ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელიც Disney-ის ანიმაციების ყურებით დაიღლება. ბოლო წლებში კომპანია ფილმებში აცოცხლებს ყველასთვის საყვარელი ანიმაციის პერსონაჟებს. წინა წლებში უკვე გამოუშვა ისეთი ფილმები, როგორებიცაა: კონკია, მეფე ლომი და სხვა. ვნახოთ, რომელი პერსონაჟების გაცოცხლებას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში.
1. მულანი
ჯერ კიდევ 2016 წელს დაანონსდა ფილმ „მულანის“ გადაღება. ფილმის პრემიერა 2020 წლის 27 მარტს იგეგმებოდა, თუმცა COVID-19 პანდემიის გამო, წლის ბოლოსთვის გადაიდო.
2. კრუელა
გახსოვთ 101 დალმატინელი, რომელთაც კრუელა დე ვილი იპარავს? დარწმუნებული ვარ, რომ გახსოვთ და გიყვართ ეს სიკეთით აღსავსე ანიმაცია. მაშინ მოემზადეთ, „კრუელა“ 2021 წლის 28 მაისს გამოვა ეკრანებზე. თუმცა ეს ფილმი არ იქნება ანიმაციის ასლი, ამჯერად ემა სტოუნი კრუელა დე ვილის თანამედროვე სახეს შემოგვთავაზებს.
3. ვენდი
პიტერ პენისა და ვენდის ისტორია, უკვე კლასიკადაა ქცეული. Disney ამჯერად ახალ სცენარს წარმოგვიდგენს. ვენდი მისტიკურ კუნძულზე ხვდება, სადაც დრო და სიბერე არ არსებობს. მან უნდა გადაარჩინოს ოჯახი, საკუთარი თავისუფლება და ახალ გამოწვევებს გაუმკალვდეს. ფილმის გადაღებები 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პრემიერა 2021 წელსაა დაგეგმილი.
თემები: ფილმები, დისნეი, მსახიობები, ჰოლივუდი, ვარსკვლავები