LIFE

10 ყველაზე ვნებიანი ფილმი, რომლებიც იტალიაშია გადაღებული

10 ყველაზე ვნებიანი ფილმი, რომლებიც იტალიაშია გადაღებული

მართალია, პანდემია საშულებას აღარ გვაძლევს, რომ ძველებურად ვიმოგზაუროთ, მაგრამ ტურისტების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ქვეყანად მაინც იტალია რჩება. ქვეყანა გამორჩეულია თავისი ბუნებრივი სილამაზით, ისტორიით, სამზარეულოთი და ვნებიანი ცხოვრებით.

10 ყველაზე ვნებიანი ფილმი, რომლებიც იტალიაშია გადაღებული

ადამიანებს, რომლებსაც იტალიის მიწაზე ერთხელ მაინც დაუდგამთ ფეხი აღიარებენ, რომ იქ სხვა აურაა სიყვარულისთვის. ასევე იტალია ქალებს ძალიან ეხმარებათ საკუთარ თავში გარკვევასა და ახალ აღმოჩენებში.

10 ყველაზე ვნებიანი ფილმი, რომლებიც იტალიაშია გადაღებული

წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ვნებიან ფილმს, სადაც სიყვარულის ულამაზესი ისტორიების გარდა შეგიძლიათ არაჩვეულებრივი ბუნებით დატკბეთ.

10 ყველაზე ვნებიანი ფილმი, რომლებიც იტალიაშია გადაღებული

1. „მოპარული სილამაზე“ - რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი, ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია, 1996 წელი

10 ყველაზე ვნებიანი ფილმი, რომლებიც იტალიაშია გადაღებული

დედის თვითმკვლელობის შემდეგ, ლივ ტაილერის 19 წლის გმირი იტალიაში მიემგზავრება. სადაც ზაფხულის გატარება ოჯახის ძველი მეგობრების ვილაზე მოუწევს. ტოსკანაში შეხვდება მმაკაცს, რომელმაც ოთხი წლის უკან მას ცხოვრებაში პირველი კოცნა აჩუქა. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი, შესაძლოა მთავარი მოტივი ამ გამგზავრების, ეს გახლავთ გარდაცვლილი დედის დღიური, რომლის შინაარსის ამოხსნასაც მხოლოდ იტალიაში შეძლებს.

2. „პური და ტიტები“ - რეჟისორი სილვიო სოლდინი, იტალია-საფრანგეთი, 2000 წელი

10 ყველაზე ვნებიანი ფილმი, რომლებიც იტალიაშია გადაღებული

როსალა ერთი ჩვეულებრივი იტალიელი დიასახლისია და ოჯახთან ერთად ავტობუსით ტურში გაემგზავრება. მოულოდნელად გზისპირა კაფეში მარტო დარჩენილი, შინ დაბრუნების მცდელობისას გადაწყვეტს აისრულოს დიდი ხნის ოცნება და ვენეცია მოინახულოს. ფილმში დელიკატურად არის მოთხრობილი ცვლილებების აუცილებლობაზე, რისიც ხშირად ქალებს ძალიან ეშინიათ.

3. „მალენა“ - რეჟოსორი ჯუზეპე ტორნატორი, იტალია - აშშ, 2001 წელი

10 ყველაზე ვნებიანი ფილმი, რომლებიც იტალიაშია გადაღებული

მოქმედება 1941 წელს, სიცილიის სანაპიროზე მდებარე სოფელში ხდება, სადაც 13 წლის ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ჯუზეპე აღმოაჩენს, რომ მონიკა ბელუჩის გმირი მალენა თავდავიწყებით შეუყვარდა. მალენა - ულამაზესი ქვრივია, კაცებისთვის ოცნების ქალია, ქალებისთვის კი შურის ობიექტი. ცოლები მასზე ბინძურ ჭორებს ავრცელებენ, ქმრები კი მას უკან დასდევენ და ოცნებობენ მასზე.

4. „ტოსკანის მზის ქვეშ“ - რეჟისორი ოდრი უელსი, აშშ - იტალია, 2004 წელი

10 ყველაზე ვნებიანი ფილმი, რომლებიც იტალიაშია გადაღებული

35 წლის მწერალი ფრენსის მეიესის ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილება მოხდება. განქორწინების შემდეგ დეპრესიაში ჩავარდნილი ქალი შემოქმედებით კრიზისს განიცდის. სწორედ ამ დროს ურჩევენ მეგობრები რომ 10 დღით ტოსკანაში გაემგაზავროს. ქალი დათანხმდება და იყიდის ვილას. ახალი ცხოვრების დასაწყებად რა შეიძლება იყოს კიდევ უფრო ხელსაყრელი ვიდრე რენესანსის ეპოქის სახლი? - საბოლოოდ, ანტიკვარიატის გამყიდველი მარჩელოს სახით მას ცხოვრება მეორე შანსს აძლევს.

10 ყველაზე ვნებიანი ფილმი, რომლებიც იტალიაშია გადაღებული

5. „ჩრდილები მზეზე“ - რეჟისორი ბრედ მირმანი, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, იტალია, 2005 წელი

10 ყველაზე ვნებიანი ფილმი, რომლებიც იტალიაშია გადაღებული

გამომცემლობის ახალგაზრდა რედაქტორი ჯერემი ტაილერი იღებს დავალებას - მოძებნოს იტალიაში ოდესღაც ცნობილი მწერალი უელდონ პერიში და ამისათვის ყველაფერი უნდა გააკეთოს. რედაქტორს მწერალთან ახალ წიგნზე კონტრაქტი აქვს გასაფორმებელი. თან ამ დავალების შესრულების მთავარი ხიბლი ის არის, რომ უელდონ პერიში ტაილერის საყვარელი მწერალია.

