რესტორანში და კაფეებში ქცევის ახალი ნორმები არსებობს, რომელიც ძალიან განსხვავებულია იმისგან, რაც გვქონდა.
პარასკევი საღამოა. გრძელი კვირის შემდეგ ფავორიტ რესტორნაში განტვირთვა შესანიშნავი აზრია. თუმცა პოსტ კორონავირუსულ სამყაროში, საღამოს მეგობრებთან შეხვედრა ძველი წესებით აღარ მოქმედებს.
რესტორანში შესვლისას სახის დამცავი ფარით აღჭურვილი მითერი გხვდება და რამდენიმე დღით ადრე დაჯავშნილი მაგიდისკენ მიგითითებს. ამ რესტორნაში მხოლოდ მაგიდების ნახევარია დაკავებული.
ახლა ასეთია კაფეებისა და რესტორნების რეალობა. მაგიდაზე დაჯდომისთანავე გიწევს გაიხსენო თამაშის ახალი წესები.
1. ვერ გექნება დიდი წვეულება - ადამიანთა რაოდენობა მკაცრად განსაზღვრულია;
2. ელოდები მომსახურე პერსონალს, როდის ჩაატარებს შენი მაგიდის დეზინფექციას;
3. ვეღარ დაელოდები სასმელს ბარში - რა თქმა უნდა, ის ისევ იმუშავებს, თუმცა სასმლის დალევა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ წინასწარ შეუკვეთავ და მიმტანი მაგიდაზე მოგართმევს;
4. ვეღარ იკამათებთ თანხის გაყოფაზე - ზოგიერთ რესტორანში თუ კაფეში, ანგარიშის გადახდა მხოლოდ უნაღდო ანგარიშწორებით იქნება შესაძლებელი;
5. თვითმომსახურების რესტორნებში ვეღარ შეძლებ საკვებთან მიახლოებას, რადგან საკვების დაინფიცირების უდიდესი რისკია;
6. ვერ დაჯდები კაფეში თუ რესტორანში წინასწარი ჯავშანის გარეშე. უფრო ზუსტად, ვერ შეისეირნებ წინასწარი დაგეგმვის გარეშე;
7. ვერ დაიკავებ ადგილს, სანამ ყველა არ მოვა.
თემები:
<a href="https://www.eatthis.com/">https://www.eatthis.com/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია