სტილი

80-იანები თუ 2017? – რა იქნება წელს ტრენდული

80-იანები თუ 2017? – რა იქნება წელს ტრენდული

მარკ იაკობსის წვეულება, რომელიც ახალ წლამდე ბრუკლინში მოეწყო, ტყუილად არ გამართულა. აღნიშნულ წვეულებას მკაცრად განსაზღვრული დრესკოდი ჰქონდა, რომელსაც 80-იანი წლების სტილი განსაზღვრავდა. როგორც ჩანს, 2017 წელს 80-იანი წლების სტილი ხდება ტრენდული, ყოველ შემთხვევაში, ამას პროგნოზირებს მოდის ანალიტიკოსთა ორი უმნიშვნელოვანესი გუნდი.

Pinterest-ის შიდა ანალიტიკური გუნდის განმარტებით, 80-იანი წლების სტილის ტრენდულობა არ ნიშნავს მოდის სამყაროს უკუსვლას. გუნდმა გააანალიზა ტენდენციები, რომელსაც მართლაც აქვს მსგავსება გასული საუკუნის 80-იანი წლების ტენდენციებთან. მათი თქმით, ეს ტენდენცია პიკს 2017-ში მიაღწევს. წელს მძიმე მეტალი გასულ საუკუნეზე მეტად პოპულარული ხდება – „ვარსკვლავურ ომებს“ დღემდე არ დაუკარგავს აქტუალურობა. სერიალი „უცნაური ამბები“, რომელიც 80-იანი წლების ნიუ-იორკში მიმდინარე უცნაურ ამბებზე გვიამბობს, წლის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სერიალია. მამაკაცი მაკიაჟით იმაზე მეტად ტრენდულია, ვიდრე როკის აყვავების ხანაში იყო. 80-იანი წლების ყველაზე პოპულარული საპნის ოპერა „დინასტია“ ისევ გადის ამერიკულ და რუსულ რამდენიმე არხზე. რაღა დავამატოთ?

80-იანები თუ 2017? – რა იქნება წელს ტრენდული

„ასევე, დიდი ძვრები იყო პოლიტიკური კონტექსტითაც, ფეხსაცმელები ქუსლის გარეშე და პირსინგები და საყურეები დიდი რაოდენობით“, – წერს გაზეთი WWD (Women's Wear Daily). „80-იანი წლების ტენდენციები ხელიდან ხელში გადადის და ძალიან სწრაფად ვრცელდება. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს მოკლე ტოპებსა და ჯინსის ქვედაბოლოებში“.

როგორც მოდის კრიტიკოსები და ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, 2017 წელს 80-იანების ტრენდი მაღალი ტემპერატურით დაიმკვიდრებს ადგილს და ამ წლისთვის გამორჩეული და დამახასიათებელი იქნება საქმიანი ლუქი. გამოიკვეთება საოფისე სტილი, აქტიური ცხოვრების სტილისთვის შესაფერისი ტანისამოსიც.

რაც შეეხება მოკლე ტოპებს, რომლებიც გასული წლის ტენდენცია გახლდათ, მათ შესახებ კამათი მიმდინარეობს. კერძოდ, მსოფლიო მოდა ჯერ ვერ შეთანხმდა, ჩაანაცვლებს თუ არა მათ რაიმე სხვა ტენდენცია.

80-იანები თუ 2017? – რა იქნება წელს ტრენდული

ალბათ, გასაკვირი არც ის არის, რომ მსოფლიოს წამყვანმა დიზაინერებმა, თავიანთი 2017 წლის კოლექციის შექმნისას 80-იანი წლებისთვის დამახასიათებელი დეტალები ჭარბად გამოიყენეს. ჰედი სლიმანის, ფრანგი ფოტოგრაფისა და დიზაინერის, ივ სენ ლორანის შემოქმედებითი დირექტორის ბოლო კოლექცია სერიალ „დინასტიით“იყო შთაგონებული და საკმაოდ დრამატულიც გახლდათ. სხვა დიზაინერების 2017 წლის გაზაფხულისა და ზაფხულის კოლექცია კი რეიგანის პერიოდის ამერიკის სტილის მიხედვით შეიქმნა.

ლი ედელკორტი, დანიელი კონსულტანტი, რომელიც მოდის სფეროში ცნობილია თავისი სკეპტიკური დამოკიდებულებით ყველა მოდური ტენდენციის მიმართ და აღიარებულია მოდური სამყაროს „სინოპტიკოსად“, აღნიშნავს, რომ მოდის ტენდენციები ნამდვილად მეორდება და წარსულის სტილს იმეორებს, თუმცა, იქვე აზუსტებს, რომ მას ეს სულაც არ უხარია. ლონდონში მიცემულ უკანასკნელ ინტერვიუში ედელკორტიმ მოდის ბოლოდროინდელი პრაქტიკის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა.

მისი თქმით, წარსულში დიზაინერებმა სრულიად ახალი სილუეტები შექმნეს და სრულიად ახალი სიტყვა თქვეს მოდის ისტორიაში, თანამედროვეები კი კვლავ ძველი ტენდენციებით ხელმძღვანელობენ და ძველ გამოცდილებას ეყრდნობიან.

80-იანები თუ 2017? – რა იქნება წელს ტრენდული

„ამ კატეგორიის დიზაინერები ჯერ კიდევ მუშაობენ ტანსაცმლის შექმნაზე, თუმცა არ არიან კონცენტრირებულნი სიახლეებზე და არ აინტერესებთ მათი ძიება. კონცეპტუალური ინოვაციის ამ ტიპით კი მსოფლიო მოდის იდეას კარგავს“, – აღნიშნავს ედელკორტი.

როგორც არ უნდა იყოს, ეჭვგარეშეა ის, რომ 80-იანების სტილი ძალიან ხმაურიანად შემოიჭრა 2017 წლის ტენდენციებში და თქვენ შეგიძლიათ, ის არა მხოლოდ მოდის დიზაინერთა კოლექციაში, არამედ თანამედროვე მაღაზიებსა და ბრენდებშიც აღმოაჩინოთ.



<a href="http://www.allure.com/story/80s&ndash;fashion&ndash;trend&ndash;for&ndash;2017?mbid=social_cp_facebook_vf">http://www.allure.com</a>