1. ჯანგო

„ჯანგოს“ გადაღებისას, სცენაში სადაც კელვინ კენდი მაგიდას ხელებს ურტყამს, ლეონარდო დიკაპრიომ შემთხვევით შუშის ჭიქა გატეხა და ხელის გული დაიზიანა. მას ხელიდან სისხლი წამოუვიდა, თუმცა მსახიობმა გააგრძელა თამაში. ამ ჟესტით აღფრთოვანებულმა გადამღებმა ჯგუფმა, სცენის დასრულებისთანავე მსახიობი ხანგრძლივი ოვაციით დააჯილდოვა.

2. ბნელი რაინდი

„ბნელ რაინდზე“ მუშაობის დაწყებამდე, ჰიტ ლეჯერი 6 კვირის განმავლობაში განმარტოვდა. ის სასტუმროში ცხოვრობდა და მთავარი გმირის ფსიქოლოგიას იკვლევდა. სწორედ ამ პერიოდში დაამუშავა ჯოკერის ცნობილი, სადისტური სიცილი.

3. ლამაზმანი

ყველასთვის საყვარელი სცენა „ლამაზმანში“, როდესაც რიჩარდ გირი ჯულია რობერტს ყელსაბამს უკეთებს რეალურია. გადაღებისას მსახიობს შემთხვევით “დაეკეტა“ ყელსაბამის ყუთი და ჯულიას თითი ჩაჰყვა. რეჟისორს იმდენად მოეწონა ეს ბუნებრივი სცენა და ჯულიას სიცილი, რომ „გაფუჭებული კადრის“ დატოვება გადაწყვიტა.

4. იურული პერიოდის პარკი

დინოზავრების ხმა „იურული პერიოდის პარკში“ სინამდვილეში კუების სექსის ხმაა.

5. ფორესტ გამპი

ტექნიკურად, ტომ ჰენკსს არ აუღია ანაზღაურება ამ როლისთვის. მას მხოლოდ გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი ერგო. რამაც 40 მილიონი დოლარი შეადგინა.

6. ინტერსტელარი

ინტერსტელარის სიმინდის ყანები, სინამდვილეში რეჟისორმა, კრისტოფერ ნოლანს ეკუთვნის. მან ფილმისთვის სპეციალურად 500 აკრი სიმინდის ყანა გააშენა, რომლის მოსავალიც მოგვიანებით გაყიდა და რეალური შემოსავალიც მიიღო.

7. გალაქტიკის მცველები

გადაღებების შემდეგ, კრის პარტმა მთავარი გმირის კოსტიუმი მოიპარა. მიზეზი ის გახლდათ, რომ ბავშვთა საავადმყოფოებში ჩაეცვა, როდესაც პატარებს ცნობილი ვარსკვლავების ლორდის ნახვა მოუნდებოდათ.