გაიგეთ, რითი აფრთხობთ მამაკაცებს - აუტანელი ქალური თვისებების ჰოროსკოპი
- 14.01.2017

თხის რქა

თხის რქა - მათი საუბრის მოსმენა ყველაზე რთულია, მეხუთე წუთზე უკვე გადადის გაუთავებელ დარიგებებზე და მონოლოგი მსმენელისთვის ერთიან „ბუ-ბუ-ბუ“-დ იქცევა.
მერწყული

მერწყული ქალი სრულიად მოუხელთებელია, სწორედ ამით აფრთხობს მამაკაცებს. მამაკაცს უნდა ესმოდეს რომ შეიძლება წლობით უთვალთვალოს ნადავლს და მაინც ააცდინოს: ის უეცრად გაფრინდება.
თევზები

თევზები მამაკაცებს სიცივით აფრთხობენ. მას შეიძლება დიდხანს ეტრფოდე, აავსო საჩუქრებით, მოუწყო რომანტიკული პაემნები - არავითარი რეაქცია. მაგრამ უეცრად, სანამ სასოწარკვეთილამდე მიხვალთ, თევზი თვალს გაახელს და იტყვის: „კარგი. მომიტანე რამე გემრიელი და წადი“.
ვერძი

ქალი-ტირანი. ერთის მხრივ თავაზიანი, მაგრამ მუდმივად სხვის გადაკეთებაზე მეოცნებე. საკმაოდ რთული ქალია, თითქმის დაუმორჩიელებელი.
კურო

აი! აი, ეს არის, მსოფლიო ბოროტება! ქალი-კურო - ყველაზე საშინელი მამაკაცური კოშმარების განსახიერებაა. ეს მასზე წერენ ისინი აღშფოთებულ ტრაქტატებს მამაკაცურ ფორუმებზე. იმიტომ რომ ის - მერკანტილური ქალია.
ტყუპები

ტყუპები - თავისუფალი ჩიტია: სადაც უნდა, იქ გაფრინდება. პრობლემა იმაშია, რომ მან თავადაც არასოდეს იცის, შემდეგ წუთში საით მიეშურება.
კირჩხიბი

კირჩხიბები უცბად არავისარ აფრთხობენ - ისინი ყველასთან ერთნაირად ნაზები და თავაზიანები არიან. საოცარი ვერაგობაა! როცა მსხვერპლი მიხვდება, რომ კირჩხიბის მეორე სახელია - მწვალებელი, უკვე გვიან იქნება.
ლომი

ლომებს, თეორიულად, არავინ არ უნდა მიუახლოვდეს, რადგან მისი მუდმივად ქედმაღლური გამომეტყველება და ირონიული ლაპარაკი შეიძლება ყველაზე შეუპოვარი თაყვანისმცემლისთვისაც აუტანელი აღმოჩნდეს. მაგრამ არა, ლომები რატომღაც ყველას იზიდავენ.
ქალწული

ყველა ნიშანი მამაკაცებს შემთხვევით აფრთხობს, ქალწული კი - შეგნებულად და სიამოვნებით. ქალწული ისე აკრიტიკებს, რომ საწყალს საკუთარი არსებობის უსარგებლობაზე ფიქრისგან, თავის ჩამოხრჩობა მოუნდება. ქალწული ურტყამს ყველაზე მტკივნეულ წერტილებში და არასოდეს აცდენს.
სასწორი

სასწორს წინააღმდეგობრივი ხასიათი აქვს. და კიდევ ის მეოცნებე და უსუსურია, მთლიანად მოწყვეტილი რეალობისგან, რაც თითქოს მამაკაცებს მაგნიტივითუნდა იზიდავდეს. თავიდან ასეც ხდება, მაგრამ მერე ხვდებიან, რომ დაბერდებიან, სანამ ქალი-სასწორი ჩამოყალიბდება, სჭირდება მას ეს დახმარება თუ არა.
მორიელი

მორიელები აფრთხობენ მამაკაცებს თავად სამყაროში საკუთარი არსებობით. ყველა ქალი - ქალია, ეს კი - მიუწვდომელი იდუმალი არსება, რომლისგანაც არ იცი რას უნდა ელოდო. ჯობია თავი აარიდო.
მშვილდოსანი

ჩვენ ძალიან გვინდოდა დაგვეწერა მშვილდოსნებზე ლამაზი ტექსტის ერთნახევარი აბზაცი, მაგრამ მაინც გამოდის ორი სტრიქონი: თავად მოიგონა - თავად ეწყინა.
თემები: სიყვარული, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ქალები, რჩევები, ჰოროსკოპი
<a href="http://www.cosmo.ru/horoscope/weekly_fun/uznay-chem-ty-otpugivaesh-muzhchin-goroskop-nevynosimyh-zhenskih-kachestv/">http://www.cosmo.ru</a>