პრინცესა დაიანას სტილი დღემდე არ კარგავს აქტუალობას. 80-იანი წლებიდან მოყოლებული, პრინცესა მოდის აიკონად ითვლება. მართალია მისი ფორმალური და საღამოს ჩაცმულობა ძირითადად, სამეფო პროტოკოლის ყველა წესს ითვალისწინებდა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით მის არაფორმალურ ტანსაცმელზე.
პასტელისფერი მოკლე შორტები, დიდი ზომის სპორტული ჰუდები, კლასიკად ქცეული ბოტასები, სპორტული ქუდები - მის სტილს საზღვრები არ ჰქონდა. ხალხის პრინცესა არაფრით არ ჰგავდა ინგლისის მაღალი საზოგადოების გოგონებს. თუმცა, თავისუფალი It-Girl სტილის მიუხედავად, ინარჩუნებდა ყველაზე დახვეწილი პრინცესას სტატუსს.
გადახედეთ პრინცესა დაიანას 12 არაფორმალურ ლუქს, რომელიც თანამედროვე მოდას იდეალურად ერგება.
1. 1989. დიდი ზომის პიჯაკი და ბეისბოლის ქუდი
2. 1994. ვარსკვლავებიანი სვიტერი და კლასიკური საყურეები
3. 1997. სპორტული ტანსაცმელი და დახვეწილი ტყავის ჩანთა.
4. 1992. მაღალწელიანი ჯინსი და თეთრი T-shirt
5. 1996. რა თქმა უნდა, კოლეჯის სვიტერი
6. 1995. ეს შორტები ამ სეზონის must-have-ია.
7. 1998. სპორტული შორტები და დიდი ზომის სვიტერი - პრინცესა წლების განმავლობაში არ თმობდა საყვარელ ლუქს
8. 1986. Converse-ს ვარდისფერი კედები
9. 1988. ჯინსი და თეთრი მაისური, პიჯაკთან და Cowboy ფეხსაცმელთან ერთად
10. 1986. ნაზი, ყვავილებიანი პრინტის შარვალი და პასტელის ფერები
11. 1985. შავი ფერის, სპორტული თუმცა დახვეწილი ორეული
12. 1981. ყვითელი კომბინიზონი და ყვავილებიანი ბლუზი მზიანი ამინდებისთვის.
თემები: სტილი, ცნობილი ადამიანები, პრინცესები, პრინცესა დაიანა, დაიანა