LIFE

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

იცით, თურმე რა გრძნობები ერევათ ადამიანებს „დისნეის“ ფილმების ნახვისას? - ნოსტალგია, ბავშვური გაოცება, სიამოვნება... ემოციური ტექსტები, რომლებიც ფილმებს ახლავს, ამ ჩაკეტილობისას საოცარ ხასიათზე დაგაყენებთ. 

ჩაერთეთ პრინცის ძიებაში, დაარღვიეთ უძველესი წესები, დათანხმდით ჯადოქრობის შესწავლას და უბრალოდ გაერთეთ „დისნეის“ ფილმებთან ერთად. 

45. „იმპერატორის თავგადასავლები“ - იმპერატორი კუსკო ძლაიან დაკავებული ადამიანია და წყლის პარკის ასაშენებლად აპირებს, რომ ერთ-ერთი სოფელი დაანგრიოს. როგორ განვითარდება მოვლენები, ანიმაციაში ნახავთ. 

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

44. „ჰერკულესი“ - საოცარი ანიმაცია გმირ „ჰერკულესზე“, რომელიც გაჯერებულია 90-იანი წლების ჰიტებით.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

43. „მიუზიკლი საშუალო სკოლაში“ - სერიალი სკოლის მოსწავლეებზე, რომლებმაც საშუალო სკოლაზე მუსიკალური ფილმები გადაიღეს და ფრენჩაიზის საფუძველზე შექმნეს მუსიკალური წარმოდგენა.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

42. „პრინცესას დღიურები“ - 15 წლის მია სან-ფრანცისკოში ჩვეულებრივი ამერიკული ცხოვრებით ცხოვრობს. მამის გარდაცვალების შემდეგ გოგონა შეიტყობს, რომ მისი მამა ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის პრინცი იყო, ის კი სამეფო ტახტის ერთადერთი მემკვიდრეა. ახლა მია ნამდვილი პრინცესა უნდა გახდეს, ისწავლოს ეტიკეტი და სამეფო მანერები.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

41. „რატატუი“ - პარიზის ერთ-ერთ მშვენიერ რესტორანში ახალგაზრდა და შეუპოვარი ვირთხა სახელად რემი ცხოვრობს. მისი ოცნება რომ გახდეს მზარეული ოჯახის სურვილებთან შეუსაბამობაში მოდის. 

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

40. მანქანები - ფილმის გმირია მრბოლელი მანქანა მაქქუინი, ზედმეტსახელად "ელვა". ერთ-ერთი რალის დროს ის შეცდომით რბოლას ეთიშება და დაკარგულ სოფელში გადადის. სადაც ახალ მეგობრებს იძენს.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

39. განძი - სტენლი იელნაცი ეჭვმიტანილია წვრილმან ქურდობაში, რომელიც არ ჩაუდენია, აღმოჩნდა ძნელადაღსაზრდელი მოზარდების ბანაკში. დასჯის სახით კი ბანაკის ზედამხედველი დამნაშავეებს აიძულებს ყოველდღიურად უდაბნოში ორმოების თხრას. 

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

38. „ძმა დათვი“ - ინდიელების ტომის ბელადის შვილებს, უნდათ შური იძიონ დათვზე, რომელთან ბრძოლაშიც მათი მამა დაიღუპა. 

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

37. შეხვედრა რობინსონებთან - ამ ანიმაციურ სათავგადასავლო ფილმში, ბრწყინვალე ბავშვი, გამომგონებელი ლუისი, შექმნის მეხსიერების სკანერს, რათა დაიბრუნოს მისი ყველაზე ადრინდელი მოგონებები და გაარკვიოს, თუ რატომ გააშვილა იგი საკუთარმა დედამ.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

36. დიდი გმირი 6 - ჰირო, სან ფრანცისკოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ახალი ვუნდერკინდია, რომელიც საშიში აკადემიური გამოწვევებისა და სოციალური გამოცდის წინაშე დგება კამპუსში, სადც იგი ერთი ერთი ჩვეულებრივი სტუდენტია.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

 35. მულანი - 450 წელი ჩვენს ერამდე, ჩინეთი. ჰუა მულანი - ქალის სახელია რომელმაც მოახერხა და მამაკაცურ ჯარში დაიწყო მსახურება.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

34. უოლი - ისტორია ადამიანებისგან დიდი ხნის წინ მიტოვებულ უკანასკნელ რობოტზე, რომელიც ცდილობს, რომ დედამიწა დაასუფთავოს. 

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

33. ფიფქია და შვიდი ჯუჯა - უსახლკაროდ დარჩენილი ულამაზესი ფიფქია ტყეში ჯუჯების სახლშს შეაფარებს თავს, რადგან ბოროტ დედოფალს ემალება. დედოფალს ეჭვიანობა ტანჯავს, მას უნდა რომ "მსოფლიოში ყველაზე ლამაზი" თვითონ იყოს, ფიფქიას სილამაზე კი მისას ჩრდილავს.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

32. ძვირფასო, ბავშვები დავაპატარავე - ნოვატორი პროფესორის სალინსკის უახლესი გამოგონება - ელექტრომაგნიტური მანქანაა, რომელსაც შეუძლია საგნების დაპატარავება. როდესაც ეს საოცრება ამუშავდა, თავგადასავლებიც მაშინ დაიწყო...

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

31. სათამაშოების ისტორიები - ვუდიმ მუდამ იცოდა რა ადგილი ეჭირა სამყაროში. იცოდა, რომ მისი პრიორიტეტი ბავშვების მოვლა იყო, ენდი იქნებოდა თუ ბონი. 

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

30. მაღლა - 78 წლის მოხუცი კარლი, რომელიც მთელი ცხოვრება მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობდა, 8 წლის რასელთან ერთად თავგადასავლებით სავსე, საოცარ მოგზაურობაში გაემგზავრება.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

29. პრინცესა და ბაყაყი - ნეუ ორლეანი, მეოცე საუკუნის დასაწყისი, ჯაზის აღმოცენების ხანა. ახალგაზრდა შარლოტა ოცნებობს ფულის შეგროვებაზე და საკუთარი რესტორნის გახსნაზე. ერთხელაც მას ბაყაყად ქცეული, ბოროტი ჯადოქრის მიერ მოჯადოებული, პრინცი აკოცებს.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

28. რობინ ჰუდი - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შერვუდის ტყეში. იქ ხომ კეთილი რობი და მისი მეგობარი დათუნია გელოდებათ. 

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

27. მერი პოპინსი - ბენკსების ოჯახი ეძებს ძიძას მათი შვილებისათვის. და როგორც ზღაპარში, ის ჰაერიდან ჩნდება, ლამაზი და კეთილი. საუკეთსო არჩევანი მოსიყვარულე მშობლებისათვის.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

26. ნემოს ძიებაში - უმშვენიერესი ტროპიკული ზღვის სტიქიის შორის,დიდ რიფთან, განმარტოვებულად თავის შვილთან ნემოსთან ერთად ცხოვრობს მერილინი ულამაზესი ზღვის ბინადარი. ნემო გამოირჩევა ცნობისმოყვარეობით , მას უნდა რაც შეიძლება მეტი გაიგოს ოკეანეზე. ბედის ირონიით ნემო სახლიდან შორს აღმოჩნდება და კინაღამ თევზი-ტანკის სადილი გახდება.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

25. კოკო - მთავარი გმირი მიგელი პატარა მექსიკურ სოფელში მეწაღის ოჯახში ცხოვრობს. მას მოსწონს მისი ოჯახის საქმიანობა, მაგრამ მუსიკოსობაზე ოცნებობს. მის ოჯახში კი მუსიკა წყევლად ითვლება, რადგან მისმა წინაპარმა ოცნების ასასრულებლად ცოლი მიატოვა.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

24. ალადინი - ალადინი უსახლკარო ობოლია, რომელიც გამოგონილ სურვილის ქალაქში ცხოვრობს. მისი ცხოვრება იცვლება, როდესაც ჟასმინი მას ჯადოსნურ სანათს აძლევს, რომელშიც ყოვლისშემძლე ჯინი ცხოვრობს.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

23. პატარა ქალთევზა - მოხუცი ქალი შვილიშვილებს ზღაპარს უამბობს, მაგრამ ბავშვებს ბებიას ნაამბობის არ სჯერათ. ბებია გადაწყვეტს მათ რეალური ისტორია მოუყვეს პატარა ქალთევზაზე, რომლის ნაწილიც თავადაც იყო.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

22. სუპეროჯახი - სუპერგმირების ოჯახის ისტორია, რომლის წევრებიც უკვე მოშორდნენ დიდ საქმეებს და ურჩევნიათ წყნარი ჩვეულებრივი დედამიწელების ცხოვრებით ცხოვრება. წარსულში ყველა მათგანი ზებუნებრივი ნიჭით იყო დაჯილდოვებული და არც ისე ცუდათ უმკლავდებოდნენ მსოფლიო ბოროტებას. 

