LIFE

რა უნდა გავაკეთო 30 წლამდე? - 9 რჩევა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს

რა უნდა გავაკეთო 30 წლამდე? - 9 რჩევა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს

ნამდვილი ცხოვრება 30 წლის შემდეგ იწყება. მაშინ, როდესაც საბოლოოდ აიმაღლებ ცნობიერებას, მოიპოვებ დამოუკიდებლობას და აღმოაჩენ საკუთარ ჭეშმარიტ მისწრაფებებსა თუ სურვილებს. თუმცა იმისთვის, რომ ოცნებები აიხდინო და ყველა სფეროში მაქსიმალურ წარმატებას მიაღწიო, უნდა გაითვალისწინო რამდენიმე რჩევა.

იპოვე საქმე, რომელიც მოგწონს

რა უნდა გავაკეთო 30 წლამდე? - 9 რჩევა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ადამიანები ხშირად იცვლიან სამსახურებს, ოფისებს, ხელფასებსა და პროფესიებს. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 30 წლისთვის იპოვო საქმე, რომელიც მოგწონს და სიამოვნებას განიჭებს. ასეთ სამსახურში ადამიანი გამუდმებით ისწრაფვის განვითარებისა და კარიერული ზრდისკენ.

გაიგე ვინ არიან შენი ნამდვილი მეგობრები

რა უნდა გავაკეთო 30 წლამდე? - 9 რჩევა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს

როდესაც ახალგაზრდა ხარ, შენს ირგვლივ უამრავი ადამიანი ტრიალებს და ადვილად იძენ ახალ კონტაქტებს. ძალიან ხშირად კი, შეცდომით ფიქრობ, რომ ისინი, ყველანი შენი მეგობრები არიან. თუმცა რაღაც დროის შემდეგ, ახალი ადამიანები ქრებიან და მხოლოდ ნამდვილი მეგობრები რჩებიან. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც შენს გვერდით იქნებიან როდესაც თავს ცუდად იგრძნობ და გულწრფელად გაიზიარებენ შენს წარმატებასაც. დააფასე ის ადამიანები, ვინც წარმატებით გაუძლო დროის გამოცდას და არ ემეგობრო ყველას, ვინც შენს გარშემო ტრიალებს.

შეწყვიტე საკუთარი პირადი ცხოვრების დეტალების გაზიარება

რა უნდა გავაკეთო 30 წლამდე? - 9 რჩევა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს

ყოველთვის გახსოვდეს, რომ თუ გინდა პირადი ურთიერთობა მყარი იყოს, არასოდეს მოუყვე სხვებს შენი და შენი პარტნიორის ცხოვრების დეტალები. თუ ძალიან გინდა საკუთარი წუხილი გააზიარო, მაშინ ფსიქოთერაპევტთან დაგეგმე ვიზიტი. ამ საქმის პროფესიონალი ყურადღებით მოგისმენს და დაგეხმარება გაანალიზო როგორც შენი, ასევე შენი პარტნიორის ქმედებები. ეს საშუალებას მოგცემს არ აღიქვა საკუთარი თავი მსხვერპლის პოზიციაში, თუმცა ამასთან, დაინახო შენი სუსტი მხარეები. ამგვარად აუცლებლად იპოვი გზას, გამოხვიდე არსებული კრიზისული სიტუაციიდან.

დაზოგე დრო და ფული შვებულებისთვის

რა უნდა გავაკეთო 30 წლამდე? - 9 რჩევა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს

დასვენების ნაკლებობა იწვევს მორალურ თუ ფიზიკურ გამოფიტვას და ამცირებს ადამიანის ეფექტიანობის ზოგად დონეს. ამიტომ უკეთესია ფული კარგი შვებულებისთვის დაზოგო და არა უახლესი მობილური ტელეფონისთვის. სრულფასოვანი დასვენება საშუალებას მოგცემს განიტვირთო და მომავალში, უფრო მეტი გააკეთო. წესად აქციე, რომ ხელფასის 20% მომავალი შვებულებისთვის გადაინახო.

