სილამაზე

ქეთა ბაღაშვილი: „ჩემი ოცნება, თანაბარი შესაძლებლობები ჰქონოდათ ყველა სოციალური წრის ქალს, დაეტესტათ სასურველი პროდუქტები, ახდა...“

ქეთა ბაღაშვილი: „ჩემი ოცნება, თანაბარი შესაძლებლობები ჰქონოდათ ყველა სოციალური წრის ქალს, დაეტესტათ სასურველი პროდუქტები, ახდა...“

ქეთა ბაღაშვილი ქალებისთვის ყველაზე სასარგებლო ჯგუფის Beauty Lab-ისა და აპლიკაცია Beauty Lab App-ის დამფუძნებელია. ამბობს, რომ ამ ყველაფრის დაწყებამდე სულაც არ ფიქრობდა, რომ გასართობად შექმნილი ბიუთი ჯგუფი ამხელა მასშტაბებს შეიძენდა და ბიზნესადაც იქცეოდა... თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ ყოფილა

ქეთა ბაღაშვილი: „ჩემი ოცნება, თანაბარი შესაძლებლობები ჰქონოდათ ყველა სოციალური წრის ქალს, დაეტესტათ სასურველი პროდუქტები, ახდა...“

- ქეთა, რა მოგწონთ თქვენს საქმიანობაში ყველაზე მეტად?

- ეს საქმე თავიდან ბოლომდე ჩემ სრულ ჩართულობას მოითხოვს - ჩემი გონების, უნარების და ხასიათის კოლაბორაციაა ყველა ჩემი განხორციელებული პროექტი. ამიტომ არ მაძლევს მოდუნების საშუალებას.

- როგორ დაიბადა Beauty Lab-ის შექმნის იდეა?

- Beauty Lab-ი ჩანაფიქრშივე „სილამაზის დიდი კორპორაცია“ არ ყოფილა. ჯგუფი გასართობად და სილამაზესთან დაკავშირებული ინფორმაციების გასაცვლელად 2017 წელს, ჩემი და ჩემი მეგობრის მიერ შეიქმნა. მაშინ არსებობდა მსგავსი შინაარსის პატარა, დახურული ჯგუფი, რომელშიც გაწევრიანებულები ვიყავით და გადაწყვიტეთ უფრო მასშტაბური და მეტად დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული გოგოების გაერთიანება გაგვეკეთებინა. თუმცა რაღაც ეტაპზე ჩვენც გავიყავით და ცალ-ცალკე გავაგრძელეთ არსებობა.

ქეთა ბაღაშვილი: „ჩემი ოცნება, თანაბარი შესაძლებლობები ჰქონოდათ ყველა სოციალური წრის ქალს, დაეტესტათ სასურველი პროდუქტები, ახდა...“

- რა გამოწვევების წინაშე დადექით იდეის განხორციელების პირველ ეტაპზე?

- ამ იდეის განხორციელების პირველი ეტაპი, ფაქტობრივად, მაშინ დადგა, როცა ჯგუფში რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, შესაბამისად გაიზარდა ჯგუფზეც მოთხოვნა და კომპანიებისგან სურვილი, ჩვენი პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლამდე ინფორმაცია მიეტანათ. მაშინ სოციალურ ქსელში ამდენი ჯგუფი არ არსებობდა და არც ჯგუფის მოგების წყაროდ გადაქცევა იყო აპრობირებული მეთოდი. შესაბამისად პირველი, ყველაზე რთული ეტაპი კომპანიებისთვის და მომხმარებლებისთვის იმის ახსნა იყო, რომ ჯგუფს კომერციული სახე უნდა მიეღო.

- ელოდით თუ არა ამხელა წარმატებას?

- პირველივე წელს ნამდვილად არ ველოდი. შეიძლება ითქვას, რომ ჯგუფმა თავისით გაიკვლია გზა. ცხადია, ჩვენი მხრიდან სწორ დროს სწორი ნაბიჯები მიმართულებას აძლევდა, მაგრამ ყველაფერი ძალიან ორგანულად და ბუნებრივად, თავის დროზე მოხდა.

ქეთა ბაღაშვილი: „ჩემი ოცნება, თანაბარი შესაძლებლობები ჰქონოდათ ყველა სოციალური წრის ქალს, დაეტესტათ სასურველი პროდუქტები, ახდა...“

- რა ადგილი უჭირავს Beauty ბიზნესს დღეს საქართველოს რეალობაში?

