7 იდეა ვირტუალური პაემნისთვის, რომელიც სოციალური დისტანცირების პერიოდში სიყვარულის განმტკიცებაში დაგეხმარებათ
- 18.04.2020
სოციალური დისტანცირების პერიოდში ბევრი შეყვარებული ერთმანეთს დაშორებულია, ვერ ნახულობს და ურთიერთობაც გამოწვევის წინაშეა. მაგრამ არსებობს მეთოდები, რომლებიც ასეთ პირობებში სასიყვარულო კავშირის გადარჩენაში დაგეხმარებათ და უფრო მეტიც, ურთიერთობა უფრო მტკიცე გახდება.
ვნახოთ 7 იდეა იმისთვის, რომ იზოლაციის პერიოდში დისტანცირებულ საყვარელ ადამიანთან იდეალური ურთიერთობა გქონდეთ.
1. შეგიძლიათ პაემანი და ლამაზი ღამე ვირტუალურად მოაწყოთ
მერე რა რომ კარანტინია. ჩაიცვით კოქტეილის კაბა, გაიკეთეთ მაკიაჟი, ჩართეთ საყვარელი რომანტიკული მუსიკა, აანთეთ სანთლები და ჭიქა შამპანურის თანხლებით დაურეკეთ ვიდეოზარით საყვარელ ადამიანს.
2. გაუცვალეთ ერთმანეთს რაიმე გემრიელი საჭმლის რეცეპტი
კარანტინის პერიოდში ბევრი ადამიანი კულინარიული საქმიანობით არის დაკავებული და საჭმლის მომზადება განტვირთვის, დეპრესიის დამარცხების საუკეთესო საშუალებაა. ამიტომაც, გაუზიარეთ ერთმანეთს რეცეპტები, ხოლო შემდეგ ფოტოების საშუალებით აჩვენეთ თუ რა გამოგიგვიდათ.
3. გაუგზავნეთ სექსუალური შინაარსის შეტყობინებები
იყავით უფრო თამამები. მისწერეთ საყვარელ ადამიანს სექსუალური შინაარსის შეტყობინებები. შეგიძლიათ, ისეთი ფოტოებიც გაუგზავნოთ, სადაც შიშველი სხეული გიჩანთ.
4. ერთად ითამაშეთ ინტერნეტ თამაშები
მეგობრული შეჯიბრებები დადებითად აისახება თქვენს ურთიერთობაზე. გარდა ამისა, უფრო მეტ დროს გაატარებთ საყვარელ ადამიანთან ერთად, მართალია ონლაინ, მაგრამ მაინც. ასეთ სიტუაციაში ესეც ბევრს ნიშნავს.
5. დაიწყეთ ერთი და იგივე წიგნის კითხვა
შემდეგ კი გაუზიარეთ მოსაზრებები ერთმანეთს. მოაწყვეთ ონლაინ განხილვა. ეს ინტელექტის ამაღლებაშიც დაგეხმარებათ და საყვარელ ადამიანთანაც უფრო მეტად დაკავშირებთ.
6. მოუსმინეთ მუსიკას ერთად
ერთ-ერთი საუკეთესო გზაა მტკიცე კავშირის ჩაოსაყალიბებლად. შექმენით მუსიკალური „ფლეილისთი“, დაუკავშირდით ერთმანეთს ვიდეოზარით და ერთად მოუსმინეთ სიმღერებს.
7. დაიწყეთ ერთად რაიმე ახლის შესწავლა
მაგალითად, შეგიძლიათ ონლაინ დაიწყოთ რომელიმე უცხო ენის სწავლა და ეს საქმე ერთად გააკეთოთ. გარდა იმისა, რომ სწავლის პროცესი სახალისო იქნება და უფრო მარტივად ისწავლით, ამავდროულად, უფრო გაგიმტკიცდებათ ურთიერთობა.
თემები: რჩევები
<a href="https://www.cosmopolitan.com/">https://www.cosmopolitan.com/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია