იცით როგორ ზრუნავდა გარეგნობაზე სილამაზის აიკონად ქცეული მერლინ მონრო? გასული საუკუნის ვარსკვლავს მაკიაჟის და თავის მოვლის საკუთარი ხრიკები ჰქონდა.
1. ხელოვნური წამწამები
მერლინ მონროს სილამაზის საიდუმლო ისაა, რომ მუდამ მომხიბლავად და გლამურულად, მაგრამ არა ხელოვნურად, გამოიყურებოდა. მაგალითად, ჰოლივუდის ვარსკვლავს ხელოვნური წამწამების გამოყენების საკუთარი წესი ჰქონდა - ის აუცილებლად შუაში ჭრიდა წამწამებს და თვალების კიდეებში იმაგრებდა. ამიტომ, მისი წამწამები მუდამ ხშირი იყო, თუმცა ძალიან ბუნებრივი.
2. გარუჯვა
სწორედ მის ეპოქაში დაიწყეს ქალებმა აქტიური გარუჯვა, თუმცა მერლინი არასოდეს ირუჯებოდა.
„მართალია კალიფორნიაში გარუჯვა ძალიან პოპულარულია, თუმცა არ ვფიქრობ, რომ მზეზე გამუქებული კანი უფრო მიმზიდველია ან უფრო ჯანმრთელი“.
ჰოლივუდის ვარსკვლავი არასოდეს გადიოდა სანაპიროზე მზისგან დამცავის გარეშე.
3. ტუჩსაცხი
მერლინ მონროს წითელი, მკვეთრი ტუჩები დღემდე აქტუალურია. საქმე ისაა, რომ ტუჩების შესაღებად სულ მცირე 5 განსხვავებული ტონის პროდუქტს იყენებდა.
ტუჩების გარე კიდეებზე აუცილებლად მუქი ტონის ტუჩსაცხს ისვამდა, ხოლო შიდა მხარეს უფრო ღიას. ასევე, ამატებდა ჰაილაითერის ქვედა ტუჩის ცენტრში და ზედა ტუჩის კონტურზე. ამ ტექნიკით იქმნებოდა წითელი, ბუნებრივად ფუმფულა ტუჩების ეფექტი.
4. სახის მოდელირება
გაინტერესებთ როდის დაიწყო სახის კონტურინგის ტრენდი? დიახ, ის მერლინ მონრომ მოიგონა. ვარდისფერი ფერუმარილი ყვრიმალებზე და ცხვირის წვერზე ნამდვილად ქმნიდა მაღალი გამოკვეთილი ლოყებისა და აპრეხილი ცხვირი ეფექტს.
5. დამატენიანებელი კრემი
მერლინ მონრო ყოველდღიურად მოიხმარდა დამატენიანებელ, ინტენსიურ კრემს. მსახიობმა იცოდა, რომ ჯანმრთელი კანი სილამაზის მთავარი საიდუმლოა.
6. მშრალი შამპუნი
პლატინისფერი ქერა ნამდვილად მერლინ მონროს ხელწერაა. თუმცა ვარსკვლავს სულაც არ ჰქონდა ბუნებრივად ღია ქერა თმა, ამიტომ რამდენიმე კვირაში ერთხელ იღებავდა. შეღებილი თმა რომ ყოველდღიური დაბანვით არ გახუნებოდა, მშრალ შამპუნს იყენებდა.
რა თქმა უნდა, მის ეპოქაში მშრალი შამპუნები არ არსებობდა, ამიტომ ვარსკვლავი ბავშვის პუდრს იყრიდა თმის ძირებში. ასე თმა სუფთა და მოცულობით ეფექტს ინარჩუნებდა.
7. სველი ქუთუთოს ეფექტი
სველი ქუთუთოს ეფექტი ბოლო სეზონების მაკიაჟის ტრენდია. თუმცა მერლინ მონრომ ამ საიდუმლოს ყველაზე პირველმა მიაგნო. მისი თვალების მაკიაჟის განუყოფელი ნაწილი იყო რამდენიმე წვეთი ქოქოსის ზეთის ან ვაზელინი.
თემები: თავის მოვლა, რჩევები ქალებს, რჩევები
<a href="https://www.ranker.com/">https://www.ranker.com/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია