„სხვების გაბედნიერება, ადამიანს ახარებს. ამიტომ სასურველია მუდამ ფიქრობდე, როგორ გააბედნიერო სხვები“
იმისთვის, რომ ბედნიერი ცხოვრება გქონდეს, სხვების გახარება საუკეთესო გზაა. რატომ? იმიტომ, რომ გიხარია, როდესაც სხვისი ბედნიერი სახის მიზეზი სწორედ შენ ხარ. გაბედნიერებს კარგი საქმის კეთება და კიდევ, რასაც გაცემ, ზუსტად იმას მოიმკი.
ჩვენ გირჩევთ, როგორ გააბედნიერო ადამიანი დღესვე!
1. უთხარი კომპლიმენტი უცნობ ადამიანს
2. გაამხნევე მეგობარი, რომელსაც შენი თანადგომა სჭირდება
3. აჩუქე ყვავილები
4. მოულოდნელად ჩაეხუტე
5. მოამზადე მეგობრების ფავორიტი ვახშამი
6. უბრალოდ უყიდე ჭიქა ყავა ან ჩაი მეგობარს
7. დაუმალე საიდუმლო წერილი ჩანთაში ან ქურთუკის ჯიბეში
8. გაუზიარე პოზიტივი სხვებს
9. დაეხმარე მეგობარს გადაჭრას პრობლემა
10. იყავი მადლიერი იმისთვის, რაც ყოველთვის გეგონა, რომ გარანტირებული გქონდა
ეს რჩევები არანაირ ძალისხმევას არ მოითხოვს, შედეგად კი სხვის თვალებში ბედნიერების ნაპეწრკლებს დაინახავ.
თემები: ყურადღება, ბედნიერება, ურთიერთობა, მზრუნველობა