სტილი

მოდის სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი 5 ჩანთა, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს

მოდის სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი 5 ჩანთა, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს

„კელი“, Hermès

მსოფლიო ჩანთების მოდის ისტორიაში, ამ აქსესუარს ნამდვილად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მისი სახელი მონაკოს პრინცესას, გრეისი კელის უკავშირდება. მას შემდეგ რაც მოდის სახლმა აქსესუარი პრინცესას საჩუქრად გაუგზავნა, დიზაინმა გრეისი იმდენად მოხიბლა, რომ მისი განუყრელი აქსესუარი გახდა. მას შემდეგ „Kelly” არის ჩანთა, რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს.

მოდის სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი 5 ჩანთა, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს

„ჯეკი“, Gucci

ჟაკლინ კენედის დღემდე აღმერთებენ. მისი სტილი გამორჩეული და განუმეორებელი იყო. ეპოქის მოდის აიკონს საზოგადოებაზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეეძლო. ყველასთვის საყვარელ პირველ ლედის, გუჩიმ საკუთარი სახელობის ჩანთაც კი მიუძღვნა, რომელიც 70-იანების ნამდვილ სიმბოლოდ გადაიქცა. „ჯეკი“ დღემდე ყველაზე აქტუალური ჩანთაა. 

მოდის სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი 5 ჩანთა, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს

„ბირკინი“, Hermès

1983 წელს, პარიზი-ლონდონის რეისზე, ფრანგი მსახიობი და მოდის აიკონი ჯეინ ბირკინი, სრულიად შემთხვევით ჟან-ლუი დიუმა-ერმესის გვერდით აღმოჩნდა. ბირკინს დიდი ჩალის ჩანთა ჰქონდა, რომელიც არ იკეტებოდა, სამგზავრო თაროზე არ ეტეოდა და ხშირად ვარდებოდა, რადგან მყარი ძირი არ ჰქონდა.

ჟან-ლუი მსახიობს ჩანთიდან გადმოცვენილი ნივთების მოგროვებაში დაეხმარა, შემდეგ კი ბირკინი მოუყვა, სამოგზაურო ჩანთის არჩევისას რა სირთულეებს აწყდებოდა და იმაზეც ისაუბრა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მისი საოცნებო ჩანთა. რამდენიმე კვირაში მსახიობს სახლში მიართვეს ჩანთა, რომელიც მსოფლიო ტრენდად იქცა და უკვე რამდენიმე ათეული წელია, მოდური და აქტუალურია. მას სწორედ ბირკინის სახელით იცნობენ.

მოდის სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი 5 ჩანთა, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს

„ბაგეტი“, Fendi

ეს ჩანთა საკულტო სერიალისთვის, „სექსი დიდ ქალაქში“ შეიქმნა, 1998 წელს. მას შემდეგ პატარა, მხარზე გადასაკიდი „ბაგეტი“ და ქერი ბრედშოუ უბრალოდ სინონიმები არიან. 2019 წელს, სარა ჯესიკა პარკერი მონაწილეობდა ახალ სარეკლამო კამპანიაში, სადაც მსახიობმა ერთი წინადადებით გამოხატა ჩანთის კონცეფცია - „ეს არ არის ჩანთა, ეს ბაგეტია“.

მოდის სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი 5 ჩანთა, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს

„ლედი დიორი“, Dior

ისტორია 1994 წელს იწყება, როდესაც დიორის მოდის სახლში გადაწყვიტეს, რომ ბრენდის ელეგანტურობის და კუტიურ მემკვიდრეობის გათვალისწინებით ახალი ჩანთა შეექმნათ. ჩანთის პირველი სახელი Chouchou იყო, რაც ფრანგულიდან ითარგმნება, როგორც საყვარელი და ფავორიტი.

ერთი წლის შემდეგ საფრანგეთის პირველმა ლედიმ, პრინცესა დაიანას საჩუქრად დიორის ახალი Chouchou ჩანთა გადასცა. დიორი დაიანას განუყრელი აქსესუარი გახდა. ლედი დიანა მეტ გალას გრანდიოზულ წითელ ხალიჩაზეც კი დიორით პოზირებდა. ამის შემდეგ ჩანთის ოფიციალური სახელი შეცვალა და მას უბრალოდ „ლედი დიორი“ ეწოდა. 

მოდის სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი 5 ჩანთა, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს



<a href="https://www.instylemag.com.au/">https://www.instylemag.com.au/</a>