LIFE

როგორ მოვეწონოთ ადამიანებს - 8 ხერხი, რომელიც მუშაობს

როგორ მოვეწონოთ ადამიანებს - 8 ხერხი, რომელიც მუშაობს

ადამიანის ხასიათი არის მისი ფიქრების, გრძნობების და ქცევების ერთიანობა. სწორედ ხასიათია ის, რაც ადამიანს უნიკალურად აქცევს.

როდესაც ჩვენ ვამბობ, რომ ვიღაცას „კარგი ხასიათი“ აქვს ვგულისხმობთ, რომ ის საინტერესო ადამიანია, რომელთან ყოფნაც სასიამოვნოა.

ყველას უნდა, რომ სხვებს მოსწონდეთ. ამისთვის კარგი ხასიათი მთავარი ფაქტორია - უფრო მნიშვნელოვანიც კი, ვიდრე კარგი გარეგნობა.

სინამდვილეში, წარმატების და ბედნიერების დაახლოებით 85% განპირობებულია იმით, თუ როგორ ურთიერთობას ამყარებ სხვებთან. შენი ხასიათი განსაზღვრავს მოსწონთ სხვებს შენთან კომუნიკაცია თუ გაგირბიან.

ადამიანს საკუთარი გარეგნობის გაუმჯობესება მხოლოდ შეზღუდულად შეუძლია, თუმცა ხასიათის შემთხვევაში, ლიმიტები არ არსებობს. ჩვენ შეგვიძლია იმ მიმართულებით განვავითაროთ ან შევცვალოთ ჩვენი ხასიათი, რომელსაც ვეთანხმებით, ვერგებით ან უბრალოდ მოგვწონს.

იყავი უკეთესი მსმენელი

როგორ მოვეწონოთ ადამიანებს - 8 ხერხი, რომელიც მუშაობს

მიიჩნევა, რომ ჟაკლინ კენედი ონასისი ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი ქალი იყო ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ მას გააჩნდა მოსმენის გამორჩეული უნარი. ცნობილია, თუ როგორ ხიბლავდა ის ადამიანებს - უყურებდა თვალებში, გულდასმით უსმენდა ყოველ ნათქვამ სიტყვას და ადამიანს თავს უაღრესად მნიშვნელოვნად აგრძნობინებდა. არაფერია იმაზე მომაჯადოვებელი, როგორც გისმენდნენ და თავს სამყაროში ერთადერთ ადამიანად გაგრძნობინებდნენ.

ბევრი იკითხე და მეტად დაინტერესდი

როგორ მოვეწონოთ ადამიანებს - 8 ხერხი, რომელიც მუშაობს

რაც უფრო მეტს კითხულობ და მეტად ინტერესდები სხვადასხვა საკითხებით, ადამიანებისთვის უფრო საინტერესო ხარ. კომუნიკაციისას, ეს გაძლევს შესაძლებლობას გააზიარო შენი ცოდნა და გაცვალო შეხედულებები სხვებთან.

იყავი კარგი მოსაუბრე

როგორ მოვეწონოთ ადამიანებს - 8 ხერხი, რომელიც მუშაობს

ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენს კითხულობ და რა ცოდნა გაქვს. ისწავლე, თუ როგორ გამოავლინო ეს სხვებთან საუბრისას. არავის შეუძლია სამყაროში ყველა წიგნის წაკითხვა, ან ყველაფრის ცოდნა. თუმცა სხვებთან საუბარში ნამდვილად აღმოაჩენ ახალ სამყაროებს და ახალ ინფორმაციას მიიღებ.

ბევრი იფიქრე

როგორ მოვეწონოთ ადამიანებს - 8 ხერხი, რომელიც მუშაობს

არაფერია იმაზე მოსაწყენი, როდესაც ესაუბრები ადამიანს, რომელიც არ ფიქრობს...არაფერზე. ასეთ სიტუაციაში საუბარი არაფერ შედეგამდე არ მივა. რაც უფრო მეტი განსხვავებული აზრი და შეხედულება გაქვს, მით მეტად საინტერესოა შენთან საუბარი.

გაიცანი ახალი ადამიანები

როგორ მოვეწონოთ ადამიანებს - 8 ხერხი, რომელიც მუშაობს

სცადე გაიცნო ახალი ადამიანები, განსაკუთრებით კი ისინი, ვისთანაც საერთო არაფერი გაქვს. ეს არამხოლოდ ახალ კულტურასა და ალტერნატიულ გზებს გაგაცნობს, არამედ შენი აზროვნების ჰორიზონტსაც გააფართოვებს.

იყავი ის, ვინც ხარ

როგორ მოვეწონოთ ადამიანებს - 8 ხერხი, რომელიც მუშაობს

მეორე ყველაზე მოსაწყენი რამ, არაფერზე ფიქრის შემდეგ, არის მცდელობა იყო ის, ვინც არ ხარ. საკუთარი თავის გარდაქმნა იმისთვის, რომ რამე სიტუაციას მოერგო, როგორც წესი წარუმატებლობისთვისაა განწირული. თითოეული ადამიანი განსხვავებულია და ამ უნიკალურობას, თავისებურად გამოხატავს. სწორედ ესაა ადამიანებში ყველაზე საინტერესო. მცდელობა იმისა, რომ ვინმეს ასლი იყო, თვითმყოფადობის ნაკლებობაზე მიუთითებს.

იყავი პოზიტიური

როგორ მოვეწონოთ ადამიანებს - 8 ხერხი, რომელიც მუშაობს

ვის უნდა ისეთ ადამიანთან ყოფნა, რომელიც გამუდმებით წუწუნებს, ნეგატიურ ენერგიას აფრქვევს ან კარგის თქმა არ შეუძლია? სინამდვილეში, ადამიანების უმრავლესობა რაც შეიძლება შორს გარბის ასეთი ნეგატიური პიროვნებისგან. ამის ნაცვლად, სცადე იყო ადამიანი, რომელიც ოთახში შესვლისას პოზიტიურ ენერგიას ასხივებს. ამის გაკეთება ძალიან ადვილი იქნება, თუ ადამიანებსა და მოვლენებში მხოლოდ დადებითს დაინახავ.

გაიღიმე რაც შეიძლება მეტად, გულით მოიკითხე ადამიანები და გაამხიარულე ადამიანები შენი არსებობით.

არ დაგავიწყდეს, რომ ჩვენ, ადამიანებს გვაქვს ძალა და შესაძლებლობა იმისა, რომ გავაუმჯობესოთ საკუთარი თავი.



<a href="https://www.makemebetter.net/">https://www.makemebetter.net/</a>