აიღე მართვის მოწმობა

რა უნდა გავაკეთო 30 წლამდე? - 9 რჩევა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს

როგორც კი მართვის მოწმობას აიღებ, მომენტალურად დაიწყებ ფიქრს იყიდო მანქანა, რაც გრძელვადიან პერიოდში, შენს შემოსავალს გაზრდის. უფრო ადვილია გადაადგილება, როდესაც მართვის მოწმობა გაქვს. თუ მანქანას არ შეიძენ, ყოველთვის შეგიძლია დაიქირაო მანქანა და მოგზაურობიდან მაქსიმალური მიიღო.

გადადი მშობლების სახლიდან

რა უნდა გავაკეთო 30 წლამდე? - 9 რჩევა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს

მშობლებთან ცხოვრება ძალიან მოსახერხებელია - სახლი ყოველთვის სუფთაა და საჭმელი ყოველთვის გამზადებული. თუმცა ადრე თუ გვიან, უნდა მიიღო გადაწყვეტილება და დატოვო მშობლების სახლი. უმჯობესია თუ ამას 30 წლამდე გადაწყვეტ. ეს დაგეხმარება ისწავლო საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვა და გაიგო ისეთი ხარჯების შესახებ, რომლებზეც დიდი ალბათობით წარმოდგენა არ გქოდა. იქნება ეს კომუნალური გადასახადები თუ სარეცხი სითხეები.

იპოვე შენი სტილი

რა უნდა გავაკეთო 30 წლამდე? - 9 რჩევა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს

ზრდასრულ ადამიანს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური სტილი, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობს. როგორც კი ინდივიდუალურ სტილს აღმოაჩენ სამუდამოდ დაივიწყებ ისეთ შეკითხვას, როგორიცაა „რა ჩავიცვა?“. ეს იმიტომ, რომ უკვე გეცოდინება რა ჩაიცვა, რათა საკუთარი ხასიათი და უნიკალურობა გამოკვეთო. უფრო მეტიც, საკუთარი სტილის ცოდნა დაგეხმარება ადვილად შეარჩიო ახალი ტანსაცმელი, რომელიც შენს გარდერობს მოუხდება. დაიმახსოვრე, რომ პირველ შთაბეჭდილებას ვიზუალი განსაზღვრავს.

იკითხე კლასიკური ლიტერატურა

რა უნდა გავაკეთო 30 წლამდე? - 9 რჩევა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს

ჩვენ სკოლაში გვასწავლიან კლასიკურ ლიტერატურას, ამიტომ ვერ ვაანალიზებთ ამ ისტორიების რეალურ სიღრმეს. აუცილებელია არ დავიზაროთ და კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ ცნობილი კლასიკური ნაწარმოებები. დარწმუნებული იყავით, ამჯერად ამბავს სხვა პერსპექტივიდან დაინახავთ - შენიშნავთ დეტალებს, დამალულ მინიშნებებს და მის კავშირს, დღევანდელ რეალობასთან. უფრო მეტიც, აიმაღლებ კულტურულ ცნობიერებსა და სამეტყველო ენას მრავალფეროვნებას შემატებ.

შეეცადე კარგად გამოიყურებოდე

რა უნდა გავაკეთო 30 წლამდე? - 9 რჩევა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს

ახალგაზრდა ასაკში ფიზიკური აქტივობების გარეშე ცხოვრება პრობლემას არ წარმოადგენს. არც ღამით მავნე საკვები იქონიებს სხეულზე გავლენას. თუმცა დროსთან ერთად ნელდება მეტაბოლიზმი და სუსტდება კუნთების ტონუსი. თუ არ გსურს 50 წლისთვის თავისუფალ დროს სკამზე ატარებდე, მაშინ ფიზიკური აქტივობებით უნდა დაკავდე. კვირის განრიგი აუცილებლად უნდა მოიცავდეს ისეთ სპორტულ აქტივობებს, რომლებიც ჯანმრთელობისა და კარგი ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარება.