სტილი

„რაც არ მომწონს, გამომწვევი ტანსაცმელია...“ - დიზაინერ ნუცა ბერიძის რჩევები ქალებს

„რაც არ მომწონს, გამომწვევი ტანსაცმელია...“ - დიზაინერ ნუცა ბერიძის რჩევები ქალებს

პროფესიით დიზაინერი ნუცა ბერიძე წლებია რაც მოსკოვში მოღვაწეობს. მიაჩნია, რომ ქალს შეუძლია ყველაზე კარგად ვიზუალით გამოხატოს საკუთარი შინაგანი სამყარო და განწყობა

BO-1 Instagram Post

- რა გიყვარს შენს საქმიანობაში ყველაზე მეტად ?

- ის, რომ არასდროს მბეზრდება.

- რატომაა მნიშვნელოვანი როგორ გამოიყურები...

- ვფიქრობ ვიზუალი საკუთარი თავის წარმოჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხერხია. ჩაცმულობით შეგიძლია გამოხატო შენი შინაგანი სამყარო, ხასიათი და განწყობა.

„რაც არ მომწონს, გამომწვევი ტანსაცმელია...“ - დიზაინერ ნუცა ბერიძის რჩევები ქალებს

- როგორი არჩევ ლუქებს?

- ლუქებს ვაწყობ დღის განრიგის მიხედვით და იმ ქალაქის თუ კურორტის მიხედვით სადაც ვიმყოფები... ფერები უფრო განწყობაზეა დამოკიდებული.

- რას ურჩევ ქალებს?

- ვურჩევ არ მიბაძონ სხვას, რადგან ყოველი ადამიანი განსახვავებულია და სწორედ ეს ხდის მათ საინტერესოს. ტანსაცმლის არჩევაში ეცადეთ შეინარჩუნოთ თქვენი საკუთარი სტილი.

„რაც არ მომწონს, გამომწვევი ტანსაცმელია...“ - დიზაინერ ნუცა ბერიძის რჩევები ქალებს

- რომელია შენი საყვარელი დიზაინერი, ბრენდი, სტილი?

- დიზაინერი miuccia prada და მასთან ერთად ბრენდებიდან განსაკუთრებით მიყვარს celine , dries van noten.

- 5 ნივთი , რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს გარდერობში?

- როგორც კოკო შანელი ამბობდა შავი პატარა კაბა ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს, ლამაზი ჩანთა, და სამი სხვადასხვა სტილის ფეხსაცმელი.

„რაც არ მომწონს, გამომწვევი ტანსაცმელია...“ - დიზაინერ ნუცა ბერიძის რჩევები ქალებს

- ბოლო პერიოდის ამოჩემებული ნივთები.

- ბოლო დროს ამოჩემებული მაქვს yeezy ბოტასები სხვადასხვა ფერის. ისეთი კომფორტულია ვერაფერში ვერ გავცვლი.

- როგორ სტილს ანიჭებ უპირატესობას?

- მომწონს 40-60-იანი წლების ტანსაცმელი, ზამთარში უფრო სპორტულ სტილს ვანიჭებ უპირატესობას. რაც არ მომწონს გამომწვევი ტანსაცმელია.

„რაც არ მომწონს, გამომწვევი ტანსაცმელია...“ - დიზაინერ ნუცა ბერიძის რჩევები ქალებს

- 3 ოქროს წესი ტანსაცმლის არჩევისას.

- სილამაზე სისადავეშია.