ახალ სამყაროს ახალი კანონები აქვს. სილამაზის სალონები დახურულია და ქალების უმრავლესობას, ფრჩხილების, თმისა თუ კანის მოვლა სახლში უწევთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჰოლივუდის ვარსკვლავი ხარ.

ევა ლონგორიამ თმა სახლის პირობებში, აფთიაქში ნაყიდი 9$-იანი საღებავით შეიღება და მთელი მსოფლიოს ქალებს გაუზიარა. Intsagram-ის პირად გვერდზე, მსახიობმა Iphone-ით გადაღებული ტუტორტიალი ატვირთა.

„სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ვარსკვლავმა არჩევანი L’Oréal Paris Excellence Crème-ზე შეაჩერა. თმის საღებავი საქართველოს სააფთიაქო ქსელებშიც ხელმისაწვდომია. ესაა თმის საღებავის პირველი რეკლამა, რომელიც Iphone-ითაა გადაღებული. ევა ლონგორია L’Oréal Paris-ის ბრენდის ამბასადორია.