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

21. მონსტრების კორპორაცია - საშინელი საზიზღარი არსებები: ბეწვიანი მხეცები, უზარმაზარი ხოჭოები, წეპოვანი ურჩხულები - ისინი მართლა არსებობენ, მათ მონსტრები ჰქვიათ.ის რაც მათ სჭირდებათ - ბავშვების შეშინებაა, იმიტომ რომ ბავშვების კივილისგან ისინი ელექტროენერგიას ღებულობენ. 

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

20. მოჯადოვებული - ახალგაზრდა გოგონას მულტიპლიკაციური სამყაროდან შეუყვარდება მშვენიერი პრინცი, რითაც ძალიან გააბრაზა მისი დედინაცვალი. შავი მაგიის დახმარებით დედოფალი გააგზავნის სამყაროში ერთადერთ ადგილას, სადაც არ არსებობს სიყვარული.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

19. მოანა - მოქმედება ხდება 200 წლის წინ. ბელადის 14 წლის ქალიშვილი მიემგზავრება ოკეანის გადასაცურად, რათა იპოვოს მისი ოჯახი. იგი ამ მოგზაურობასი მის გმირთან ნახევრადღმერთ მაუისთან ერთად მიდის. მათ ოკეანეში საინტერესო ისტორიები და წყლის ცხოველები ელიან.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

18. თავდაყირა - რაილი 11 წლის გოგონაა, რომელსაც მართავს ხუთი ემოცია: სიხარული, შიში, რისხვა, მწუხარება და ზიზღი, მაგრამ როდესაც ის ტოვებს მშობლიურ ქალაქს და საცხოვრებლად სან-ფრანცისკოში გადადის, ეს ხუთი ემოცია ცალ-ცალკე იწყებს მის დახმარებას, რათა რაილი ადვილად შეეგუოს ახალ ქალაქში ცხოვრებას.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

17. ურჩხული და მზეთუნახავი - უღრან ტყეში მდებარე მოჯადოებული ციხესიმაგრის პატრონი საშინელი ურჩხულია. მისი ყველას ეშინია და ყველას სძულს. მხოლოდ ყველაზე ლამაზ გოგონას სახელად ბელს შეუძლია მისი საიდუმლოს ამოცნობა და გადარჩენა.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

16. ლილო და სტიჩი - ლილო – ეს პატარა გოგონაა, რომელიც ჰავაის კუნძულებზე ცხოვრობს. ის ობოლია და ცხოვრობს თავის უფროს დასთან ნანისთან ერთად. ლილოს უყვარს ცხოველები, მაგრამ ყველაზე ძალიან ის დაუმეგობრდა ძაღლს სახელად სტიჩი, რომელიც სინამდვილეში არაა ძაღლი, არამედ – შენიღბული უცხოპლანეტელია. 

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

15. დუმბო - დუმბო პატარა სპილოა, რომელიც დიდი ყურებით დაიბადა, რის გამოც თავდაუჯერებელია. მაგრმ მისი პატარა მეგობრის - თაგვი ტიმოტის დახმარებით იგი შეძლებს ყველანაერი სირთულეების გადალახვას.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

14. რაპუნცელი - მომხიბლველი ბანდიტი ფლინი მოგზაურობს. იგი ლამაზია, უყვარს ბევრი ლაპარაკი და იღბლიანიცაა. ერთხელაც იგი უღრან ტყეში ღამის გასათენებლად ადის მაღალ კოშკზე. ფლინს ლამაზი რაპუნცელი კოჭავს. მას 21 მეტრიანი ოქროსფერი თმა აქვს. რაპუნცელი კოშკშია ჩაკეტილი.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

13. პიტერ პენი - არის ბიჭი, რომელიც არ ბერდება და ცხოვრობს "ნევერლენდში", სხვა ბავშვებთან ერთად. ფერია "წინკი" - ვენდის, ჯონს და მაიკლ დარლინგებს, ფრენის შესაძლებლობას ანიჭებს. ისინი "ნევერლენდში" მიფრინავენ, სადაც კაპიტან "კაუჭას" შეებრძოლებიან.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

12. კარიბის ზღვის მეკობრეები - ქარიზმატიული ავანტიურისტის ცხოვრება, კაპიტან ჯეკ ბეღურასი, რომელიც სავსეა წარმტაცი თავგადასავლებით, მოულოდნელად იცვლება, როდესაც მის მოსისხლე მტერი – კაპიტან ბარბოსი – ჯეკის გემს შავ მარგალიტს გაიტაცებს.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

