ღია ფეხსაცმელი და წინდა - უჩვეულო კომბინაცია, რომელიც ამ ზაფხულის ტრენდია
- 28.05.2020
მართალია, ამ სეზონის მოდის კვირეულები გადაიდო და მოდის მოყვარულები იმედგაცრუებულები დარჩნენ, თუმცა მადლობა ღმერთს, ამ სეზონის ტრენდებს წინა წელს გავეცანით.
მაგრამ, ღია ფეხსაცმლისა და წინდის კომბინაციაზე რას იტყოდით? არა, ღია ფერის არა. სანდლები და წინდები... დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს 2020 წლის ზაფხულის ყველაზე სარისკო არჩევანია.
Anna Sui, Simone Rocha, Fendi, Prada, Salvatore Ferragamo და სხვა ცნობილი დიზაინერების კოლექციებში, წინდისა და სანდლის კომბოს მრავალ ვერსიას შეხვედრებით - სპორტული სანდლები და წინდები; ტყავის სანდლები და კლასიკური, თეთრი სპორტული წინდები; ქუსლიანი სანდლები და მაღალი წინდები.
ჩვენ გთავაზობთ ღია ფეხსაცმლისა და წინდის 7 კომბინაციას, რითიც აუცილებლად მოექცევით ყურადღების ცენტრში!
1. უხეში სანდლები და შავი წინდები;
2. ქალური, ქუსლიანი ფეხსაცმელი და შესაბამისი ფერის ნაზი წინდები;
3. ტყავის სანდლები და თეთრი, კლასიკური წინდები;
4. პლატფორმები და ჭრელი წინდები;
5. დაბალი სანდლები და სადა წინდები;
6. კლასიკური, საზაფხულო ფეხსაცმელი ქუსლზე და ნაზი, თხელი წინდა;
7. შავი, უხეში სანდლები და მხიარული წინდები.
თემები: სტილი, რჩევები ქალებს, სილამაზე ყველა ასაკში, ტრენდი, ქალები, რჩევები, 2020 წლის ტრენდი
<a href="https://www.vogue.com/">https://www.vogue.com/</a>