LIFE

ადამიანი, რომელიც განუწყვეტლივ სელფებს იღებს, კარგი პარტნიორი არ იქნება

ადამიანი, რომელიც განუწყვეტლივ სელფებს იღებს, კარგი პარტნიორი არ იქნება

კვლევა, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ, ამტკიცებს, რომ გამუდმებით სელფების გადაღებას ადამიანი ნარცისიზმამდე მიჰყავს.

ალბათ ერთხელ მაინც გაუღიზიანებიხარ მეგობრის ქცევას, სოციალური მედიის საშუალებით განუწყვეტლივ საკუთარი „ბედნიერი ცხოვრების“ ამსახველ სელფებს რომ აქვეყნებდა. თუმცა ასეთ ადამიანებს არა მხოლოდ მეგობრების კეთილგანწყობის დაკრგვის, არამედ — სასიყვარულო ურთიერთობის დანგრევის პერსპექტივაც აქვთ: ამერიკელი მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ, რა გავლენას ახდენს ადამიანებზე სელფების განუწყვეტლივ გადაღება.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წყვილები, რომლებიც მეტ სელფის იღებენ, პირად ურთიერთობებში თავს ნაკლებად გრძნობენ ბედნიერად: მეგობრები მათ ფოტოებთან დაკავშირებით ეჭვიან კომენტარებს აკეთებენ, თანაც მათ მიერ ვირტუალურ სივრცეში შექმნილი „იდეალური პერსონა“ რეალურ ცხოვრებაში რადიკალურად განსხვავებულია.

ადამიანი, რომელიც განუწყვეტლივ სელფებს იღებს, კარგი პარტნიორი არ იქნება

ამ კვლევას საფუძვლად ბოსტონის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნა უდევს, რომელიც ჟურნალმა Pacific-მა გამოაქვეყნა. მათი კვლევა ამტკიცებს, რომ ნარცისები მეტ სელფის იღებენ, მეორე მხრივ — მუდმივ რეჟიმში სელფების გადაღება ადამიანის თვით-შეფასებას ზედმეტად ამაღლებს.

ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორებმა 18-იდან 65 წლამდე ასაკის ადამიანები შეისწავლეს და მათზე დაკვირვება 1 წლის შემდეგ განმეორებითაც აწარმოეს — ექსპერიმენტის მონაწილეებს 1-იდან 5-მდე შკალით უნდა შეეფასებინათ კითხვები: „მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა“, „ვერაფრით დავკმაყოფილდები, სანამ იმას არ მივიღებ, რაც მე მსურს“, „მიყვარს, როდესაც საკუთარ თავს სარკეში ვხედავ“. ასევე, კვლევის ობიექტებს ისიც უნდა ეთქვათ, რა სიხშირით აზიარებდნენ ფოტოებს სოციალური მედიის საშუალებით.

ადამიანი, რომელიც განუწყვეტლივ სელფებს იღებს, კარგი პარტნიორი არ იქნება

შედეგმაც არ დააყოვნა: მათ, ვინც ზემოთ ჩამოთვლილი კითხვები მაქსიმალური ნიშნულებით შეაფასეს, სოციალურ მედიაშიც მეტი აქტიურობა გამოავლინეს.



<a href="http://www.independent.co.uk/life-style/love-sex/selfies-and-jealousy-a7334651.html">http://www.independent.co.uk</a>