LIFE

10 ნიშანი, რომ იმაზე უკეთ ცხოვრობ, ვიდრე გგონია

10 ნიშანი, რომ იმაზე უკეთ ცხოვრობ, ვიდრე გგონია

ღრმად ჩაისუნთქე.

10 ნიშანი, რომ იმაზე უკეთ ცხოვრობ, ვიდრე გგონია

შესანიშნავად უმკლავდები ცხოვრების გამოწვევებს. თუ ეჭვი გეპარება, ჩვენ გთავაზობთ 10 ნიშანს, რომ იმაზე მეტად წარმატებული ხარ, ვიდრე გგონია. დაბალი თვითშეფასება და დროდადრო შფოთვითი აშლილობა აბსოლუტურად ბუნებრივი რამაა. ნუ გეშინია, შენ არაჩვეულებრივი ხარ!

10 ნიშანი, რომ იმაზე უკეთ ცხოვრობ, ვიდრე გგონია

1. ამ თვის გადასახადები უკვე გადაიხადე.

ალბათ, დამატებითი თანხაც დაგრჩა არასაჭირო ნივთების შესაძენად. შენ შესანიშნავად უმკლავდები ცხოვრების ფინანსურ გამოწვევებს. სამყაროში უამრავი ადამიანია, ვისაც ეს ფუფუნება არ აქვს.

10 ნიშანი, რომ იმაზე უკეთ ცხოვრობ, ვიდრე გგონია

2. ეჭვქვეშ აყენებ საკუთარ თავს, ცხოვრებას.

ზოგჯერ თავს არასაკმარისადაც გრძნობ და ცხოვრებისგან მეტს მოელი. ეს არაჩვეულებრივია! შენი უკმაყოფილება ნიშნავს იმას, რომ გამუდმებით იზრდები, მზად ხარ სიახლეებისთვის, არ გეშინია საკუთარი თავის ობიექტური შეფასების და თვითშემეცნების.

10 ნიშანი, რომ იმაზე უკეთ ცხოვრობ, ვიდრე გგონია

3. შენ მუშაობ.

გამოიმუშავებ ფულს, რომელიც გეხმარება ჭამო, მშვიდად დაიძინო და ჩაიცვა. შესაძლოა, ეს ის სამსახური არაა, რაზეც ოცნებობდი. შემოსავალი კი მხოლოდ აუცილებელ საჭიროებებზე გყოფნის, მაგრამ შეგიძლია დამოუკიდებელი ცხოვრება და პასუხისმგებლობის აღება. ამ მიდგომით აუცილებლად მიაღწევ დასახულ მიზნებს!

10 ნიშანი, რომ იმაზე უკეთ ცხოვრობ, ვიდრე გგონია

4. გაქვს დრო, აკეთო ის, რაც გსიამოვნებს.

თუნდაც ეს საღამოობით დივანზე წამოწოლა და ფავორიტი ფილმებისა თუ სერიალების ყურება იყოს.

10 ნიშანი, რომ იმაზე უკეთ ცხოვრობ, ვიდრე გგონია

5. არ დარდობ, რა ჭამო.

მაცივარში ყოველთვის მოიძებნება რამე საკვები, სავარუდოდ არჩევანის საშუალებაც გაქვს. ბევრისთვის ეს მხოლოდ ოცნებაა.

10 ნიშანი, რომ იმაზე უკეთ ცხოვრობ, ვიდრე გგონია

6. გყავს ახლო მეგობარი.

თუნდაც მხოლოდ ერთი. როდესაც საქმე ურთიერთობებს ეხება, ხარისხი რაოდენობაზე მნიშვნელოვანია. ამ ადამიანთან შეგიძლია გაიზიარო სიხარული, მწუხარება, ბედნიერება, სევდა ან უბრალოდ დაურეკო და საათობით ელაპარაკო. გიფიქრია ეს რამხელა ბედნიერებაა?

10 ნიშანი, რომ იმაზე უკეთ ცხოვრობ, ვიდრე გგონია

7. შეგიძლია იმგზავრო მეტროთი, დალიო ჭიქა ყავა ან საწვავით აავსო მანქანის ავზი.

ეს იმდენად ყოველდღიური მომენტებია, რომ ვერ ამჩნევ რა იღბლიანი ხარ თუნდაც ასეთი მცირე შესაძლებლობებით.

10 ნიშანი, რომ იმაზე უკეთ ცხოვრობ, ვიდრე გგონია

8. შენ არ ხარ ის, ვინც ერთი წლის წინ იყავი.

სწავლობ, ვითარდები და შეგიძლია დაინახო, როგორ შეიცვალე. იამაყე იმ გზით, რომელიც აქ მოსასვლელად გაიარე.

10 ნიშანი, რომ იმაზე უკეთ ცხოვრობ, ვიდრე გგონია

9. გაქვს დრო, დატკბე ცხოვრებით.

ბოლო წლებში იყავი კონცერტზე, შეიძინე ახალი წიგნები, გაისეირნე ქალაქში ფეხით - შენ არ მუშაობ მზის ამოსვლიდან დაღამებამდე, კვირაში შვიდი დღე, მთელი წელი. შენ შეგიძლია დატკბე ცხოვრებით.

10 ნიშანი, რომ იმაზე უკეთ ცხოვრობ, ვიდრე გგონია

10. გაქვს ინტერესები.

მნიშვნელობა არ აქვს, რა არის შენი ინტერესის საგანი - ბედნიერი ცხოვრება, მეორე ნახევრის პოვნა, წიგნების კითხვა თუ ფილმების ყურება. არსებობს რაღაც, რაც გაინტერსებს, გსიამოვნებს და ახალი აღმოჩენებისკენ მიგიძღვის.

10 ნიშანი, რომ იმაზე უკეთ ცხოვრობ, ვიდრე გგონია


ღრმად ჩაისუნთქე. რთული დღეები აუცილებლად გაივლის!



<a href="https://www.powerofpositivity.com/">https://www.powerofpositivity.com/</a>