ქალების 9 გამოგონება, რომლითაც მათ სამყარო შეცვალეს და ცხოვრება გაგვიმარტივეს
- 05.05.2020
ქალები მიჩვეულები არიან გაუმკლავდნენ სირთულეებს მუშაობის დროს, ყოველდღიური საქმიანობის დროს, იცხოვრონ და იშრომონ გენდერულად არათანაბარ პირობებში. თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი ანგრევენ სტერეოტიპებს და უდიდეს წარმატებას აღწევენ.
ქალებს არაერთი უმნიშვნელოვანესი ინოვაცია უკავშირდება. ამ სტატიაში კი იმ გამოგონებებზე გიამბობთ, რომლებმაც ცხოვრება გაგვიმარტივეს.
9. საქარე მინის საწმენდი
წვიმიან დღეებში ხილვადობის შესანარჩუნებლად მძღოლებისთვის ეს უმნიშვნელოვანესი რამაა. ბევრმა არ იცის, რომ საქარე მინის საწმენდი მერი ანდერსონმა 1903 წელს გამოიგონა. იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა მანქანით თოვლიან ამინდში გადაადგილდებოდა.
8. ყავის ფილტრი
დიასახლისმა მელიტა ბენთსმა თავისი შვილის რვეულიდან ფურცელი ამოხია და მისი საშუალებით ყავისთვის ფილტრი შექმნა. შედეგი შესანიშნავი გამოვიდა. 1908 წელს მელიტამ გამოგონება დააპატენტა და საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. წლების შემდეგ, პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, კომპანია რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ ყველაფერს გაუძლო. მისი კომპანია დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი კომპანიაა და მას მელიტას შთამომავლები მართავენ.
7. საინექციო შპრიცი
შპრიცი ამერიკელმა მედდამ, ლეტიცია მამფორდმა, 1899 წელს გამოიგონა. ჯანდაცვის სფეროში ეს უდავოდ უდიდესი და უმნიშვნელოვანესი გამოგონებაა.
6. ერთჯერადი საფენები
სითხე გამძლე საფენები მარიონ დონოვანმა გამოიგონა. იდეა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაუჩნდა, როდესაც უამრავი საქმე ჰქონდა და მათთან გამკლავება უჭირდა. საშხაპე ფარდისგან საკერავი მანქანით მან ერთჯერადი საფენის პირველი პროტოტიპი შექმნა.
5. ჭურჭლის სარეცხი მანქანა
ჟოზეფინ კოქრენმა 1886 წელს ჭურჭლის სარეცხი მანქანა გამოიგონა. ეს ქალი გამომგონებელთა დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.
4. მონოპოლი
პოპულარული სამაგიდო თამაშის გამომგონებელი, დიზაინერი ელიზაბეტ ჯეი ფილიპსია. თავდაპირველად მისი შექმნის იდეა იყო იმის დემონსტრირება, თუ რა სახიფათოა კაპიტალიზმი. თამაში 1904 წელს დააპატენტეს.
3. მაშველი ნავი
მარია ბისლიმ გადაწყვიტა შეექმნა კომპაქტური, უსაფრთხო, ცეცხლგამძლე და ადვილად სამართავი მაშველი ნავი. გამომგონებელმა ის 1880 წელს შექმნა. ის ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ ამ ნავების დახმარებით უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენდნენ. სწორედ მათი საშუალებით გადაარჩინეს ტიტანიკზე ადამიანები.
2. ტყვიაგაუმტარი ჟილეტი
ტყვიაგაუმტარი ჟილეტის გამომგონებელი სტეფანი კუოლეკია.
1. უსადენო კავშირი
მსახიობმა და გამომგონებელმა ჰედი ლამარმა, თავის მეგობართან, ჯორჯ ანტჰელთან თანამშრომლობით გამოიგონა ტექნოლოგია, რომელსაც დღეს Wi-Fi-ს წინამორბედს უწოდებენ. მისმა იდეამ ადამიანებს ტელევიზორისა და სხვადასხვა მოწყობილობების დისტანციურად მართვის საშუალება მისცა.
თემები: ქალები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>