LIFE

90-იანების 10 რომანტიკული კომედია, რომელიც ყოველ წელს უნდა ნახო

90-იანების 10 რომანტიკული კომედია, რომელიც ყოველ წელს უნდა ნახო

თუ ძალიან რომანტიკული ბუნების ადამიანი ხარ, რომელსაც არარეალისტური მოლოდინები აქვს სიყვარულზე და ურთიერთობაზე, მაშინ მიზეზები 1990-იანი წლების რომანტიკული კომედიებია. რა თქმა უნდა, იცი სიუჟეტი, სადაც გოგო აუცილებლად გაიცნობს თავისი ოცნების მამაკაცს, მათი ურთიერთობა ელვის სისწრაფით განვითარდება, რამდენიმე დაბრკოლების შემდეგ ისინი აღმოაჩენენ, რომ ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი და ბედნიერ ცხოვრებას დაიწყებენ. მართალია ასეთი ამბავი ძალიან მარტივი და იოლად გამოსაცნობია, თუმცა ყველას გვიყვარს!

90-იანები ჯულია რობერტსის, ჰიუ გრანტის, მეგ რაიანისა და დრიუ ბერიმორის ეპოქაა. ყველას გვიყვარს ეს ფილმები, ყველა ვტირით და ვიცინით.

გთავაზობთ 90-იანი წლების 10 კლასიკად ქცეულ რომანტიკულ კომედიას, რომელიც ყოველ წელს, აუცილებლად უნდა ნახო და ოცნება გააგრძელო

1. ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა, 1994 წელი

ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა ბრიტანული კომედიაა ინგლისელი მამაკაცის, სახელად ჩარლისა და ამერიკელი ქალის, კერის შესახებ, რომლებიც რამოდენიმეჯერ ხვდებიან ერთმანეთს სხვადასხვა ქორწილზე, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტენ, რომ ნამდვილად ერთმანეთისთვის არიან შექმნილები.

2. გაქცეული პატარძალი, 1999 წელი

აიკ გრეჰემი, კორესპონდენტი ნიუ იორკიდან, სტატიას მუდამ ბოლო წამს წერს. ამჯერად, მის საყვარელ ბარში, ერთი მთვრალი კაცი მეგი კარპენტერის შესახებ უამბობს, ქალი, რომელიც საქმროებს ყველაზე ბოლო მომენტში ქორწილიდან გაურბის. აიკი, რომელსაც მდედრობით სქესზე საუკეთესო წარმოდგენა ისედაც არ აქვს, შეურაცხმყოფელ სტატიას წერს და სულაც არ არის გარკვეული,რაშია საქმე სინამდვილეში.

3. ნოთინგ ჰილი, 1999 წელი

რეჟისორ როჯერ მიჩელის ბრიტანული კომედია, რომელიც ცნობილ მსახიობსა და უბრალო ლონდონელ წიგნის გამყიდველს შორის რომანზე მოგვითხრობს.

4. უკოცნელი, 1999 წელი

ჯოსიმ, ჩიკაგოს "სან ტაიმსი"-ს ბავშვისსახიანმა თანამშრომელმა, სტუდენტად უნდა გაასაღოს თავი მის ყოფილ სკოლაში, რათა გამოიკვლიოს თინეიჯერთა კულტურა. მისი ძმის დახმარებით იგი კამპუსის ყველაზე პოპულარულ წრეში აღწევს. თუმცა ყველაფერს აფუჭებს ის, რომ მისი ინგლისური მასწავლებელი შეუყვარდება.

5. თქვენთვის წერილია, 1998 წელი

წიგნის მაღაზიის ქსელის მაგნატს ჯო ფოქსს და დამოუკიდებელი წიგნის მაღაზიის მფლობელ ქეთლინ კელის ინტერნეტით ანონიმურად ერთმანეთი შეუყვარდებათ.ამავე დროს, ჯო, ქეთლინის წიგნების მაღაზიის ბიზნესის დახურვას ცდილობს.

6. ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი, 1998 წელი

შექსპირი ვერ წარმოიდგენდა, თუ როგორები გახდებოდნენ მისი გმირები რამოდენიმე საუკუნის შემდეგ. თანამედროვე რომეო უკვე არ ჰგავს რომანტიულ ახალგაზრდას, ახლა მასთან შეხვედრებისთვის ფულს იხდიან. ჯულიეტა მამაკაცებს ზედმიწევნით კარგად იცნობს და ახლოს არ იკარებს. მას სძულს თავისი რჩეული, რისთვისაც 10 მიზეზი აქვს. მაგრამ მისი სიძულვილის ძირითადი მიზეზი სიყვარულია.

7. ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი, 1997 წელი

როდესაც იგი იგებს, რომ მისი დიდი ხნის პლატონური მეგობარი, მაიკლ ონილი ცოლად კიმბერლი უოლასს, მაღალი წრის ქალს ირთავს, კვების მიმომხილველი კრიტიკოსი , ჯულიან პოტერი მიხვდება, რომ მაიკლის მიმართ წრფელი გრძნობები ამოძრავებს და წყვილის ქორწილის ჩაშლას გადაწყვეტს.

8. ემა, 1996 წელი

ემა ვუდჰაუსი, ლამაზი, ჭკვიანი და თვითდაჯერებული გოგონა, დარწმუნებულია, რომ არ გათხოვდება არასოდეს. მას უფრო სიამოვნებს ახლობელი ადამიანების პირადი ცხოვრების მოწყობა ვიდრე თავისი. ჯეინ ოსტინის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია.

9. სანამ შენ გეძინა, 1995 წელი

სიმორცხვე ხელს უშლის ლუსის თავისი ოცნების მამაკაცი გაიცნოს, რომელსაც ყოველ დილით ხედავს. თუმცა, ბედისწერა მას შანს მისცემს, მოვლენები ისე განვითარდება, რომ გოგონა უცნობს სიკვდილისგან იხსნის. ლუსის შანსი ეძლევა მუდამ მის გვერდით იყოს: გადარჩენილი პიტერი ახლა საავადმყოფოში წევს უგონო მდგომარეობაში. პიტერის ოჯახი ლუსის შეცდომით მის საცოლედ ჩათვლის და ის არც გადაარწმუნებს მათ ამაში.

10. ლამაზმანი, 1990 წელი

თანამედროვე კონკია, სადაც მილიონერი ბიზნესმენი ჰოლივუდელ მეძავს გარიგებას სთავაზობს. ერთკვირიანი თანაცხოვრების შემდეგ, მათ ერთმანეთი უყვარდებათ... შეძლებენ კი მეოცე საუკუნის პრინცი და პრინცესა ბედნიერ ცხოვრებას?



<a href="https://www.cosmopolitan.com/">https://www.cosmopolitan.com/</a>