LIFE

ყველაფერი რაც „ქერათმიანი ადვოკატი 3“-ის შესახებ უნდა იცოდე

ყველაფერი რაც „ქერათმიანი ადვოკატი 3“-ის შესახებ უნდა იცოდე

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, აქტიურად საუბრობენ რომ „ქერათმიანი ადვოკატის“ მესამე ნაწილს მალე ვიხილავთ კინოეკრანებზე. 17 წლის შემდეგ, კლასიკად ქცეული ელ ვუდსი კვლავ მოგვევლინება ეკრანებზე და ალბათ, ისევ ისეთი ვარდისფერი იქნება.

ფილმის პრემიერა 2020 წლის 14 თებერვალს იგეგმებოდა

ხოლო რელიზი 2020 წლის მაისში უნდა გამოსულიყო. უკვე მაისი იწურება და რელიზი კვლავ არ ჩანს. როგორც ვარაუდობენ, მსოფლიო პანდემიამ „ქერათმიანი ადვოკატიც“ დააპაუზა.

ყველაფერი რაც „ქერათმიანი ადვოკატი 3“-ის შესახებ უნდა იცოდე

ელ ვუდსის როლს ისევ რიზ უიზერსპუნი ითამაშებს

რა თქმა უნდა! ჩვენ მხოლოდ რიზის შესრულებული ელ ვუდსი გვინდა! ჯერ კიდევ 2018 წლის 7 ივნისს, მსახიობმა თავის ინსტაგრამზე დაპოსტა აუზში მოლივლივე ვიდეო „ეს სიმართლე“. შეგახსენებთ, რომ ქერათმიანი ადვოკატი სწორედ ამ კადრებით იხსნება - ვარდისფერ ბიკინში გამოწყობილი ელ ვუდსი გვიყვება, თუ როგორ ჩააბარა ჰარვარდში!

BO-2 Instagram Post

რიზი ასევე ფილმის პროდიუსერი იქნება!

მსახიობი ბოლო წლების განმავლობაში აქტიურადაა დაინტერესებული პროდიუსინგით. რიზი ისეთი გახმაურებული და ცნობილი სერიალის პროდუსერია, როგორიცაა „პატარა დიდი ტყუილები“. დიახ, დიახ, ამავე სერიალში მსახიობი ერთ-ერთ მთავარ როლსაც შესანიშნავად თამაშობს!

ყველაფერი რაც „ქერათმიანი ადვოკატი 3“-ის შესახებ უნდა იცოდე

ფილმს ზუსტად იგივე „ხასიათი“ ექნება

ვიცი, ძალიან გაგიხარდათ! ფილმის მთავარი თემა კვლავ ქალების გაძლიერება და კლიმატის ცვლილება იქნება... რა თქმა უნდა, ვარდისფერ ფერებში!

BO-4 Instagram Post

ამჯერად, ელ ვუდსს ოფისში ვიხილავთ...

როგორც რიზ უიზერსპუნმა გააკეთა მინიშნება: „მას (ელს) შეუძლია იყოს უზენაეს სასამართლოში, ან ძალიან მაგარი ადვოკატი გამოვიდეს, ან უბრალოდ ციხეში წავიდეს. მას შეუძლია ყველაფერი“.

ჩვენი რჩევაა, რაც შეიძლება მალე გააგებინე ამბავი ბავშვობის მეგობრებს და ერთად მოემზადეთ 17 წლის წინ დაწყებული ამბის გასაგრძელებლად!