სტილი

MUZARADI - მშვიდობისა და სილამაზის სიმბოლო

MUZARADI - მშვიდობისა და სილამაზის სიმბოლო

ისტორიით შთაგონებული, მოდის უახლესი სტანდარტების გათვალისწინებით განხორციელებული და ძალიან დახვეწილი იდეა - ეს არის ახალი სიტყვა ქართული მოდის სამყაროში, რომელიც ქეთევან ხერხეულიძეს ეკუთვნის.

Trend-ს აქვს პატივი პირველმა გააცნოს საზოგადოებას ახალი ქართული ბრენდი - MUZARADI, რომელიც, გარწმუნებთ, გულგრილს არავის დაგტოვებთ.

MUZARADI - მშვიდობისა და სილამაზის სიმბოლო

MUZARADI დახვეწილ ფერთა გამას, მაღალ ხარისხს, ინდივიდუალურ და შემოქმედებითი ხელწერით გამორჩეულ თავსაბურავებს გვთავაზობს, რომლებიც თბილისში იქმნება და სრულიად არღვევს არსებულ შეხედულებებსა და ჩარჩოებს. სწორედ ეს გვაძლევს საფუძველს, ვუწოდოთ ამ ახალ ბრენდს ხმამაღალი სიტყვა ქართული მოდის სამყაროში. უძველესი დროიდან ცნობილი მუზარადი, რომელსაც დამცველობითი ფუნქცია გააჩნდა, ძირითადად, ბრძოლასთან ასოცირდებოდა. ქეთევან ხერხეულიძემ კი თანამედროვე მუზარადი მშვიდობის, სილამაზის, ინდივიდუალიზმისა და ჰარმონიის სიმბოლოდ აქცია. აღნიშნული განაპირობებს იმასაც, რომ პროდუქტი, რომელსაც MUZARADI ქმნის, Unisex-ია.

MUZARADI - მშვიდობისა და სილამაზის სიმბოლო

ავტორმა პირველი მუზარადი პირადი გამოყენებისთვის შექმნა, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. გამოხმაურების შედეგად გაჩნდა იდეა, რომლის შედეგადაც MUZARADI-მ მასშტაბები გაზარდა და ქართული მოდის სამყაროში ღირსეულად შემოაბიჯა. კოლექციის დეტალებში გამოყენებულია ხერხეულიძეთა საგვარეულო გერბი და ესეც, თავისთავად, ხდის ბრენდს განსაკუთრებულს. როგორც თავად ავტორმა განგვიმარტა, საგვარეულო გერბი მისთვის ძალიან სიმბოლური და ძვირფასი დეტალია, რომლის გამოყენებას მომდევნო კოლექციებშიც გეგმავს.

MUZARADI - მშვიდობისა და სილამაზის სიმბოლო

როგორც უკვე აღვნიშნეთ, MUZARADI-ის კოლექცია თბილისში იწარმოება და მისი შეძენა, ამჟამად, მულტიფუნქციურ ქალაქურ სივრცეში - ფაბრიკაში არსებულ კონცეპტუალურ მაღაზიაში "მფრინავი მღებავი/Flying Painter" არის შესაძლებელი. თუმცა, მისი საზღვრებს გარეთ გატანაც იგეგმება. სილამაზისა და მშვიდობის ახალი სიმბოლო, გაიყიდება როგორც რუსეთში, ასევე საფრანგეთში.

MUZARADI - მშვიდობისა და სილამაზის სიმბოლო

TREND ულოცავს MUZARADI-ს და იდეის ავტორს პირველ ნაბიჯებს და უსურვებს ღირსეულ ადგილს მსოფლიო მოდის სამყაროში.



<a href="Trend.ge">Trend.ge&nbsp;</a>