პრინც ჩარლზთან გაშორების შემდეგ, პრინცესა დაიანას ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ყველასთვის საყვარელი პრინცესა დაუღალავად აგრძელებდა ქველმოქმედებას მთელს მსოფლიოში და ეხმარებოდა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს. თუმცა როდესაც დიანას პირად ცხოვრებაში ახალი ადამიანი გამოჩნდა, პაპარაცების სამიზნე გახდა.
პრინცესას და მისი ახალი პარტნიორის ცხოვრება ჟურნალისტების საყვარელი თემა გახდა. ჩვენ გთავაზობთ ქრონოლოგიურ რეპორტაჟს, თუ როგორ გაატარა პრინცესა დიანამ თავისი უკანასკნელი ზაფხული.
1. 22 მაისი, 1997 წელი
მაისში პრინცესა ლაჰორის ონკო კლინიკას ესტუმრა, რომელიც მისი უახლოესი მეგობრის, პაკისტანელი ირმან ხანის მიერაა დაარსებული. ამ ვიზიტის დროს განუწყვეტლივ მიმდინარეობდა სპეკულაციები პრინცესას რომანის შესახებ, გულის ქირურგ ჰასნატ ხანთან. პრინცესას გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ, ირმან ხანმა პირად საუბრებში გაამჟღავნა, რომ სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ დარწმუნდა პრინცესას გრძნობებში ექიმის მიმართ.
„მან თქვა, რომ უკვე ორი წელი ხდებოდა, რაც ეს ურთიერთობა დაიწყო. პრინცესას მასზე დაქორწინება სურდა.“ ამბობს ირმან ხანი დოკუმენტურ ფილმში „დიანა: მისი უკანასკნელი სიყვარული“.
2. 18 ივნისი, 1997 წელი
პრინცესა დიანას და დედა ტერეზას უკანასკნელი შეხვედრა ნიუ-იორკში. ფოტოგრაფებმა ისინი ხელჩაკიდებულები დააფიქსირეს. ამ დროს უკვე ცნობილი იყო, რომ დედა ტერეზას ჯანმრთელობის სერიოზული პრობელემები აწუხებდა. ის 1997 წლის 5 სექტემბერს გარდაიცვალა, პრინცესას ავტოკატასტროფიდან 5 დღის შემდეგ.
3. 17 ივლისი, 1997 წელი
1997 წლის ივლისში, პრინცესა დიანა სენ-ტროპეზე ატარებდა დასვენების დღეებს. თუ მედიას დავუჯერებთ, პრინცესა აქ დოდი ალ ფაიედს, ეგვიპტელი მილიარდელის ვაჟს სტუმრობდა. აღსანშნავია, რომ ვიზიტისას პრინცესას თან ჰყავდა შვილები, უილიამი და ჰარი. როგორც ამბობენ, სწორედ აქ დაახლოვნენ ალ ფაიდი და დიანა და ავტოკატასტროფამდე კიდევ რამდენჯერმე გაატარეს დასვენების დღეები სენ-ტროპეზე.
4. აგვისტო, 1997 წელი
ზაფხულის მიწურულს პრინცესა დიანა ხმელთაშუაზღვაში, ალ ფაიედის მდიდრულ იახტაზე დააფიქსირეს. მათ სამხრეთ საფრანგეთიდან სარდინიამდე იმოგზაურეს, შემდეგ კი 30 აგვისტოს, შაბათ დღეს გაფრინდნენ პარიზში.
5. 6 სექტემბერი, 1997 წელი
პრინცესა დიანა და დოდი ალ ფაიედი 1997 წლის 30 აგვისტოს, გვიან საღამოს მოყვნენ ავტოკატასტროფაში. ყველასთვის საყვარელი პრინცესა, მოდის აიკონი და უბრალოდ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანი, 31 აგვისტოს გარდაიცვალა. მისი ავტოკატასტროფის დეტალები დღემდე იდუმალებითაა მოცული.
მის დაკრძალვას ტრანსლაციას უესტმინსტერის სააბატოდან 2.5 მილიარდი ადამიანი უყურებდა და უსმენდა მთელი მსოფლიოს გარშემო. სამყარო დიდხანს გლოვობდა პრინცესას გარდაცვალებას. დიანა დღემდე მიიჩნევა მოდისა და სტილის აიკონად და გარდაცვალებიდან თითქმის 25 წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას.
თემები: ცნობილი ადამიანები, პრინცესა დაიანა, დაიანა, სამეფო ოჯახი