ბოლო წლებში ხვეული თმები ტრენდია. მნიშვნელობა არ აქვს, ბუნებრივად კულულა თმა გაქვთ თუ ქიმიურად დახვეული, ჩვენ გაგაცნობთ 5 შეცდომას, რომელიც არ უნდა დაუშვათ!
პირველი შეცდომა: თმის ხშირად დაბანა
ხვეული თმა ბუნებრივად მშრალია. ყოველდღიური დაბანით თმა კიდევ უფრო იფიტება და შრება. შედეგად გაუხეშებულ, გაბურძგნულ ხვეულებს მიიღებთ. ამიტომ მინიმალურად შეამცირეთ შამპუნის გამოყენება - კვირაში 2-3-ჯერ დაბანა, სრულიად საკმარისია ხვეული თმებისთვის.
მეორე შეცდომა: კონდიციონერზე უარის თქმა
შეუძლებელია, ხვეული თმის ბრწყინვალება შეინარჩუნოთ კონდიციონერის გარეშე. დამატენიანებელი სითხე დაგეხმარება თმის გამოკვებას, დარბილებასა და დაცვაში. მხოლოდ შამპუნით თმას გაასუფთავებთ, თუმცა მნიშვნელოვანია მისი შემდგომი დატენიანება. უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ ინგრედიენტებს, როგორებიცაა: ქოქოსის ცხიმი, შიის კარაქი, ალო ვერა და არგანის ზეთი.
მესამე შეცდომა: თმის არასწორი გაშრობა
თმის ფენით გაშრობა, ალბათ საუკეთესო გზაა ხვეულთმიანი გოგონებისთვის. თუმცა არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ თმის საშრობი სპეციალური თავსახურის, დიფუზორის გარეშე. დიფუზორი ხელს უშლის ჰაერის ნაკადის პირდაპირ თმის ღერზე მოხვედრას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დიფუზორის გამოყენებისას ჰაერის ნაკადი არ დააზიანებს და დაშლის ლამაზ ხვეულებს. თმის ასე გაშრობა გაპუწვისა და აბურდვისგანაც დაგიცავთ.
მეოთხე შეცდომა: დაბანვის შემდეგ თმის მოვლის გამოტოვება
სამწუხაროდ, ხვეულ თმას არ ჰყოფნის მხოლოდ კონდიციონერით დატენიანება. აუცილებელია დაბანის შემდეგ, სუფთა თმაზე ისეთი საშუალებების დატანება, როგორებიცაა თმის ზეთი და სპეციალური კრემები. ეს პროდუქტები იცავენ ხვეულებს ნაადრევი დაშლის, აწეწის, მზის სხივების ზემოქმედებისა და გამოშრობისგან.
მეხუთე შეცდომა: თმის დავარცხნა ჯაგრისით
თუ ახალბედა ხვეულთმიანი ხართ, სველი თმის ჯაგრისის დავარცხნა დაივიწყეთ. ასე ყველა ხვეულს დაშლით და 80-იანების ფუმფულა ვარცხნილობას მიიღებთ. არსებობს სპეციალური, განიერ კბილიანი სავარცხლები ხვეული თმებისთვის, რომელიც არ დაშლის თქვენს ვარცხნილობას. შეგიძლიათ ასეთი სავარცხლით შეიზილოთ თმის ზეთი ან კრემი. მაგრამ ხვეული თმების სპეციალისტების რჩევით, დაბანის შემდეგ საერთოდ უარი თქვით დავარცხნაზე, სჯობს დაბანამდე დაშალოთ თქვენი ხვეულები. რათა სრულყოფილი ვარცხნილობა მიიღოთ.
თემები: თმა, თმის მოვლა, თავის მოვლა, რჩევები ქალებს, რჩევები