- სილამაზის ინდუსტრია ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტია მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში სილამაზის და თავის მოვლის საშუალებებით ინტერნაციონალური ბრენდები ლიდერობენ, თუმცა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში საგრძნობლად იზრდება ადგილობრივი, ხელითნაკეთი თავის მოვლის საშუალებების ბრენდების რაოდენობა, რაც არანორმალურად გასახარია და Beauty Lab-ი სრულიად უსასყიდლოდ ეხმარება ყველა ასეთ წამოწყებას და ხელს უწყობს, განვითარებაში და გაზრდაში.

- როგორ გგონიათ, რა ადგილი უჭირავს beauty lab-ს საქართველოს ბაზარზე?

- მე ვთვლი, რომ Beauty Lab-მა შეცვალა მომსახურების სფერო ქართულ სილამაზის ინდუსტრიაში. დახვეწა მათი ბიზნეს მოდელებიც, გაუზარდა მომხმარებელი და რაც მთავარია, მომხმარებელთან ურთიერთობა ასწავლა. „ბიუთი ლაბი“ დაარსების დღიდან ერთგვარი ხიდი გახდა კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის და უდიდესი ძალისხმევა გვაქვს ჩადებული, რომ ეს საკომუნიკაციო ხიდი მაქსიმალურად მარტივი, ორივე მხრისთვის კომფორტული და მომგებიანი ყოფილიყო.

ქეთა ბაღაშვილი: „ჩემი ოცნება, თანაბარი შესაძლებლობები ჰქონოდათ ყველა სოციალური წრის ქალს, დაეტესტათ სასურველი პროდუქტები, ახდა...“

- რა არის მთავარი იდეა, რისთვისაც იბრძვით?

- პირადად ჩემთვის, „ბიუთი ლაბის“ იდეა არასდროს ყოფილა მხოლოდ ქალებისთვის ფერუმარილის სახეზე სწორი მიმართულებით დატანების სწავლა. ჩემთვის ძალიან მნიშვენლოვანი იყო, შექმნილიყო სივრცე, სადაც საერთო ინტერესის ქვეშ გაერთიანებული ადამიანები შექმნიდნენ ძალას, რომელსაც შემდგომში უფრო დიდი იდეების განხორციელებას მოვახმარდით. ამ ძალის დახმარებით დიდწილად შეიცვალა კომპანიების მიდგომები და ჩემი ოცნება, თანაბარი შესაძლებლობები ჰქონოდათ ყველა სოციალური წრის ქალებს, დაეტესტათ სასურველი პროდუქტები და პროცედურები, ახდა. „ბიუთი ლაბის“ წევრი ქალბატონები უამრავ ადამიანს ეხმარებიან სიცოცხლისთვის ბრძოლაში. მათი მუხტი, ცხადია კომპანიებზეც გადადის და ერთად არაერთი კეთილი საქმე გაგვიკეთებია.

- მოგვიყევით სამომავლო გეგმების შესახებ...

- ბიუთი ლაბის განვითარების გეგმაზე მუშაობა შარშან დავიწყეთ, შევიტანეთ აპლიკაცია ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტის პროგრამაზე და ენჯელ ინვესტორების დარწმუნების შემდეგ, რომ შეგვეძლო ჩვენი წარდგენილი პროექტის წარმატებით განხორციელება, 100 000 ლარის ოდენობის გრანტი მოვიპოვეთ. ჩვენი პროექტი სილამაზის სალონებში ონლაინ ჯავშნის სისტემის დანერგვას გულისხმობს. სისტემა შედგება ორი ნაწილისგან, ერთის მხრივ ეს არის რეზერვაციის აპლიკაცია მომხმარებლისათვის, მეორე მხრივ კი მართვის პანელი სილამაზის სალონებისათვის, საიდანაც ისინი ყველა აქამდე ხელით მართული შიდა პროცესების დიჯიტალიზირებას და მენეჯმენტს მოახერხებენ. ამ ეტაპზე აპლიკაციის საქართველოში წარმატებით დანერგვას და მოგვიანებით მეზობელი ქვეყნების ბაზარზე შესვლას ვგეგმავთ.

ქეთა ბაღაშვილი: „ჩემი ოცნება, თანაბარი შესაძლებლობები ჰქონოდათ ყველა სოციალური წრის ქალს, დაეტესტათ სასურველი პროდუქტები, ახდა...“