ასეთ უჩვეულო დღეებში, ფილმების ყურება რეალობის დავიწყების და განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რა ფილმებს აირჩევ. თუ არასწორ არჩევანს გააკეთებ, შეიძლება ზედმეტად დაისტრესო. ეს კი არავის უნდა. ამიტომ გთავაზობთ ფილმებს, რომელთა ყურებაც განსაკუთრებით სასიამოვნოა. გპირდებით, კარგი განწყობა მთელ დღეს გაგყვებათ:
1. ტოსკანის მზის ქვეშ
ახლა მოგზაურობაზე ოცნებასაც ვერავინ ბედავს. ამიტომ არაფერი სჯობს კარგი ფილმის ყურებას და მთავარ გმირთან ერთად, საოცარ თავგადასავალში მონაწილეობას. თანაც, ყველასთვის საყვარელ იტალიაში.
2. შვებულება
მართალია ახლა არც ზამთარია და არც შობის დღესასწაული, თუმცა ეს ფილმი ნამდვილად გაცინებთ და სტრესს მოგიხსნით.
3. შენი სახელი დამიძახე
რეალობისგან გაქცევის კიდევ ერთი იდეალური საშუალება. 1980-იანი წლების იტალია, შესანიშნავი მუსიკა და არაჩვეულებრივი კადრები, ეს ყველაფერია, რისი ნახვაც ახლა გსურთ.
4. ქალის პორტრეტი ცეცხლზე
ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ფილმია ისტორიაში, რომლის თითოეული კადრი რენესანსის ნახატს მოგაგონებთ.
5. მარტივი სირთულეები
კინოს ნამდვილი დედოფალი, მერილ სტრიპი დაგეხმარებათ ამ რთული დროის გადატანაში. ამ ფილმის ნახვას არასოდეს ინანებთ!
თემები: ვარსკვლავები
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია