომლის საშუალებითაც თავის მიმდევრებს გამოცდილებას უზიარებს და თავის მოვლის მეთოდებს ასწავლის.
ამჯერად კი ლიმა 101 წლის ბებიისს შესახებ წერს, მას დაბადების დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ის ამქვეყნად ყველაზე ძლიერი ქალია.
“მინდა, რომ ყველამ მიულოცოთ დაბადების დღე. რამდენი წლის არის? - დღეს 101-ის გახდა. დიახ, მართლა ასეა. ვინ არის ის? - ის ჩემი ბებიაა. მას ჯულია ჰქვია. სწორედ ამიტომ გეუბნებით ხოლმე, რომ 150 წლამდე ვიცოცხლებ და ამაში ეჭვი არ შემაქვს. შეიძლება რაღაც გთხოვოთ? - გთხოვთ, აცნობეთ მთელ მსოფლიოს, რომ დღეს მისი დღეა. ის არის ჩემი არსებობის მიზეზი, ის არის ჩემი ღიმილის მიზეზი...ის ჩემი ცხოვრებაა, შეუდარებელია. ის არის ყველაზე ძლიერი ქალი, ვინც ოდესმე მინახავს...მის სიბრძნესთან ვერავინ მივა. წარმოიდგინეთ, რამხელა გამოცდილება აქვს ცხოვრებაში მიღებული. თუ დაგაინტერესებთ, საიდან მოდის ჩემი სიბრძნე, ახლა უკვე იცით. მიყვარხარ ბებია“, - წერს ადრიანა ლიმა.
თემები: რჩევები
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია