ადამიანი, რომელსაც ტირილი შეუძლია ემოციური ინტელექტის მატარებელია
- 03.05.2020
ყველა ადამიანი ტირის. სამწუხაროდ, საზოგადოებაში ტირილი სისუსტის გამოხატულებადაა მიღებული. ბავშვობიდან მოყოლებული, გამუდმებით გვესმის, რომ ბიჭს ტირილი არ შეშვენის, ხოლო გოგო აუცილებლად გათამამებულია, თუ ხშირად ტირის.
საზოგადოებისგან გარიყვის შიშის გამო, ჩვენ უბრალოდ ვმალავთ გრძნობებს. მივიჩნევთ, რომ თუკი ვიტირებთ, ასე სუსტ ადამიანად ჩავითვლებით და სხვები შეეცდებიან გული გვატკინონ.
მაგრამ სიმართლე ისაა, რომ დროდადრო ყველა ადამიანს სჭირდება ემოციებისგან გათავისუფლება და ეს სრულიად ნორმალურია.
სინამდვილეში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია არ გაექცე საკუთარ ემოციებს. ესაა ემოციური ინტელექტის მთავარი ნიშანი. გარდა ამისაა, ესაა ადამიანის უნარი, შეეძლოს გაერკვეს საკუთარ გრძნობებში და ღიად გამოხატოს.
თუ შენთვის რთულია ემოციების გამოხატვა, დაიმახსოვრე, რომ ეს უბრალო აუცილებლობაა. რადგან გულში დატოვებული ნეგატიური ემოციები, მომავალში უფრო მეტ პრობლემებს გამოიწვევს. საკუთარი გრძნობების უარყოფით ვერაფერს მიაღწევ, თუმცა აუცილებლად მიხვალ იმ წერტილში, საიდანაც გასაქცევი არსადაა.
თუ გამუდმებით თავს აჯერებ, რომ ყველაფერი კარგადაა, მაშინ ემოციური განტვირთვა გესაჭიროება. არაფერია ცუდი ტირილში, რადგან ესაა დაგროვილი დაძაბულობისა თუ სტრესისგან გათავისუფლება, პრობლემების აღიარება და საბოლოოდ მათი გადალახვა.
ტირილი ემოციური განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.
თემები: ურთიერთობა, პრობლემები, ტირილი, ემოცია
<a href="https://www.healthyfoodhouse.com/">https://www.healthyfoodhouse.com/</a>