10 საუკეთესო სევდიანი ფილმი, რომელიც სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ
- 09.05.2020
ზოგჯერ ცხოვრება ნამდვილად სტრესულია, მაგალითად ახლა. თვითიზოლაცია უკვე მესამე თვეა გრძელდება, რამაც ადამიანების ემოციური ჯანმრთელობა ნამდვილად შეარყია. მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, რომ ტირილი საუკეთესო გზაა ნეგატიური ემოციებისგან გასათავისუფლებად. თქვენთვის ნაცნობია უმნიშვნელო მოვლენებზე გაღიზიანება და გაბრაზება? მაშინ კარგი ტირილი გესაჭირობათ.
ჩვენ გირჩევთ ყველა დროის საუკეთესო 10 ფილმს, რომელიც სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.
1. უბის წიგნაკი (2004)
შესაძლებელია ემოციურ ფილმებზე საუბარი „უბის წიგნაკის“ გარეშე? რაიან გოსლინგის და რეიჩელ მაკადამსის შესანიშნავი დუეტი, ნამდვილად ემოციების კორიანტელს დააყენებს.
2. ბემბი (1942)
ალბათ, ვერავინ ახერხებს მაყურებლის ატირებას ისე, როგორც უოლტ დისნეი. ესაა კლასიკად ქცეული ანიმაცია პატარა შველზე, რომელსაც დედას დააშორებენ. ამ მულტფილმზე უკვე მრავალი ათწლეულია, თაობები იზრდებიან.
3. ბედის ვარსკვლავის ბრალია (2014)
ჯონ გრინის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია. ამბავი თინეიჯერ, სიმსივნით დაავადებულ გოგონაზე, რომელსაც პირველი სიყვარული ეწვევა.
4. ტიტანიკი (1997)
ფილმი, რომელმაც ყველა მაყურებელი ატირა. რა თქმა უნდა, უკვე გინახავთ! თუმცა კლასიკის გადამეორება ზედმეტი არასოდესაა. თანაც, ლეონარდო დიკაპრიო, ქეით უინსლეტი და სელინ დიონი შეუძლებელია მოგბეზრდეთ.
5. ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება (2004)
თუ ოდესმე, ადამიანის გონებიდან ამოშლაზე გიოცნებიათ, მაშინ ეს ფილმი აუცილებლად უნდა ნახოთ. გპირდებით, არც ერთ წამს არ ინანებთ.
6. იისფერი (1985)
სასტიკ სამყაროში გაზრდილი სელიას ისტორია, რომელსაც მრავალი განსაცდელის გადალახვა მოუწევს, რათა თავისუფლება მოიპოვოს. ვუპი გოლდბერგი ნამდვილად გააღვიძებს თქვენს ემოციებს.
7. ქორწინების ისტორია (2019)
გიფიქრიათ, რატომ შორდებიან წყვილები? სევდიანი ამბავი ცოლ-ქმარზე, რომლებმაც განქორწინება გადაწყვიტეს და შვილზე მეურვეობის მოსაპოვებლად იბრძვიან.
8. მონანიება (2007)
ამ ფილმის მთავარი მწვანე კაბა, რა თქმა უნდა, აქამდეც გინახავთ. დაუჯერებელი ამბავი მდიდარი ინგლისელი გოგონასა და მოსამსახურე ბიჭის სიყვარულის შესახებ. რომელზეც შეუძლებელია არ იტიროთ!
9. სოფის არჩევანი (1982)
ამბავი პოლონელ ქალზე, რომელსაც აიძულეს მიეღო მორალურად გაუმართლებელი გადაწყვეტილება აუშვტიცის საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკში. მან უნდა შეძლოს და ამ არჩევანთან ერთად გაატაროს დარჩენილი ცხოვრება.
10. ფორესტ გამპი (1994)
ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა ამ სიის გაკეთება ფორესტ გამპის გარეშე. შეუდარებელი ტომ ჰენქსი, ყველასთვის საყვარელი პერსონაჟის როლში, რომელიც მხოლოდ იმიტომ გვიყვება საკუთარ ამბავს, რომ ცხოვრების სიყვარულის დაკარგვა გვამცნოს.
თემები: ურთიერთობა
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია