
გასული წლიდან მოყოლებული, საყურის რგოლები ნებისმიერი სეზონის ყველაზე მოთხოვნადი აქსესუარია. 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებიც სწორედ ამ საყურეებითაა სავსე. ერთი რამ ფაქტია, საყურის რგოლები თავისი არსებობის ზენიტშია. არჩევანი თქვენზეა, როგორი ზომის, ფერისა და დიზაინის რგოლს მოირგებთ.
ჩვენ გთავაზობთ სეზონის ყველაზე აქტუალურ 15 საყურეს:
1. მასიური, ოქროსფერი და მძიმე;

2. მინიმალისტური, სადა საყურის რგოლები;

3. ფერადი, მძივებით გაწყობილი საყურე განსაკუთრებული შემთხვევებისთვის;

4. დახვეწილი და განსხვავებული დიზაინი, რომელიც ნამდვილად დაამშვენებს თამამ ქალებს;

5. არ არსებობს ზედმეტად დიდი საყურის რგოლი!

6. მხოლოდ მეტალი არ არის ტრენდული - შეგიძლია აირჩიოთ მსუბუქი პლასტმასი;

7. განსხვავებული, თუმცა ნამდვილად ნაზი, დახვეწილი ქალებისთვისაა;

8. ფერადი და მასიური - ზაფხულს ნამდვილად მოუხდება!

9. ზომასა და ფერში შეზღუდულები სულაც არ ხართ;

10. არაფერი ზედმეტი!

11. .... და ყველაფერი ზედმეტი...

12. მინიმალიზმი სეზონის მეორე ტრენდია;

13. გეომეტრიული ფორმებიც აქტუალურია

14. შეგიძლიათ ყვავილის ფორმები მოირგოთ;

15. ხის ფაქტურა ნამდვილად განსხვავებული და დახვეწილია!

თემები: რჩევები ქალებს, სილამაზე, რჩევები, Trend, საყურე, 2020 წელი