კარანტინის ტრენდი - "ბალიშების გამოწვევა", რომელიც გაზაფხულის მთავარ მოდად იქცა
- 13.04.2020
ალბათ, ვერც ერთი დიზაინერი და ვერც ერთი მოდის სახლის კრეატიული დირექტორი ვერ იფიქრებდა, რომ 2020 წლის გაზაფხულზე მოდაში არა მათ მიერ შემოთავაზებული სამოსი, არამედ უბრალოდ და მარტივად, ბალიშები იქცეოდა.
ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რა არაპროგნოზირებად ეპოქაში ვცხოვრობთ. ახლა მოდას არა დიზაინერები, არამედ არსებული რეალობა ქმნის.
"ბალიშების გამოწვევა", - ასე ჰქვია ახალ ინსტრაგრამულ ტრენდს, რომელმაც ბოლო კვირებია სოციალური ქსელები "ააფეთქა".
ინფლუენსერები, პოპულარული ადამიანები ბალიშითა ქამრით ე.წ. კარანტინის კაბებს ქმნიან და მიმდევრებს მოუწოდებენ, თავადაც სცადონ და უჩვეულო სტილის სამოსი მოირგოთ.
ნახეთ 2020 წლის გაზაფხულის ყველაზე ტრენდული კაბების ფოტოები:
თემები: რჩევები ქალებს, რჩევები, 2020 წელი, 2020 წლის ტენდენციები, 2020 წლის ტრენდი, კარანტინი
<a href="https://fashionmagazine.com/">https://fashionmagazine.com/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია