LIFE

8 მიზეზი, რის გამოც, ადამიანები ბედნიერებას იმსახურებენ

8 მიზეზი, რის გამოც, ადამიანები ბედნიერებას იმსახურებენ

შენ იმსახურებ ბედნიერებას, რადგან ცოცხალი ხარ

ცოცხალი არა კლასიკური, ბიოლოგიური გაგებით. ცოცხალი ხარ, რადგან დაიბადე იმისთვის, რომ ბედნიერება განიცადო. ეს ინფორმაცია არაა კოდირებული შენი გენეტიკაში, ეს შენი ხასიათის, ბუნების ნაწილია. ბედნიერება არსებობის საფუძველია - შეუძლებელია უარყო საკუთარი თავი, ზუსტად ისევე, როგორც ვერ იტყვი უარს სუნთქვაზე. ჩვენ ადამიანები ვართ და ბედნიერება გადარჩენის ერთადერთი გზაა.

8 მიზეზი, რის გამოც, ადამიანები ბედნიერებას იმსახურებენ

შენ იმსახურებ ბედნიერებას, რადგან შენი ტკივილი არავისთვისაა სასარგებლო

რაც მეტად ცუდად იქნები, მით ნაკლებად შეძლებ განვითარებას, გაზრდას და სხვა ადამიანებთან კომუნიკაციას. როგორც წესი, ადამიანები საკუთარი ვერსიის გაუმჯობესებისკენ, მუდმივი ზრდისკენ მივისწრაფვით. მაგრამ, როდესაც ცუდად ვართ, საკუთარ ნაჭუჭში ვიკეტებით და ვმალავთ საკუთარ თავს. როდესაც ბედნიერი ხარ, მუდმივად წინ მიდიხარ და ისე ასხივებ პოზიტიურ ენერგიას, რომ სხვა ადამიანებსაც უნათებ გზას, ხედავ ცხოვრების მიზანს და ძლიერდები.

8 მიზეზი, რის გამოც, ადამიანები ბედნიერებას იმსახურებენ

შენ იმსახურებ ბედნიერებას, რადგან არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა წარსულში

გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღე და შანსები, რომლებიც გამოტოვე - ახლა მნიშვნელობას კარგავს.

8 მიზეზი, რის გამოც, ადამიანები ბედნიერებას იმსახურებენ

შენ იმსახურებ ბედნიერებას, რადგან წარსულს არ შეუძლია შეცვალოს შენი მომავალი

არსებობს ათასობით უკეთესი გზა, რომლის დაწყებაც ახლა შეგიძლია.

8 მიზეზი, რის გამოც, ადამიანები ბედნიერებას იმსახურებენ

შენ იმსახურებ ბედნიერებას, რადგან წარსულში დაშვებულმა შეცდომებმა გაქცია იმად, ვინც ახლა ხარ

იყავი საკუთარი წარსულის მადლიერი.

8 მიზეზი, რის გამოც, ადამიანები ბედნიერებას იმსახურებენ

შენ იმსახურებ ბედნიერებას, რადგან შეუძლებელია საკუთარი თავისგან გაქცევა

რაც მეტად იმალები, მით მეტად იკარგები იმ გზიდან, რომელიც უნდა გაიარო და რაც მთავარია, კარგავ შენს უნიკალურ ძალას. სამყაროს ზუსტად ეს ძალა სჭირდება შთაგონებისთვის. იმ ადამიანის ძალა, ვინც ძალიან დიდხანს იბრძოდა, ძალიან უყვარდა და არასოდეს ნებდებოდა. იმ ადამიანის ძალა, ვისაც აქვს უნარი შექმნას რამე ახალი და რამე მშვენიერი. სამყაროს არ სჭირდება ნახევარი ადამიანი, ის ვინც ვერასოდეს გახდება საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.

8 მიზეზი, რის გამოც, ადამიანები ბედნიერებას იმსახურებენ

შენ იმსახურებ ბედნიერებას, იმიტომ რომ ის, რასაც შენს თავს ეუბნები, საკუთარი უმოქმედობის გასამართლებლად, სინამდვილეში მხოლოდ შიშია

შიში კი ილუზიაა, ტყუილია. ჭეშმარიტება ისაა, რომ ბედნიერი უნდა იყო, შენი არასრულყოფილებითა და ნაკლოვანებებით. სამყაროს უნდა, რომ ზუსტად ისეთი იყო, როგორიც გულის სიღრმეში ხარ. ამიტომ, მოიხსენი შენი ტვირთი, დატოვე კარებთან და სცადე, ისე მოიქცე, როგორც გულით გინდა. გახდი ის ადამიანი, ვისაც მუდამ ემალებოდი.

8 მიზეზი, რის გამოც, ადამიანები ბედნიერებას იმსახურებენ

შენ იმსახურებ ბედნიერებას, რადგან ცხოვრებას, სწორედ ბედნიერი ადამიანები სძენენ მნიშვნელობასა და აზრს.

8 მიზეზი, რის გამოც, ადამიანები ბედნიერებას იმსახურებენ



<a href="https://thoughtcatalog.com/">https://thoughtcatalog.com/</a>