11. გაყინული - ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი, უშიშარი და ოპტიმისტი ანა, შეუერთდება კრისტოფის გუნდს ეპიკურ მოგზაურობაში წასასვლელად. ისინი მთებისკენ გაემგზავრებიან, ანას დის, ელზას საპოვნელად, რომელიც მარადიული ზამთრის სამეფოშია დატყვევებული.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

10. მახე მშობლებისთვის - ჰოლი პარკერი ცხოვრობს მზიან კალიფორნიაში ყველაზე შესანიშნავ მამასთან ერთად მთელ ქვეყანაზე, მისი თანატოლი ენი ჯეიმსი კი – ლონდონში მშვენიერ მოსიყვარულე დედასთან. პირველი ოცნებობს დედაზე, რომლის გარეშეც მას ძალიან უჭირს, მეორე კი ოცნებობს მამა ყავდეს. 

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

9. მამაცი - ოდითგანვე მითებითა და ლეგენდებით გარემოცულია შოტლანდიის ულამაზესი მთები. ფილმის მთავარ გმირს მერიდეს მოუწევს დამოუკიდებლად აირჩიოს ცხოვრებისეული გზა. ერთხელაც ის უარს ამბობს მისდიოს ძველ ტრადიციებს და უპირისპირდება ძლიერ შოტლანდიურ კლანებსა და მათ მეთაურებს.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

8. 101 დალმატინელი - როდესაც დალმატინელის ლეკვებს კრუელა დე ვილი იპარავს, მათი მშობლები ყველა ძალას ხმარობენ შვილების გადასარჩენად.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

7. ფოკუს-პოკუსი - ლეგენდის მიხედვით თუ ჰელოუნის ღამეს დები სანდერსონების სახლში უმანკო გოგონა აანთებს სანთელს, ალქაჯები გაიღვიძებენ და ქალაქში ყველა ბავშვს გადასანსლავენ.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

6. ლედი და მაწანწალა - ნაზი კოკერ სპანიელის - ლედისა და ქუჩის მეტისის - მაწანწალას სიყვარულის ისტორია. მას შემდეგ, რაც პატრონებს ბავშვი გაუჩნდებათ, ლედი ქუჩაში აღმოჩნდება და ძაღლების ბრბოსგან მაწანწალა გამოიხსნის. შემდეგ კი ცდილობს, ლედი დაარწმუნოს, რომ საყელურისგან თავისუფალი ცხოვრება აირჩიოს.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

5. პოკაჰონტასი - მთავარი გმირი – ჯონ სმიტი გემით ევროპიდან მიემგზავრება. კაპიტნის განცხადებით, ეკიპაჟი ბედნიერებასთან, წარმატებასთან და დიდებასთან შესახვედრად მიემგზავრება. თავად კაპიტანი მზადაა ოქრო მოიპოვოს. ამერიკაში კი ინდიელები ცხოვრობენ და ზღაპარიც პრინცესა პოკაჰონტასზე მოგვითხრობს.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

4. გუფის ფილმი - გუფი არის მიკი მაუსისა და დონალდ დაკის დიდი მეგობარი და დისნეის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟი. იგი არის მოუქნელი და სულელი, მაგრამ დრო და დრო - ინტუიციური და ჭკვიანი, თუმცა, კვლავაც ექსცენტრიული.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

3. ბემბი - ერთ მშვენიერ დილას, გაზაფხულის მზით გამთბარ მინდორზე პატარა ირემი იბადება. მის სანახავად ტყის ყველა ბინადარი მოდის. პატარას ბემბის არქმევენ.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

2. მეფე ლომი - მამის მკვლელობის შემდეგ, ახალგაზრდა ლომი პრინცი მიდის თავის სამეფოში მხოლოდ იმისთვის, რომ გაიგოს პასუხისმგებლობისა და სიმამაცის ნამდვილი მნიშვნელობა.

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“

1. კონკია - უმშვენიერესი მულტიპლიკაციური ვერსია ცნობილი ზღაპრის. გოგონას დედა ადრე გარდაეცვლება და მამა სახლში ბოროტ დედინაცვალს მოუყვანს. გოგონას გერები ცუდ დღეში აგდებდნენ, სახლში ყველა რთულ სამუშაოს მას ავალებენ, თუმცა ყველაფრის მიუხედავად გოგონა მუდამ ლაღი და მხიარულია, საქმის შესრულებაში კი მას პატარა მეგობარი თაგუნიები - გასუ და ჟაკუ ეხმარებიან. 

ყველა დროის 45 საუკეთესო ფილმი - ნოსტალგია და ბავშვური გაოცება „დისნეისგან“