10 ყველაზე ვნებიანი ფილმი, რომლებიც იტალიაშია გადაღებული

6. „ტურისტი“ - რეჟისორი ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკი, 2010 წელი

10 ყველაზე ვნებიანი ფილმი, რომლებიც იტალიაშია გადაღებული

პეგი გუგენჰაიმის კოლექცია, ბიბლიოთეკა მარჩიანა, მადონა დელ ორტოს ტაძარი, არსენალის შენობა და მრავალი სხვა ცნობილი ვენეციური ღირსშესანიშნაობა შეგიძლიათ იხილოთ გერმანელი რეჟისორის ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკის ფილმში „ტურისტი“. ფილმში მონაწილეობს ჰოლივუდის ორი აღიარებული სექს-სიმბოლო – ანჯელინა ჯოლი და ჯონი დეპი. ფილმში არის როგორც ლირიკული ხაზი და ძლიერი ინტრიგა, ისე ამაღელვებელი დევნა კატარღებით მსოფლიოს ყველაზე ცნობილ არხებზე.

10 ყველაზე ვნებიანი ფილმი, რომლებიც იტალიაშია გადაღებული

7. „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ - რეჟისორი რაიან მერფი, აშშ, 2010 წელი

10 ყველაზე ვნებიანი ფილმი, რომლებიც იტალიაშია გადაღებული

ლიზ ჯილბერტს (ჟულია რობერტსი) ყველაფერი ჰქონდა რაზეც თანამედროვე ქალმა შეიძლება იოცნებოს: ქმარი, სახლი, წარმატებული კარიერა. მაგრამ სხვა ბევრის მსგავსად მანაც აღმოაჩინა, რომ იგი დაკარგული და დაბნეულია. ახლად განქორწინებული ჯილბერტი ხვდება არაკომფორტულ სიტუაციაში. იგი რისკავს ყველაფერს რათა შეცვალოს თავის ცხოვრება.

ლიზი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენას იწყებს. იტალიაში მოგზაურობისას ის სიამოვნებას იღებს სხვადასხვა კერძების დაგემოვნებით, შეიგრძნობს ლოცვის ძალას ინდოეთში და ბოლოს მოულოდნელად შინაგან სიმშვიდეს და ნამდვილი სიყვარულის ძალას იპოვის კუნძულ ბალიზე... 

10 ყველაზე ვნებიანი ფილმი, რომლებიც იტალიაშია გადაღებული

8. „წერილები ჯულიეტას“ - რეჟისორი გარი უინიკი, 2010 წელი

10 ყველაზე ვნებიანი ფილმი, რომლებიც იტალიაშია გადაღებული

იტალიაში არდადეგებზე ჩასული სოფია შემთხვევით იპოვის უპასუხოდ დატოვებულ ბარათს – „წერილი ჯულიეტას”. ეს წერილი ერთ-ერთია ვერონაში, შეყვარებულთა ციხე-დარბაზის ეზოში შენახულ ბარათებს შორის. გოგონა წერილში მითითებული შეყვარებულების ძებნას დაიწყებს და სწორედ ამ დროს ეხვევა საინტერესო თავგადასავალში.

9. „დადასტურებული ასლი“ - რეჟისორი აბას კიაროსტამი, ბელგია - იტალია - საფრანგეთი, 2011 წელი

10 ყველაზე ვნებიანი ფილმი, რომლებიც იტალიაშია გადაღებული

ბრიტანელი მწერალი ჯეიმსი იტალიაში კონფერენციაზე ჩავა, რომელიც ხელოვნებაში დედნების და ასლების პრობლემას ეძღვნება. აქ ის გალერეის მფლობელ ფრანგ ქალბატონს გაიცნობს, რომელიც ქმარს მწერლად ასაღებს. ჯეიმსი მშვენიერი ქალბატონის უმანკო თამაშს ჰყვება, მაგრამ ეს თამაში თანდათან ძალიან საშიში ხდება.

10 ყველაზე ვნებიანი ფილმი, რომლებიც იტალიაშია გადაღებული

10. „მე ვარ სიყვარული“ - რეჟისორი ლუკა გუადანინო, იტალია, 2009 წელი

10 ყველაზე ვნებიანი ფილმი, რომლებიც იტალიაშია გადაღებული

რეკების რესპექტაბელური ოჯახის პატრიარქი ედუარდ უფროსი სიკვდილის მოახლოვებას გრძნობს და გადაწყვეტს საკუთარი ბიზნესი შვილს ტანკრედის და შვილიშვილს ედუარდ უმცროსს გადასცეს. ამ უკანასკნელს კი სულ სხვა გეგმები აქვს. ედუარდს სურს, რომ მეგობარ ანტონიოსთან ერთად რესტორანი გახსნას, რისთვისაც ფული ესაჭიროება. სანამ ის მამის მხარდაჭერის მოპოვებისთვის იბრძვის, დედამისს უგონოდ შეუყვარდება ანტონიო და მასთან რომანს გააბამს.