„ჰოლივუდის ნათლიმამა“ 80 წლის გახდა - 15 უცნობი ფაქტი ალ პაჩინოზე
- 27.04.2020
25 აპრილს „ჰოლივუდის ნათლიმამას“ 80 წელი შეუსრულდა. ლეგენდარულმა მსახიობმა თავისი საეკრანო როლებით კინოში ერთგვარი ეპოქა შექმნა. ის ყველა ასაკში იპყრობდა ქალების გულებს, თუმცა ოფიციალურად დაქორწინებული არასოდეს ყოფილა. მსახიობმა თავისი როლებით დაამტკიცა, რომ მამაკაცს, იმისთვის, რომ მამაკაცი იყოს, სულაც არ სჭირდება ცისფერი თვალები, 1,99 მ სიმაღლე და შვარცენეგერის აღნაგობა. მამაკაცის ძალა სულ სხვა რამეშია...
წარმოგიდგენთ უცნობ ფაქტებს ალ პაჩინოს შესახებ
1. ალ პაჩინო ბრონქსში გაიზარდა და მისი ერთადერთი გართობა დედასთან ერთად კინოთეატრში წასვლა იყო. კინოდან დაბრუნებული ბებიას ეუბნებოდა, რომ ერთ დღეს თავადაც დიდი მსახიობი გახდებოდა.
2. მსახიობობამდე სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოსტალიონად, კურიერად, გაზეთების გამყიდვლად, ავეჯის გადამზიდავად და „კარნეგი ჰოლში” კონტროლიორად.
3. „ნათლიმამა"-ს სინჯების დროს მას არაერთხელ უთხრა უარი სტუდიის ხელმძღვანელობამ, მას „ცეროდენა პაჩინოსაც" კი უწოდებდნენ, მაგრამ ფრენსის ფორდ კოპოლამ იბრძოლა მისთვის.
4. მაიკლ კორლეონეს როლი ალ პაჩინომ ჯეკ ნიკოლსონთან და უორენ ბიტისთან კონკურენციისას მიიღო.
5. პირველი შვილი 49 წლის ასაკში შეეძინა. 61 წლის იყო, როდესაც ტყუპების მამა გახდა.
6. 80-იანი წლები ბოლოს ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო კინოდან წავიდა. თუმცა 4 წელიწადში მან შეძლო ამ პრობლემის დაძლევა და კინოში დაბრუნდა.
7. „ქალის სურნელში" შესრულებული როლისთვის ალ პაჩინო მეშვიდედ წარადგინეს „ოსკარზე" და ამჯერად მან მართლაც მიიღო ოსკარი.
8. თავის საუკეთესო როლად ალ პაჩინო ტონი მონტანას გმირს მიიჩნევს ბრაინ დე პალმას ფილმიდან „ნაიარევი სახე".
9. ალ პაჩინო ჰოლივუდში როლის არჩევისას საკმაოდ წუნია ვარსკვლავია. მან უარი თქვა ისეთ ფილმებში გადაღებებზე, როგორიცაა: „ლამაზმანი”, „ჩვენი დროის აპოკალიფსი” და „ვარსკვლავური ომები”.
10. ალ პაჩინოს შრომისმოყვარეობაზე ჰოლივუდში ლეგენდები დადის. ის დღეში 40 ღერ სიგარეტს ეწეოდა, ლიტრობით სვამდა ყავას და დღე-ღამეში მხოლოდ 4 საათი ეძინა. დანარჩენ დროს კი, გადაღებებზე ან რეპეტიციებზე ატარებდა.
11. „ქალის სურნელში”, უსინათლო ვიცე-პოლკოვნიკ ფრენკ სლეიდის როლის შესრულებისას ალ პაჩინო წაიქცა და თვალი დაიზიანა. ყველაფერი კი იმის გამო მოხდა, რომ მსახიობი იმ მომენტში დარწმუნებული გახლდათ, ვერაფერს ხედავდა და ბრმა იყო.
12.ალ პაჩინოს სიმაღლე 170 სანტიმეტრია.
13. ის არასოდეს ყოფილა ოფიციალურ ქორწინებაში, მაგრამ რომანი ჰქონდა ცნობილ ქალებთამ: ჯილ კლეიბურგთან, თიუსდეი უელდთან, მარტა კელერთან, კეტლინ კუინლანთან, დაიან კიტონთან, ლინდელ ჰობსთან და ბევერლი დ’ანჯელოსთან.
14. ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი მიიჩნევს, რომ 1996 წელს ალ პაჩინოსთან ჩაწერილი ინტერვიუ გადაცემაში „ლარი კინგ ლაივ” მის კარიერაში საუკეთესოა.
15. ბავშვობიდან მეგობრობდა ფრედო კორლეონეს როლის შემსრულებელ ჯონ კაზალესთან, რომელთან ერთადაც ითამაშა „ნათლიმამასა” და „ძაღლების შუადღეში”.
თემები: ვარსკვლავები