LIFE

გიფიქრია, რატომ არ გაქვს შენი საოცნებო ცხოვრება? - 4 რჩევა ბედნიერებისთვის

გიფიქრია, რატომ არ გაქვს შენი საოცნებო ცხოვრება? - 4 რჩევა ბედნიერებისთვის

შეიძლება, შენი ცხოვრება ისეთი არ არის, როგორიც გინდოდა, რომ ყოფილიყო. შეიძლება მარტოხელა დედა ხარ, რომელიც გამუდმებით ცდილობს, ორივე მშობლის როლი შეითვისოს. შეიძლება ფიქრობ, რომ ცხოვრების საუკეთესო ნაწილი უკვე გაიარე. შენ იზრდები, ბერდები, სხეულიც აღარაა ისეთი ენერგიული, როგორიც წლების წინ და ყოველთვიურად უფრო და უფრო მეტი ქვითრის გადახდა გიწევს.

თვალები დახუჭე და უბრალოდ ჩაისუნთქე

გიფიქრია, რატომ არ გაქვს შენი საოცნებო ცხოვრება? - 4 რჩევა ბედნიერებისთვის

შინაგანად ყვირილი გინდა, თუმცა ცდილობ გაიღიმო. გინდა ისეთი ცხოვრებით იცხოვრო, როგორიც აქამდე არასოდეს გქონია. ისეირნო სანაპიროზე ფეხშიშველამ და ზღვის ხმას უსმინო, ან უბრალოდ წყლის ზედაპირზე იტივტივო და ცხოვრებაში არაფერზე იდარდო.

გიფიქრია, რატომ არ გაქვს შენი საოცნებო ცხოვრება?

ფული, დრო, პასუხისმგებლობები, ასაკი, შიში და კიდევ ათობით სულელური წესის ჩამოწერა შეიძლება, რომელსაც უნდა მისდიო თუ გინდა, რომ სტრუქტურიზებულ საზოგადოებას მოერგო.

გიფიქრია, რატომ არ გაქვს შენი საოცნებო ცხოვრება? - 4 რჩევა ბედნიერებისთვის

1. სინამდვილეში, ცხოვრება ის მომენტებია, რომელიც გახსოვს, გაცინებს და გაბედნიერებს.

შეწყვიტე მიზეზების ძებნა, რატომ ვერ იცხოვრებ შენი დაწერილი წესებით. წარმოიდგინე სახლი, რომელიც გინდა; სხეული, როგორიც გინდა, რომ გქონდეს და ის საოცარი ურთიერთობა, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდი - შენია! წარმოიდგინე და შეიგრძენი. გადააბიჯე საზღვრებს და დაივიწყე „მე არ შემიძლია“, „ამას ვერ გავაკეთებ“, „ეს არასოდეს მოხდება“ და დაიჯერე, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუ გულით ინატრებ.

გიფიქრია, რატომ არ გაქვს შენი საოცნებო ცხოვრება? - 4 რჩევა ბედნიერებისთვის

2. მიჰყევი საკუთარ გულს

გონება ყოველთვის შეეცდება დაგიწესოს ოცნების ლიმიტები, მაგრამ შენი გული ჩვეული ერთგულებით განაგრძობს ნატვრას. იყავი მეოცნებე - ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ამ მომენტით და შეწყვიტე, საკუთარი თავის ხელში აყვანა.

გიფიქრია, რატომ არ გაქვს შენი საოცნებო ცხოვრება? - 4 რჩევა ბედნიერებისთვის

3. შეწყვიტე რჩევების მიღება იმ ადამიანებისგან, ვინც შენს ოცნებებზე არაფერი იციან

მიჰყევი საკუთარ გულს და დაივიწყე კომფორტის, უსაფრთხოების. ცხოვრება სწორედ კომფორტის ზონის მიღმა, ახალი თავგადასავლებით იწყება.

გიფიქრია, რატომ არ გაქვს შენი საოცნებო ცხოვრება? - 4 რჩევა ბედნიერებისთვის

4. ყველაზე მხიარულ, საინტერესო და ბედნიერ ადამიანებს, ვისაც ოდესმე შეხვედრიხარ, არც ყველაზე მეტი ფული აქვთ და არც ადვილი ცხოვრება

მათ აქვთ საოცარი ენერგია, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში გადასცემენ ადამიანებს. ენერგია, რომლისთვისაც არ არსებობს პასუხი „არა“. მათ სჯერათ, რომ სამყარო აუცილებლად შესთავაზებს საუკეთესოს, რადგან ისინი უბრალოდ იმსახურებენ ამას. ისინი საკუთარ გულს მიჰყვებიან.

გიფიქრია, რატომ არ გაქვს შენი საოცნებო ცხოვრება? - 4 რჩევა ბედნიერებისთვის

თუ არა დღეს, მაშინ როდის უნდა უსმინო საკუთარ გულს?



<a href="https://thoughtcatalog.com/">https://thoughtcatalog.com/</a>