LIFE

როგორ უნდა გაიგო, ვინ ხარ სინამდვილეში - 3 საუკეთესო საშუალება

როგორ უნდა გაიგო, ვინ ხარ სინამდვილეში - 3 საუკეთესო საშუალება

ადამიანის, როგორც პიროვნების ჩამოყალიბების აუცილებელი ელემენტი, თვითშემეცნებაა. თანამედროვე ადამიანი, იმდენად დაკავებულია, რომ თითქმის არასოდეს რჩება დრო უბრალოდ გაჩერდეს და საკუთარ თავს ჩაუღრმავდეს. თვითრეფლექსია ცხოვრების აუცილებელი ნაწილია, რადგან ეს საშუალებას აძლევს ადამიანს, დაინახოს საკუთარი სურვილები. ყოველდღიურად, საკუთარი ფიქრებისთვის დროის დათმობა, ყველა ადამიანის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს.

„თვითრეფლექსია ჯანმრთელი ქმედებაა. როდესაც ვაკვირდები თუ რა პერიოდს გავდივარ, ეხება ეს ურთიერთობასა და უარყოფით ფიქრებს, საშუალება მეძლევა წარსულს თვალი გადავავლო და დავინახო, რა გზა გამოვიარე. სიამაყით მავსებს საკუთარი პროგრესის დანახვა, თუ როგორ ვუმკლავდები ცუდ სიტუაციებს“ - ეს სიტყვები კელი როულენდს ეკუთვნის.

როგორ უნდა დაინახო, ვინ ხარ სინამდვილეში? ამისთვის რამდენიმე ეფექტური საშუალება არსებობს.

არ მოატყუო საკუთარი თავი

ყველაფერზე მნიშვნელოვანია, საკუთარ თავთან მართალი იყო. იმ ტყუილების დაჯერება, რომელსაც შენს თავს სთავაზობ, საბოლოოდ იმას გამოიწვევს, რომ არამხოლოდ შენში, არამედ შენს ირგვლივაც ვერ შეძლებ სიმართლის დანახვას. არადა ძალიან ადვილია მიჰყვე იმ გზას, რომელიც შენი აზრით სწორია, თუნდაც ეს შეცდომა იყოს.

როგორ უნდა გაიგო, ვინ ხარ სინამდვილეში - 3 საუკეთესო საშუალება

შეიძლება იტყუებოდე კომფორტის გამო, მაგრამ სინამდვილეში ეს ღალატია. არ შეგეშინდეს მიიღო მოვლენები ისე, როგორც ის სინამდვილეშია. მოუსმინე შინაგან ხმას და გააცნობიერე ჭეშმარიტი „მე“, ეს ცხოვრებაში ძალიან დაგეხმარება.

გააცნობიერე შენი ძლიერი და სუსტი მხარეები

ცხოვრებაში ვერ მიაღწევ დასახულ პოზიციას, თუ არ გეცოდინება არამხოლოდ შენი სიძლიერე, არამედ სისუსტეებიც. იმისთვის, რომ ძლიერი და წარმატებული ადამიანი იყო, ეს აუცილებლად უნდა გააცნობიერო. იქნება ეს სოციალური, პერსონალური თუ პროფესიონალური უნარები აუცილებლად უნდა დაინახო, სად და რას სჭირდება გაუმჯობესება. ამ შემთხვევაში ახალ შესაძლებლობებს მისცემ საკუთარ თავს.

როგორ უნდა გაიგო, ვინ ხარ სინამდვილეში - 3 საუკეთესო საშუალება

დაფიქრდი, რა მოსწონთ ადამიანებს შენში, რა უნარები, ჩვევები და თვისებები ყოფილა სხვების მხრიდან შექების ღირსი. ასევე გაიხსენე, რას გამოუწვევია კრიტიკა. გაამახვილე ყურადღება ძლიერ მხარეებზე და ყოველდღიურად წამოაჩინე ისინი, თუმცა შეუჩერებლივ იმუშავე სისუსტეების დასაძლევად.

შეწყვიტე სხვებთან შედარება

თუ მართლა გინდა გაიგო ვინ ხარ, შეწყვიტე სხვებთან შედარება. კონკურენცია ადამიანის ბუნების ნაწილია და ყოველთვის სურს, უფრო ბევრს მიაღწიოს, ვიდრე სხვებმა. არ მისცე საკუთარ თავს უფლება ასეთ სიტუაცებში გაიჭედო და ინერვიულო, რითი გაჯობეს სხვებმა.

როგორ უნდა გაიგო, ვინ ხარ სინამდვილეში - 3 საუკეთესო საშუალება

ამის ნაცვლად, იფიქრე შენს მოგზაურობაზე ამ სამყაროში და შეეცადე, იმაზე იზრუნო როგორ გახდე ბედნიერი. შეწყვიტე სხვების დამარცხების სურვილით ცხოვრება. ეს შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდ პოზიტივს შემოიტანს.

ბედნიერება საკუთარი თავის შემეცნებით იწყება. იყავი ის, ვინც სინამდვილეში ხარ, გააცნობიერე და აღიარე სისუსტეები, შეიყვარე შენი ნაკლოვანებები, იპოვე რისი კეთება გაბედნიერებს ყველაზე მეტად და შეიცანი შენი თავი. ბედნიერებაა, იყო ადამიანი.